საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს სოფელ ძველ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური ვერსიით, ჩატარებული გამოძიების შედეგების მიხედვით, ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ექს-პრეზიდენტის ოჯახის განცხადებით, იგი პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოკლეს. 2012 წელს, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ, საქმის ახალი გამოძიება დაიწყო. 2015 წელს პროკურატურამ საქმე „განზრახ მკვლელობის“ მუხლით გადააკვალიფიცირა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმის ახალ დეტალებს გაეცანით Sputnik საქართველოზე.