https://sputnik-georgia.com/20251123/kobaxidze-romis-paps-ewveva-295915932.html
საქართველოს პრემიერ-მინისტრი რომის პაპს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი რომის პაპს შეხვდება
Sputnik საქართველო
ირაკლი კობახიძე ვატიკანს დელეგაციასთან ერთად ეწვევა 23.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-23T16:49+0400
2025-11-23T16:49+0400
2025-11-23T16:49+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ვატიკანი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/19/295091576_0:165:2048:1317_1920x0_80_0_0_222f30fffec207a9578e7c13cb3fb9a4.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 24 ნოემბერს ვატიკანში რომის პაპ ლეო XIV-ს შეხვდება, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია. ვატიკანში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან, კარდინალ პიეტრო პაროლინისთან. ირაკლი კობახიძე ვატიკანს დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან. ვატიკანის კონკლავმა ახალი პაპი 8 მაისს აირჩია. კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი და 267-ე პაპი 69 წლის ამერიკელი კარდინალი რობერტ პრევოსტი გახდა. ის პირველი ამერიკელი პაპია ისტორიაში. რომის ახალმა პაპმა უკვე აირჩია სახელი, იგი ლეო XIV-ედ იწოდება.
საქართველო
ვატიკანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/19/295091576_36:0:2012:1482_1920x0_80_0_0_bb3dadaac768bb4ff06eaa612469d85f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ვატიკანი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ვატიკანი , ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი რომის პაპს შეხვდება
ირაკლი კობახიძე ვატიკანს დელეგაციასთან ერთად ეწვევა
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 24 ნოემბერს ვატიკანში რომის პაპ ლეო XIV-ს შეხვდება, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
ვატიკანში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან, კარდინალ პიეტრო პაროლინისთან.
ირაკლი კობახიძე ვატიკანს დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
ვატიკანის კონკლავმა ახალი პაპი 8 მაისს აირჩია. კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი და 267-ე პაპი 69 წლის ამერიკელი კარდინალი რობერტ პრევოსტი გახდა. ის პირველი ამერიკელი პაპია ისტორიაში. რომის ახალმა პაპმა უკვე აირჩია სახელი, იგი ლეო XIV-ედ იწოდება.