ქვეყნის პირველმა პირებმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგეს

© photo: Sputnik / Stringerზვიად გამსახურდიას საფლავი
ზვიად გამსახურდიას საფლავი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2023
გამოწერა
საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას დღეს 84 წელი შეუსრულდებოდა.
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს.
საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას დღეს 84 წელი შეუსრულდებოდა.
ირაკლი ღარიბაშვილი და შალვა პაპუაშვილი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მივიდნენ და ზვიად გამსახურდიას საფლავი ყვავილებით შეამკეს.
გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის 26 მაისს აირჩიეს. სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად 1992 წლის იანვარში ის სახელმწიფოს მეთაურის პოსტიდან გადააყენეს. თითქმის ორი წლის შემდეგ, 1993 წლის 31 დეკემბერს ის დაუდგენელ ვითარებაში სოფელ ძველ ხიბულაში გარდაიცვალა.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2023
31 მარტის რეფერენდუმმა საფუძველი ჩაუყარა ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას - ღარიბაშვილი
გამსახურდიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის მის ოჯახს არ სჯერა. 2015 წელს პროკურატურამ გამოძიება „მკვლელობის" მუხლით განაახლა.
გამსახურდიას სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე საქართველოს მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ საქართველოს სსრკ-ის შემადგენლობიდან გასვლას და დამოუკიდებლობის გამოცხადებას დაუჭირა მხარი.
ყველა ახალი ამბავი
0