ზვიად გამსახურდიას ოჯახი უნდობლობას უცხადებს საგამოძიებო უწყებას

© photo: National Library of Georgiaზვიად გამსახურდია
ზვიად გამსახურდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამის გარდაცვალების საქმეზე შვილები მათ მიერ ნდობით აღჭურვილი პროკურორის დანიშვნას ითხოვენ

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილები კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები მათ მიერ ნდობით აღჭურვილი პროკურორის დანიშვნას ითხოვენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ძმები მეათე დღეა პროკურატურასთან შიმშილობას განაგრძობენ.

ზვიად გამსახურდია - Sputnik საქართველო
ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების გამო საქართველოში კანონი შეიცვლება

31 დეკემბერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე 25-წლიანი ხანდაზმულობის ვადა იწურება. საქმის ხანდაზმულობის ვადის გაგრძელებაზე პარლამენტი ორშაბათიდან დაჩქარებულად იმსჯელებს. ამ ცვლილების საფუძველზე ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიება აღარ შეწყდება. 21 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მიმართა, გაეთვალისწინებინა თხოვნა, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა გაგრძელდეს.

მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დააფიქსირა თავისი პოზიცია და აპირებს 5 წლით გაახანგრძლივოს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიება, გამსახურდიები აცხადებენ, რომ ამით რეალურად  არაფერი შეიცვლება. პირველი პრეზიდენტის შვილები ამბობენ, რომ ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა და შესაბამისად მომდევნო 5 წელში საქმე წინ არ წაიწევს. გამსახურდიების ოჯახი მათ მიერ ნდობით აღჭურვილი პროკურორის დანიშვნას ითხოვს.

ზვიად გამსახურდია - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახის მოთხოვნას მხარს უჭერს

„თუ 25 წელიწადი არაფერი გაუკეთებიათ, 5 წელიწადში  გააკეთებენ რამეს? ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას გამოსავალს, დაინიშნოს პროკურორად საზოგადოებისა და ნდობით აღჭურვილი პირი, რომელსაც ექნება შესაბამისი გამოცდილება და შესაბამისი კვალიფიკაცია. არსებობს რამდენიმე კანდიდატურა და ეს იქნება გამოსავალი და წარმატების საწინდარი, რომ ეს საქმე გაიხსნება და მივალთ ლოგიკურ ფინალამდე“, - განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.

პირველი პრეზიდენტის შვილები არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმაც მოინახულა.

„მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება მივიდეს ბოლომდე და დადგინდეს მისი სიკვდილის დეტალები, ვინ იყო ამაში ჩართული. მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ, როგორც სახელმწიფომ უნდა ვანახოთ კონკრეტული დამოკიდებულება ასეთ საკითხებთან მიმართებაში“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

კოკა გამსახურდია - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია პროკურატურასთან – ზვიად გამსახურდიას შვილები შიმშილობას აგრძელებენ

ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიების დაჩქარება დღეს ქუთაისშიც მოითხოვეს. მოქალაქეები 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბნენ.

ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის 26 მაისს აირჩიეს. სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად, რომელიც „თბილისის ომის" სახელით არის ცნობილი, 1992 წლის იანვარში ის სახელმწიფოს მეთაურის პოსტიდან გადააყენეს. ერთი წლის განმავლობაში გამსახურდია დევნილობაში ცხოვრობდა — ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ სომხეთში, ბოლოს კი ჩეჩნეთში. 1993 წლის შემოდგომაზე ის საქართველოში დაბრუნდა, სადაც იმავე წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს სოფელ ხიბულაში დღემდე გაურკვეველ გარემოებაში დაიღუპა.

1994 წლის თებერვალში სოფელ ჯიხაშკარში დაკრძალული გამსახურდიას ცხედარი ოჯახის მოთხოვნით გროზნოში გადაასვენეს და ქალაქის მთავარი მოედნის სიახლოვეს დაკრძალეს. შემდგომ, ჩეჩნეთში მომხდარი საომარი მოქმედებების შედეგად, საფლავი დაიკარგა და ის მხოლოდ 2007 წელს აღმოაჩინეს. პირველი პრეზიდენტის ნეშტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დონის როსტოვში ჩატარდა.

2007 წლის მარტში გამსახურდიას ნეშტი ჩეჩნეთიდან ჩამოასვენეს და თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე დაკრძალეს.

ყველა ახალი ამბავი
0