https://sputnik-georgia.com/20230516/amerikis-katolikur-tazarsi-saswauli-moxda-277731637.html
მრევლის თვალწინ გამრავლდა: აშშ-ის კათოლიკურ ტაძარში სასწაული მოხდა
მრევლის თვალწინ გამრავლდა: აშშ-ის კათოლიკურ ტაძარში სასწაული მოხდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. შეერთებული შტატების არქიეპარქია სთხოვს ვატიკანს, დაეხმაროს ქალაქ ტომასტონის (კონექტიკუტის შტატი) წმინდა თომას სახელობის კათოლიკურ... 16.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-16T18:00+0400
2023-05-16T18:00+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
რელიგია
აშშ
ახალი ამბები
ვატიკანი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/10/277731329_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_bc450d3f2ddc55214756fa4811107eee.jpg
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. შეერთებული შტატების არქიეპარქია სთხოვს ვატიკანს, დაეხმაროს ქალაქ ტომასტონის (კონექტიკუტის შტატი) წმინდა თომას სახელობის კათოლიკურ ტაძარში მომხდარი სასწაულის შესწავლაში, რომელსაც მრევლი შეესწრო მიმდინარე წლის 5 მარტს, წერს Catholic News Agency.გავრცელებული ცნობით, ტაძარში ზიარების დროს ჭურჭელში სასწაულებრივად, „არსაიდან“ გამრავლდა „ქრისტეს ხორცი“ – სეფიკვერები, რომლებიც უკვე ფსკერამდე იყო დასული.პირველმა ამ სასწაულის შესახებ მამა ჯოზეფ კროულიმ განაცხადა.მას შემდეგ, რაც სასწაულს ბევრი თვითმხილველი გამოუჩნდა, ჰარტფორდის საეპისკოპოსომ გადაწყვიტა ვატიკანისთვის მიემართა და შესაძლო ევქარისტიკული სასწაულის შესწავლაში დახმარება ეთხოვა.როგორც საარქიეპისკოპოსოს პრეს-მდივანი დევიდ ელიოტი ამბობს, ეპარქიამ ამ მოვლენაზე მტკიცებულებები შეკრიბა და რომში გაგზავნა. თუმცა ეპარქიაში ჯერჯერობით არ იციან, რა დრო დასჭირდება დიკასტერიას, რომ ტომასტონის საარქიეპისკოპოსოს თხოვნას უპასუხოს.დიკასტერია — რომის კურიის უძველესი განყოფილება, რომელიც კათოლიკური ეკლესიის ერესისგან დასაცავად შეიქმნა. ექვემდებარება რომის პაპს, როგორც კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურს.წყარო: Catholic News Agency
აშშ
ვატიკანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/10/277731329_18:0:1725:1280_1920x0_80_0_0_6d73c2032f1d6f95002fbb6ad6e4c2fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რელიგია, აშშ , ახალი ამბები, ვატიკანი , მსოფლიოს ახალი ამბები
რელიგია, აშშ , ახალი ამბები, ვატიკანი , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. შეერთებული შტატების არქიეპარქია სთხოვს ვატიკანს, დაეხმაროს ქალაქ ტომასტონის (კონექტიკუტის შტატი) წმინდა თომას სახელობის კათოლიკურ ტაძარში მომხდარი სასწაულის შესწავლაში, რომელსაც მრევლი შეესწრო მიმდინარე წლის 5 მარტს, წერს Catholic News Agency.
გავრცელებული ცნობით, ტაძარში ზიარების დროს ჭურჭელში სასწაულებრივად, „არსაიდან“ გამრავლდა „ქრისტეს ხორცი“ – სეფიკვერები, რომლებიც უკვე ფსკერამდე იყო დასული.
პირველმა ამ სასწაულის შესახებ მამა ჯოზეფ კროულიმ განაცხადა.
„ჩვენი ერთ-ერთი მღვდელმსახურის თასში, რომელიც მრევლს აზიარებდა, სეფისკვერები თავდებოდა, რის გამოც ის ძალიან შფოთავდა. და უცებ კვერები ჩვენ თვალწინ გამრავლდა. უფალმა უბრალოდ გაამრავლა „ხორცი თვისი“ ზიარებისთვის. თავიდან თვალებს არ ვუჯერებდით. ახლაც, რაც უფრო მეტს ვფიქრობთ ამ დიდებულ მოვლენაზე, მით უფრო შფოთავს ჩვენი სული — რაოდენ მარტივად გამოავლინა თავი უფალმა. ეს არის უაღრესად მძლავრი, განსაცვიფრებელი, უკიდურესად რეალური და სულში ჩამწვდომი ნიშანი. ჩვენ მხოლოდ გვსმენოდა, რომ ასეთი სასწაულები ზოგჯერ ხდება. დღეს კი ღვთის სასწაული ჩვენ თვალწინ მოხდა“, — ამბობს იგი.
მას შემდეგ, რაც სასწაულს ბევრი თვითმხილველი გამოუჩნდა, ჰარტფორდის საეპისკოპოსომ გადაწყვიტა ვატიკანისთვის მიემართა და შესაძლო ევქარისტიკული სასწაულის შესწავლაში დახმარება ეთხოვა.
როგორც საარქიეპისკოპოსოს პრეს-მდივანი დევიდ ელიოტი ამბობს, ეპარქიამ ამ მოვლენაზე მტკიცებულებები შეკრიბა და რომში გაგზავნა. თუმცა ეპარქიაში ჯერჯერობით არ იციან, რა დრო დასჭირდება დიკასტერიას, რომ ტომასტონის საარქიეპისკოპოსოს თხოვნას უპასუხოს.
დიკასტერია — რომის კურიის უძველესი განყოფილება, რომელიც კათოლიკური ეკლესიის ერესისგან დასაცავად შეიქმნა. ექვემდებარება რომის პაპს, როგორც კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურს.