https://sputnik-georgia.com/20211018/xibulasi-gamsaxurdias-memorialuri-saxlis-msenebloba-dasrulda-260630673.html
ხიბულაში გამსახურდიას მემორიალური სახლისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა დასრულდა
ხიბულაში გამსახურდიას მემორიალური სახლისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა დასრულდა
Sputnik საქართველო
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მემორიალური სახლის რეაბილიტაციის, სამონასტრო კომპლექსის და საბავშვო ბაღის მშენებლობის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“... 18.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-18T10:33+0400
2021-10-18T10:33+0400
2021-10-18T18:31+0400
ახალი ამბები
სამეგრელო
საქართველოს რეგიონები
ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260629005_0:210:2048:1362_1920x0_80_0_0_b1831d23cc2ed1c154774e0beddbc388.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის, წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის, სამრევლო სკოლისა და პარკის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულებულია, ნათქვამია სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, პროექტები ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა. ასევე ფონდის დაფინანსებით სოფელში აშენდა თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი. დაწესებულება აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარითა და ტექნიკით.ამას გარდა ძველ ხიბულაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, კერძოდ, მოხდა სოფლის მთლიანი გაზიფიცირება, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასოფლო ამბულატორიას. მდინარე ჭანისწყალზე აშენდა ახალი ხიბულასა და ძველი ხიბულას დამაკავშირებელი ხიდი. უწყების ცნობით, მანამდე არსებული ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა.უწყების ინფორმაციით, სოფელში მიმდინარეობს ხობთან და ზუგდიდთან დამაკავშირებელი გზების მშენებლობა, ძველ ხიბულაში აგრეთვე ხორციელდება წყალმომარაგების პროექტი, რომლის დასრულების შემდეგაც სოფელს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. ამ დრომდე ხიბულას მოსახლეობა ჭის წყალს იყენებს.ზვიად გამსახურდია პრეზიდენტად 1991 წლის 26 მაისს აირჩიეს. ის 1993 წელს გაურკვეველ ვითარებაში სოფელ ძველ ხიბულაში გარდაიცვალა.
სამეგრელო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260629005_232:0:2048:1362_1920x0_80_0_0_7d17eaea817d897b3b7cec6404e66503.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, სამეგრელო , საქართველოს რეგიონები, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმე
ახალი ამბები, სამეგრელო , საქართველოს რეგიონები, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმე
ხიბულაში გამსახურდიას მემორიალური სახლისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა დასრულდა
10:33 18.10.2021 (განახლებულია: 18:31 18.10.2021) როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მემორიალური სახლის რეაბილიტაციის, სამონასტრო კომპლექსის და საბავშვო ბაღის მშენებლობის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა 2019 წელს ხიბულაში სტუმრობის დროს განაცხადა.
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის, წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის, სამრევლო სკოლისა და პარკის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულებულია, ნათქვამია სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
უწყების ცნობით, პროექტები ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა. ასევე ფონდის დაფინანსებით სოფელში აშენდა თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი. დაწესებულება აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარითა და ტექნიკით.
ამას გარდა ძველ ხიბულაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, კერძოდ, მოხდა სოფლის მთლიანი გაზიფიცირება, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასოფლო ამბულატორიას. მდინარე ჭანისწყალზე აშენდა ახალი ხიბულასა და ძველი ხიბულას დამაკავშირებელი ხიდი. უწყების ცნობით, მანამდე არსებული ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა.
უწყების ინფორმაციით, სოფელში მიმდინარეობს ხობთან და ზუგდიდთან დამაკავშირებელი გზების მშენებლობა, ძველ ხიბულაში აგრეთვე ხორციელდება წყალმომარაგების პროექტი, რომლის დასრულების შემდეგაც სოფელს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. ამ დრომდე ხიბულას მოსახლეობა ჭის წყალს იყენებს.
ზვიად გამსახურდია პრეზიდენტად 1991 წლის 26 მაისს აირჩიეს. ის 1993 წელს გაურკვეველ ვითარებაში სოფელ ძველ ხიბულაში გარდაიცვალა.