როგორ შევხვდეთ ახალ, 2023 წელს - ის, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია
14:55 27.12.2022 (განახლებულია: 21:10 27.12.2022)
გამოწერა
როგორ უნდა შევხვდეთ წყლის შავი კურდღლის წელს და როგორ უნდა აღვნიშნოთ ის? ამის შესახებ შეიტყვეთ ჩვენი სტატიიდან.
2023 წელი ერთ-ერთ ყველაზე იღბლიან წლად უნდა ჩავთვალოთ, რადგან კურდღელი (კატა) უძველესი დროიდან სიმშვიდისა და სტაბილურობის სიმბოლოა. არ გველოდება სერიოზული რყევები, ცხოვრება დინებას ზომიერად გაჰყვება, იქნება კარგი სიახლეები და მოვლენები.
კარგი იქნება, თუ წლის მფარველ კურდღელს შეაქებთ, განსაკუთრებით ისინი, ვინც კურდღლის წელს დაიბადა, მაშინ მთელი წელი ყველა სფეროში წარმატებული იქნება.
სად შევხვდეთ კურდღლის წელს
კურდღელი ოჯახური ცხოველია, ამიტომ მისი შეხვედრა ოჯახურ წრეში ან ახლობლების გარემოცვაში აჯობებს. მას არ უყვარს ხმაურიანი წვეულებები, არამედ მყუდრო საღამოს ამჯობინებს.
სანამ სტუმრების სიას შეადგენთ, გაითვალისწინეთ, რომ კურდღელს არ უყვარს უცხო ადამიანები, ამიტომ კარგი იქნება, თუ არ მოიწვევთ უცნობ ან ნაკლებად ნაცნობ სტუმრებს. ჯობს მოიწვიოთ ნათესავები, და-ძმები, ბებია-ბაბუები და ა.შ.
როგორ მოვრთოთ სახლი ახალი წლისთვის
ინტერიერის მოსართავად გამოიყენეთ ლურჯის, ოქროსფრის, შოკოლადისფრისა და მწვანის რბილი ტონები. წყლის კურდღელს არ უყვარს „მყვირალა“ ფერები.
ახალი წლის მთავარი ატრიბუტია ნაძვის ხე – აქ მთავარია, რომ ის გულით მორთოთ და მნიშვნელობა არა აქვს, ბუნებრივი იქნება ნაძვის ხე თუ ხელოვნური.
მაგიდისა და შენობის დეკორში მოერიდეთ პრინტებს გველის, ავაზისა და სხვა მსგავსი ცხოველების გამოსახულებით, რადგან წლის მასპინძელი თავს მყუდროდ ვერ იგრძნობს.
რა ფერებში შევხვდეთ ახალ წელს
რა ფერის ტანსაცმელი უნდა შეარჩიოთ ახალი წლის შესახვედრად – ეს ბევრისთვის სერიოზულ პრობლემად იქცევა ხოლმე. წელს ფერთა პალიტრა საკმაოდ მრავალფეროვანია
შავი ან ლურჯი
ბუნების ფერებთან დაახლოებული ფერები, მაგალითად, ქვიშისფერი, მწვანე...
გაჯერებული ფერები – ჟღალი, მდოგვისფერი...
რბილი ნახევარტონები – მეწამული, ნაცრისფერი, მოკრემისფრო...
წლის სიმბოლოს არ უყვარს ძალზე პათოსური სამოსი, უფრო მოსწონს მარტივი და ლაკონური სახეები. მოერიდეთ ბუნებრივ ბეწვს.
მამაკაცებმა უნდა შეარჩიონ ჩალისფერი ან ქვიშისფერი ტონების პერანგი, ასევე კარგი იქნება თეთრი კოსტიუმი.
რა უნდა იდოს საახალწლო სუფრაზე
კარგი იქნება მრავალფეროვანი ხილისა და ბოსტნეულის დადება საახალწლო სუფრაზე, შეგიძლიათ ასევე ყვავილების ლარნაკები ნაძვის ტოტებით მორთოთ.
მთავარია, რომ მენიუდან კურდღლის ხორცი ამოიღოთ, როგორც არ უნდა გიყვარდეთ ის. უპირატესობა მიანიჭეთ ქათმის, ღორის, უცხიმო თევზის ხორცს.
სალათები ცოცხალი მწვანილით მორთეთ. არ ღირს ბევრი ცხიმიანი კერძის გამზადება. აქცენტი მარტივ კერძებზე გააკეთეთ და ორიგინალურად გააფორმეთ.
როგორ მოვიზიდოთ იღბალი
ჩინელები იღბლის მოსაზიდად კატის ან კურდღლის მცირე ზომის ქანდაკებებს იყენებენ. მიჩნეულია, რომ ამ ცხოველების ქანდაკებები ვერცხლის ან ოქროს ფერებში ოჯახში სასიამოვნო ცვლილებებს მოიტანს: უმუშევარმა შეიძლება სამუშაო მოძებნონ, მარტოხელამ მეორე ნახევარი იპოვოს, ავადმყოფი მალე გამოკეთდეს...
არის რამდენიმე ძირითადი წესი, რომელთა დაცვა იღბალს მოიზიდავს:
კურდღლის ფიგურას თუ ფანჯრის რაფაზე შემოდებთ, სახლში ოჯახური იდილია დაისადგურებს.
თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი მოუთმენელია და ხშირადაა უხასიათოდ, აჩუქეთ მას უკანა თათებზე მდგომი კურდღლის ფიგურა.
კურდღლის თილისმა სტაფილოთი ბიზნესში აყვავების სიმბოლოა. თავის მფლობელს ის წარმატებას მოუტანს და ფულის ნაკადს გახსნის.
ახალი წლის მინიშნებები
კურდღელს ზედმეტი ქაოსი არ უყვარს, ამიტომ კარგი იქნება, თუ ახალ წლამდე შეიძენთ საჩუქრებს, პროდუქტებს.
დაასრულეთ ძველი წლის საქმეები, დაალაგეთ სახლი საფუძვლიანად და ახალს მშვიდად შეხვდით – ეს ცხოვრებისეულ ყველა სფეროს ეხება.
ჩინელები ახალი წლის შესახვედრად განსაკუთრებულ მინიშნებებს აქცევენ ყურადღებას:
სტუმრად წასვლისას აუცილებლად წაიღეთ თან ბოსტნეულის სალათა – კურდღელი ამ ჟესტს ნამდვილად დააფასებს.
იყიდეთ ახალი საფულე წლის სიმბოლოს შესაბამის ფერებში – ეს ნიშნავს, რომ ფულის პრობლემები არ იქნება.
ახალი წლის ღამეს იფრთხილეთ – ჭურჭლის გატეხა ცუდის ნიშანია.
აუცილებლად დააბრუნეთ ვალი, რათა ახალ წელს ღია ფულადი ნაკადით შეხვდეთ.
არ შეიძლება ჩხუბი, კამათი, ეცადეთ მცირე კონფლიქტიც კი ხუმრობაში გაატაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კურდღელი უკმაყოფილო დარჩება და მთელი წელი, შესაძლოა, უსიამოვნებებისგან ვერ გათავისუფლდეთ.
რისი გაკეთება არ შეიძლება ახალი წლის ღამეს
ახალი წლის ღამე ჯადოსნური დროა, რომელსაც სერიოზულად უნდა მოეკიდოთ. არის მცირე ჩამონათვალი, რისი გაკეთებაც არ შეიძლება ამ ღამეს:
არ შეიძლება ზეიმი დაულაგებელ სახლში – კურდღელს უყვარს სიმყუდროვე და შეიძლება განაწყენდეს არეული სახლის გამო.
არ შეიძლება დღესასწაულის შეხვედრა ნაძვის ხის გარეშე. თუ ნაძვის ხე არ გაქვთ, მისი ტოტი მაინც ჩადეთ ლარნაკში.
უპრიანი არ იქნება საფუძვლიანი დალაგება 31 დეკემბერს. ამაზე მანამდე იზრუნეთ. ამასთან, არ დაგავიწყდეთ უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლება.
არ შეიძლება ხელსაქმე, ღილების დაკერება.
არ შეიძლება საახალწლო სუფრის გაწყობა ცუდ ხასიათზე, ხომ გაგიგიათ გამოთქმა – როგორც შეხვდები ახალ წელს, ისე გაატარებ მთელ წელს.
რისი ჭამა არ შეიძლება კურდღლის წელს
საახალწლო სუფრაზე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კურდღლის ხორცი. წლის სიმბოლო კაპრიზულია საკვების მიმართ, ამიტომ უარი თქვით ცხარე კერძებზე და სუნელებზე. კურდღელი რომ არ გაანაწყენოთ, მენიუში არ ჩართოთ:
წითელი ფერის კერძები, გარდა ხილისა
კურდღლის ხორცი
სისხლიანი ძეხვი
ბუჟენინა
ჩაშუშული ხორცი და ბიფშტექსი
რისი ჩუქება არ შეიძლება კურდღლის წელს
წყლის შავ კურდღელს უყვარს პრაქტიკული საჩუქრები, ხოლო უსარგებლო ნივთებს სერიოზულად არ აღიქვამს.
საჩუქრების ჩამონათვალი, რომელთა ჩუქება არ ღირს:
საათი – მიიჩნევა, რომ ნაჩუქარი საათი მფლობელს დროს ჰპარავს, ამიტომ მას რაღაც მაგიურ ნივთთან ათანაბრებენ.
სარკე – სარკეც ბნელ მაგიასთან არის დაკავშირებული, ამიტომ ეს საჩუქარი განსაკუთრებით კი ცრუმორწმუნეებისთვის ნამდვილად არ გამოდგება.
მამაკაცის წინდა – ძველ თაობას სწამდა, რომ მამაკაცისთვის წინდის ჩუქება სწრაფ განშორებას იწვევს.
ფული – ფულის ჩუქება ახალ წელს ცუდ ტონად მიიჩნევა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა საჩუქრის შესაძენად ვერ მოიცალა.