მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ადგილი უკვე მომზადებულია: რომის პაპმა დაკრძალვის ადგილი შეარჩია

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2023
გამოწერა
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. დაკრძლვის ადგილი უკვე შერჩეული მაქვს, ამის თაობაზე უკვე ვესაუბრე ასეთი ცერემონიების ორგანიზატორებს, განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ მექსიკურ ტელეარხ N+-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
მისი თქმით, ეს ადგილი რომის ოთხიდან ერთ-ერთი მთავარი ბაზილიკა სანტა მარია მაჯორეა.
„ადგილი უკვე მომზადებულია. მინდა, რომ სანტა მარია მაჯორეში დამკრძალონ. დიახ, იმიტომ, რომ ამ ადგილის ერთგული ვარ. მე ხშირად დავდიოდი იქ და კვირა დილაობით ყოველთვის ვყოვნდებოდი გარკვეული დროით. ძალიან ძლიერი კავშირი მაქვს ამ ადგილთან“, — აღნიშნა პაპმა.
რომის პაპი ფრანცისკე საჯაროდ პირველად 6 დეკემბერს გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ბრონქიტით დაავადდა; ავადმყოფობის გამო, იგი იძულებული გახდა, გაეუქმებინა დაგეგმილი ვიზიტი დუბაის კლიმატის კონფერენციაზე.
როგორც გამოცემა წერს, ამ დროისათვის პონტიფიკოსის მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება, მაგრამ „პაპი აცნობიერებს, რომ 2023 წელი ძალიან მძიმე იყო მისი ჯანმრთელობისთის“.
წყარო: N+
ყველა ახალი ამბავი
0