ზვიად გამსახურდიას ოჯახი პირველი პრეზიდენტის საქმის დროულად გამოძიებას ისევ ითხოვს

© photo: National Library of Georgiaზვიად გამსახურდია
ზვიად გამსახურდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანიის ცნობით, გამსახურდიების ადვოკატი ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამომძიებელსა და პროკურორს მთავარ პროკურორთან ვიზიტის დასაგეგმად შეხვდა.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით  გამსახურდიების ოჯახის ადვოკატი საქმის გამომძიებელს და პროკურორს შეხვდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა სოფელ ძველ ხიბულაში. მაშინდელი გამოძიების მონაცემებით, ექს-პრეზიდენტმა თავი მოიკლა. მაგრამ გამსახურდიას ოჯახი თვლის, რომ ის ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოასალმეს სიცოცხლეს.

ზვიად გამსახურდია - Sputnik საქართველო
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილებმა შიმშილობა შეწყვიტეს

2015 წელს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქმე გადააკვალიფიცირა და ახლა გამოძიება „განზრახ მკვლელობის“ მუხლით მიმდინარეობს.

ზვიად გამსახურდიას შვილებმა გასულ წელს საქართველოს მკვლელობის ხელმეორედ გამოძიების დროულად დასრულებისა და გამოძიების შედეგად გამოვლენილი მკვლელის დასჯის მოთხოვნით პროკურატურასთან რამდენიმე დღე იშიმშილეს და აქციებიც გამართეს,  რადგან 2018 წლის 31 დეკემბერს გამოძიებას 25-წლიანი ხანდაზმულობის ვადა ეწურებოდა, ხოლო გამსახურდიას მკვლელობაში დამნაშავე პირი დადგენილი  არ იყო.

„ის მიზანმიმართული ინერტულობა, რაც შეინიშნებოდა თუ იმის გამო, რომ ვიღაცას ნაკლებად აინტერესებდა ეს საქმე 25 წლის განმავლობაში, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს“, - განაცხადა ოჯახის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა.

მისვე თქმით, ყოველი კონკრეტული საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩატარდეს იმ ხარისხით, რა ხარისხითაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, რა ხარისხთან დაკავშირებითაც ოჯახს ყოველთვის ჰქონდა პრეტენზიები, მათ შორის ამ კონკრეტული გამომძიებლების და პროკურორების მიმართაც, რომლებიც დღეს ახორციელებენ გამოძიებას.

„ვნახოთ, კიდევ ერთ შანსი შეიძლება მათ მივცეთ გენერალური პროკურორის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ზვიად გამსახურდია - Sputnik საქართველო
ზვიად გამსახურდიას ოჯახი უნდობლობას უცხადებს საგამოძიებო უწყებას

მისი განცხადებით, ჭეშმარიტების დადგენას და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის გამოვლენაც არის დამოკიდებული კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებზე. თუ ეს საგამომძიებლო მოქმედებები განხორციელდება, ზვიად გამსახურდიას მკვლელები უმოკლეს დროში შეიძლება იქნან დასჯილები.

ტელეკომპანიის ცნობით, გამსახურდიების ადვოკატი ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამომძიებელსა და პროკურორს მთავარ პროკურორთან ვიზიტის დასაგეგმად შეხვდა.

ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის 26 მაისს აირჩიეს. სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად, რომელიც „თბილისის ომის" სახელით არის ცნობილი, 1992 წლის იანვარში ის სახელმწიფოს მეთაურის პოსტიდან გადააყენეს. ერთი წლის განმავლობაში გამსახურდია დევნილობაში ცხოვრობდა — ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ სომხეთში, ბოლოს კი ჩეჩნეთში. 1993 წლის შემოდგომაზე ის საქართველოში დაბრუნდა, სადაც იმავე წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს სოფელ ძველ ხიბულაში დღემდე გაურკვეველ გარემოებაში დაიღუპა.

ზვიად გამსახურდია - Sputnik საქართველო
ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების გამო საქართველოში კანონი შეიცვლება

1994 წლის თებერვალში სოფელ ჯიხაშკარში დაკრძალული გამსახურდიას ცხედარი ოჯახის მოთხოვნით გროზნოში გადაასვენეს და ქალაქის მთავარი მოედნის სიახლოვეს დაკრძალეს. შემდგომ, ჩეჩნეთში მომხდარი საომარი მოქმედებების შედეგად, საფლავი დაიკარგა და ის მხოლოდ 2007 წელს აღმოაჩინეს. პირველი პრეზიდენტის ნეშტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დონის როსტოვში ჩატარდა.

2007 წლის მარტში გამსახურდიას ნეშტი ჩეჩნეთიდან ჩამოასვენეს და თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე დაკრძალეს.

ყველა ახალი ამბავი
0