https://sputnik-georgia.com/20250807/romis-papma-ilia-meores-angelozis-dge-miuloca-294455949.html
რომის პაპმა ილია მეორეს ანგელოზის ხსენების დღე მიულოცა
რომის პაპმა ილია მეორეს ანგელოზის ხსენების დღე მიულოცა
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. რომის პაპმა ლეო XIV-მ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ანგელოზის დღეს მიულოცა, იუწყება საქართველოს საპატრიარქოს... 07.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-07T19:49+0400
2025-08-07T19:49+0400
2025-08-07T19:49+0400
საქართველო
ვატიკანი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263748752_0:440:1685:1388_1920x0_80_0_0_d4fc449f39d8796245c1ae31f39dc135.jpg
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. რომის პაპმა ლეო XIV-მ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ანგელოზის დღეს მიულოცა, იუწყება საქართველოს საპატრიარქოს პრეს-სამსახური.წმინდა ილია მართლის ხსენების დღეს მართლმადიდებლური ეკლესია 2 აგვისტოს აღნიშნავს.წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურება ეკლესიას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა.1952 წელს დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.24 წლისა 1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, იგი თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში სასულიერო აკადემიიის II კურსის სტუდენტი ბერად აღკვეცეს. ბერად აღკვეცის საიდუმლო შეასრულა ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა) და ბერს სახელად ილია უწოდა.იმავე წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკონი ილია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმინდეს ალექსი I-ის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად.1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს — არქიმანდრიტის ხარისხში.1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ მეორის მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. უწმინდესმა სოხუმში 11 წელი დაჰყო.საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.ილია II-ის დროს, 1980-იან წლებში, საქართველოში მართლმადიდებლობის მასშტაბური აღორძინება მოხდა. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, საქართველოში ეპარქიების რაოდენობა 42-მდე გაიზარდა. 1977 წელს საქართველოში მხოლოდ 48 მოქმედი ეკლესია იყო, ახლა კი მათი რაოდენობა დაახლოებით ათასია.ილია II-ის დროს გაიხსნა ახალი სასულიერო საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის თბილისისა და გელათის სასულიერო აკადემიები. თბილისში საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესია - წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი აშენდა.
საქართველო
ვატიკანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263748752_226:467:1455:1388_1920x0_80_0_0_33a76e9b2307ddcf577060de77e33dc6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ვატიკანი , სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ვატიკანი , სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. რომის პაპმა ლეო XIV-მ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ანგელოზის დღეს მიულოცა, იუწყება საქართველოს საპატრიარქოს პრეს-სამსახური.
წმინდა ილია მართლის ხსენების დღეს მართლმადიდებლური ეკლესია 2 აგვისტოს აღნიშნავს.
„თქვენი ზეციერი მფარველის ლიტურგიული დღესასწაული, დიდი წინასწარმეტყველის, ელიას ხსენების დღე მაძლევს სიხარულით აღსავსე შესაძლებლობას, რომ გამოვხატო ჩემი სულიერი სიახლოვე თქვენი უწმინდესობისადმი და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, როდესაც აღნიშნავთ თქვენი სახელობის დღეს”, - ნათქვამია პაპის წერილში.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურება ეკლესიას.
„ვლოცულობ, რათა ზეციერმა მამამ უხვად მოგმადლოთ კურთხევანი, როგორც თქვენს მსახურებას, ისე პირადად თქვენ, ვინც მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებით ეკლესიას, რომელიც მოგენდოთ ზრუნვად და მჭიდროდ უწყობთ ხელს ადამიანთა შორის ერთობის განმტკიცებას უფალში, ნება გქონდეთ, თქვენი მსახურება კვლავ იყოს ხილული ნიშანი იმ სიყვარულით სავსე ზიარებისა, რომელიც ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფერს ითმენს მამა ღმერთის სადიდებლად”, -ნათქვამია წერილში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა.
1952 წელს დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.
24 წლისა 1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, იგი თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში სასულიერო აკადემიიის II კურსის სტუდენტი ბერად აღკვეცეს. ბერად აღკვეცის საიდუმლო შეასრულა ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა) და ბერს სახელად ილია უწოდა.
იმავე წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკონი ილია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმინდეს ალექსი I-ის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად.
1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს — არქიმანდრიტის ხარისხში.
1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ მეორის მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. უწმინდესმა სოხუმში 11 წელი დაჰყო.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
ილია II-ის დროს, 1980-იან წლებში, საქართველოში მართლმადიდებლობის მასშტაბური აღორძინება მოხდა. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, საქართველოში ეპარქიების რაოდენობა 42-მდე გაიზარდა. 1977 წელს საქართველოში მხოლოდ 48 მოქმედი ეკლესია იყო, ახლა კი მათი რაოდენობა დაახლოებით ათასია.
ილია II-ის დროს გაიხსნა ახალი სასულიერო საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის თბილისისა და გელათის სასულიერო აკადემიები. თბილისში საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესია - წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი აშენდა.