https://sputnik-georgia.com/20221223/horoskopi-setavsebadoba-2023-wyvili-273347982.html
ჰოროსკოპი: შეთავსებადობა ნიშნებს შორის - რა ელოდება თქვენს წყვილს 2023 წელს
ჰოროსკოპი: შეთავსებადობა ნიშნებს შორის - რა ელოდება თქვენს წყვილს 2023 წელს
Sputnik საქართველო
ასტროლოგები პროგნოზირებენ, რა ელოდებათ წყვილებს 2023 წელს – ვის ელოდება ჰარმონია, სასიკეთო ცვლილებები და ვის – მღელვარება და სკანდალები. 23.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-23T16:25+0400
2022-12-23T16:25+0400
2022-12-23T20:00+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23972/95/239729557_0:300:5760:3540_1920x0_80_0_0_b1d0d6cc35e8ad66fba4bd2112bf017d.jpg
სიყვარული ყველასთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს სფერო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ჰყავს პარტნიორი ან დაოჯახებულია.ეს პროგნოზი ნიშნების სტიქიას ეყრდნობა: ცეცხლი – ვერძი, ლომი, მშვილდოსანი, მიწა – კურო, ქალწული, თხის რქა, ჰაერი – ტყუპი, სასწორი, მერწყული და წყალი – კირჩხიბი, მორიელი, თევზები.ეს ჰოროსკოპი სასარგებლოა მათთვისაც, ვისი ურთიერთობებიც 2023 წელს დაიწყება.სტიქია ცეცხლი + სტიქია ცეცხლიცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი ორი ადამიანი 2023 წელს საკმაოდ ჰარმონიულ კავშირს შექმნის. მათ უზარმაზარი გამოცდები ელოდებათ. საბედნიეროდ, ეს გამოცდები დაფუძნებული იქნება არა შიდა რყევებზე, არამედ გარედან მოსულ პრობლემებზე. მოგიწევთ ერთ გუნდად შეკვრა, რომ ყველა ბარიერი გადალახოთ, უნდა მოუსმინოთ და გაითვალისწინოთ ერთმანეთის რჩევები და არავითარ შემთხვევაში არ დააჩქაროთ მოვლენები.ინტიმური შეთავსებადობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის>>სტიქია ცეცხლი + სტიქია მიწაცეცხლსა და მიწას გარკვეულწილად ერთმანეთის გაწონასწორება შეუძლიათ. ამ ორი სტიქიის ადამიანებს ურთიერთობებში ლიდერის არჩევა მოუწევთ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება უპირობო არ უნდა იყოს. ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელმა თავის თავზე უნდა აიღოს ინიციატივა და მოტივატორი უნდა იყოს, მაგრამ ამავე დროს მას მეორე ნახევრის რჩევების მოსმენა მოუწევს, რადგან მიწის სტიქია 2023 წელს საკმაოდ ძლიერი იქნება. ამ სტიქიის ადამიანების სიბრძნე სიყვარულის შენარჩუნების ერთგვარი გარანტია იქნება.სტიქია ცეცხლი + სტიქია ჰაერიეს ყველაზე „ფეთქებადსაშიში“ შერწყმაა 2023 წელს. ამ სტიქიების წარმომადგენლებს ძალიან გაუჭირდებათ შეთანხმება, რადგან ცეცხლის ნიშნები აგრესიას გამოამჟღავნებენ, ხოლო ჰაერის ნიშნები თავისუფლების ძებნას დაიწყებენ. არაა გამორიცხული დაშორება, ჩხუბი, განქორწინებაც კი. ამის მიუხედავად, სიყვარულის შენარჩუნება ნამდვილად შესაძლებელია. ამისთვის, უბრალოდ, ხშირად უნდა დაივიწყოთ „მე“ და ერთმანეთის მიმართ მეტი მზრუნველობა გამოიჩინოთ.როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა>>სტიქია ცეცხლი + სტიქია წყალიეს ნიშნების კარგი შერწყმა იქნება 2023 წელს. ლომები, მშვილდოსნები და ვერძები საიმედო ხელში იქნებიან. თამამად შეგიძლიათ ურთიერთობების ახალ დონეზე გადაყვანა, დაქორწინება, ბავშვების ყოლა. ყველა, ვისაც მართვის სადავეების ხელში აღება მოუნდება, პრობლემებს წააწყდება. მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებები პარტნიორთან ერთად განხილვის შემდეგ მიიღოთ და არა დამოუკიდებლად.სტიქია მიწა + სტიქია მიწამიწის ორი ნიშანი ძალზე სტაბილური შერწყმაა ნებისმიერ წელს, მაგრამ არაპროგნოზირებად 2023 წელს ეს კავშირი კიდევ უფრო ძლიერი იქნება. ასეთი ურთიერთობები ხასიათდება უზარმაზარი ძალით, სტაბილური ენერგეტიკით. მიწის სტიქიის ორი ადამიანი ყველაფრის გაკეთებას შეძლებს, რათა პრობლემებისგან დაიცვას თავი და თავისი პარტნიორი. ეს ადამიანები ძალზე ხელსაყრელ გავლენას ახდენენ ერთმანეთზე.ზოდიაქო: ვის როგორ უმართლებს სიყვარულში>>სტიქია მიწა + სტიქია ჰაერიეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული კავშირია 2023 წელს. ამ კავშირში ცოტ-ცოტა ყველაფერი იქნება – ვნება, ნათელი მომავლისკენ სწრაფვა, სიბრძნე, მოტივაცია. ასტროლოგები ასეთ წყვილებს ურჩევენ, არ მოექცნენ მკაცრ ჩარჩოებში, დაეხმარონ ერთმანეთს თავდაჯერებულობაში, მისცენ თავისუფლება მეორე ნახევარს, მაგრამ ამავე დროს არ დაშორდნენ ერთმანეთს. ეს იდეალური წელია ქორწინების, ერთად ცხოვრების დაწყებისთვის.სტიქია მიწა + სტიქია წყალიმიწა და წყალი 2023 წელს საუკეთესო შეთავსებაა. ასეთ წყვილებს არ სჭირდებათ საქმიანობაში რამე ხმაურიანი გამარჯვებები, რომ კარგ განწყობაზე იყვნენ. ამისთვის საკმარისია ურთიერთობები მეორე ნახევართან. ამ ადამიანებისთვის საჭიროა ოჯახის გვერდით, საყვარელ ადამიანთან ყოფნა. საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც ბედნიერება, სტაბილურობა და პოზიტივი უნდა.როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები>>სტიქია ჰაერი + სტიქია ჰაერიორი „ჰაეროვანი“ და მსუბუქი ადამიანი – ეს კარგია, განსაკუთრებით, 2023 წელს. ასეთი წყვილი სულ ადვილად შეძლებს პრობლემების გადალახვას, გულში ბოღმას არ ჩაიდებს არც ერთმანეთის და არც ირგვლივ მყოფების მიმართ. ამ ნიშნების ადამიანების დაშორების ან ძლიერი კონფლიქტის ყველაზე ნაკლები შანსი აქვთ. ასტროლოგები მსგავს წყვილებს ურჩევენ, ოჯახსა და სამუშაოს შორის ოჯახს მიანიჭონ უპირატესობა.სტიქია ჰაერი + სტიქია წყალიასევე კარგად შეერწყმებიან ერთმანეთს 2023 წელს ჰაერი და წყალი. ასეთ ურთიერთობებში იქნება მინიმალური დისჰარმონია, არეულობა და ქაოსი. ამ ადამიანების ცხოვრება სიკეთითა და ურთიერთგაგებით იქნება სავსე. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ჩხუბი, გაუგებრობები, თუმცა ამ პრობლემებს ძალიან მალე გადალახავენ. არ მოხდება ისეთი არაფერი, რაც ნაიარევს დატოვებს რომელიმეს გულში.როდის და როგორ კარგავენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები>>სტიქია წყალი + სტიქია წყალიწყალი და წყალი 2023 წელს ყველაზე მყარი და პოზიტიური კავშირია, მაგრამ ასეთ ურთიერთობებში შემოქმედებითი სტაგნაციაა მოსალოდნელი. ეს ნიშნები ერთმანეთს არ უბიძგებენ განვითარებისკენ, ამიტომ მათ შთაგონების წყაროს პოვნა მოუწევთ, თან სასწრაფოდ. ასეთ ურთიერთობებში არ იქნება ბევრი ვნება, მაგრამ იქნება ზრუნვა, სითბო, სიყვარული. 2023 წელს წყლის სტიქიის ადამიანები ყველაზე ნაკლები დანაკარგებით გაივლიან.
https://sputnik-georgia.com/20190911/zodiaqos-niSnebi-zogadi-daxasiaTeba-246456222.html
https://sputnik-georgia.com/20210715/zodiaqo-SeuTavsebeli-da-amave-dros-mimzidveli-wyvilebi-252308779.html
https://sputnik-georgia.com/20200123/zodiaqos-erTnairi-niSnebis-sasiyvarulo-SeTavsebadoba-247541397.html
https://sputnik-georgia.com/20210722/zodiaqos-niSnebis-idealuri-wyvilebi-252377549.html
https://sputnik-georgia.com/20210707/niSnebis-SeTavseba-aRmosavluri-kalendriT-252228238.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23972/95/239729557_320:0:5440:3840_1920x0_80_0_0_7f2e5d9fba705dff044aa74398978403.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ჰოროსკოპი: შეთავსებადობა ნიშნებს შორის - რა ელოდება თქვენს წყვილს 2023 წელს
16:25 23.12.2022 (განახლებულია: 20:00 23.12.2022) ასტროლოგები პროგნოზირებენ, რა ელოდებათ წყვილებს 2023 წელს – ვის ელოდება ჰარმონია, სასიკეთო ცვლილებები და ვის – მღელვარება და სკანდალები.
სიყვარული ყველასთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს სფერო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ჰყავს პარტნიორი ან დაოჯახებულია.
ეს პროგნოზი ნიშნების სტიქიას ეყრდნობა: ცეცხლი – ვერძი, ლომი, მშვილდოსანი, მიწა – კურო, ქალწული, თხის რქა, ჰაერი – ტყუპი, სასწორი, მერწყული და წყალი – კირჩხიბი, მორიელი, თევზები.
ეს ჰოროსკოპი სასარგებლოა მათთვისაც, ვისი ურთიერთობებიც 2023 წელს დაიწყება.
11 სექტემბერი 2019, 01:18
სტიქია ცეცხლი + სტიქია ცეცხლი
ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი ორი ადამიანი 2023 წელს საკმაოდ ჰარმონიულ კავშირს შექმნის. მათ უზარმაზარი გამოცდები ელოდებათ. საბედნიეროდ, ეს გამოცდები დაფუძნებული იქნება არა შიდა რყევებზე, არამედ გარედან მოსულ პრობლემებზე. მოგიწევთ ერთ გუნდად შეკვრა, რომ ყველა ბარიერი გადალახოთ, უნდა მოუსმინოთ და გაითვალისწინოთ ერთმანეთის რჩევები და არავითარ შემთხვევაში არ დააჩქაროთ მოვლენები.
სტიქია ცეცხლი + სტიქია მიწა
ცეცხლსა და მიწას გარკვეულწილად ერთმანეთის გაწონასწორება შეუძლიათ. ამ ორი სტიქიის ადამიანებს ურთიერთობებში ლიდერის არჩევა მოუწევთ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება უპირობო არ უნდა იყოს. ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელმა თავის თავზე უნდა აიღოს ინიციატივა და მოტივატორი უნდა იყოს, მაგრამ ამავე დროს მას მეორე ნახევრის რჩევების მოსმენა მოუწევს, რადგან მიწის სტიქია 2023 წელს საკმაოდ ძლიერი იქნება. ამ სტიქიის ადამიანების სიბრძნე სიყვარულის შენარჩუნების ერთგვარი გარანტია იქნება.
სტიქია ცეცხლი + სტიქია ჰაერი
ეს ყველაზე „ფეთქებადსაშიში“ შერწყმაა 2023 წელს. ამ სტიქიების წარმომადგენლებს ძალიან გაუჭირდებათ შეთანხმება, რადგან ცეცხლის ნიშნები აგრესიას გამოამჟღავნებენ, ხოლო ჰაერის ნიშნები თავისუფლების ძებნას დაიწყებენ. არაა გამორიცხული დაშორება, ჩხუბი, განქორწინებაც კი. ამის მიუხედავად, სიყვარულის შენარჩუნება ნამდვილად შესაძლებელია. ამისთვის, უბრალოდ, ხშირად უნდა დაივიწყოთ „მე“ და ერთმანეთის მიმართ მეტი მზრუნველობა გამოიჩინოთ.
სტიქია ცეცხლი + სტიქია წყალი
ეს ნიშნების კარგი შერწყმა იქნება 2023 წელს. ლომები, მშვილდოსნები და ვერძები საიმედო ხელში იქნებიან. თამამად შეგიძლიათ ურთიერთობების ახალ დონეზე გადაყვანა, დაქორწინება, ბავშვების ყოლა. ყველა, ვისაც მართვის სადავეების ხელში აღება მოუნდება, პრობლემებს წააწყდება. მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებები პარტნიორთან ერთად განხილვის შემდეგ მიიღოთ და არა დამოუკიდებლად.
სტიქია მიწა + სტიქია მიწა
მიწის ორი ნიშანი ძალზე სტაბილური შერწყმაა ნებისმიერ წელს, მაგრამ არაპროგნოზირებად 2023 წელს ეს კავშირი კიდევ უფრო ძლიერი იქნება. ასეთი ურთიერთობები ხასიათდება უზარმაზარი ძალით, სტაბილური ენერგეტიკით. მიწის სტიქიის ორი ადამიანი ყველაფრის გაკეთებას შეძლებს, რათა პრობლემებისგან დაიცვას თავი და თავისი პარტნიორი. ეს ადამიანები ძალზე ხელსაყრელ გავლენას ახდენენ ერთმანეთზე.
სტიქია მიწა + სტიქია ჰაერი
ეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული კავშირია 2023 წელს. ამ კავშირში ცოტ-ცოტა ყველაფერი იქნება – ვნება, ნათელი მომავლისკენ სწრაფვა, სიბრძნე, მოტივაცია. ასტროლოგები ასეთ წყვილებს ურჩევენ, არ მოექცნენ მკაცრ ჩარჩოებში, დაეხმარონ ერთმანეთს თავდაჯერებულობაში, მისცენ თავისუფლება მეორე ნახევარს, მაგრამ ამავე დროს არ დაშორდნენ ერთმანეთს. ეს იდეალური წელია ქორწინების, ერთად ცხოვრების დაწყებისთვის.
სტიქია მიწა + სტიქია წყალი
მიწა და წყალი 2023 წელს საუკეთესო შეთავსებაა. ასეთ წყვილებს არ სჭირდებათ საქმიანობაში რამე ხმაურიანი გამარჯვებები, რომ კარგ განწყობაზე იყვნენ. ამისთვის საკმარისია ურთიერთობები მეორე ნახევართან. ამ ადამიანებისთვის საჭიროა ოჯახის გვერდით, საყვარელ ადამიანთან ყოფნა. საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც ბედნიერება, სტაბილურობა და პოზიტივი უნდა.
სტიქია ჰაერი + სტიქია ჰაერი
ორი „ჰაეროვანი“ და მსუბუქი ადამიანი – ეს კარგია, განსაკუთრებით, 2023 წელს. ასეთი წყვილი სულ ადვილად შეძლებს პრობლემების გადალახვას, გულში ბოღმას არ ჩაიდებს არც ერთმანეთის და არც ირგვლივ მყოფების მიმართ. ამ ნიშნების ადამიანების დაშორების ან ძლიერი კონფლიქტის ყველაზე ნაკლები შანსი აქვთ. ასტროლოგები მსგავს წყვილებს ურჩევენ, ოჯახსა და სამუშაოს შორის ოჯახს მიანიჭონ უპირატესობა.
სტიქია ჰაერი + სტიქია წყალი
ასევე კარგად შეერწყმებიან ერთმანეთს 2023 წელს ჰაერი და წყალი. ასეთ ურთიერთობებში იქნება მინიმალური დისჰარმონია, არეულობა და ქაოსი. ამ ადამიანების ცხოვრება სიკეთითა და ურთიერთგაგებით იქნება სავსე. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ჩხუბი, გაუგებრობები, თუმცა ამ პრობლემებს ძალიან მალე გადალახავენ. არ მოხდება ისეთი არაფერი, რაც ნაიარევს დატოვებს რომელიმეს გულში.
სტიქია წყალი + სტიქია წყალი
წყალი და წყალი 2023 წელს ყველაზე მყარი და პოზიტიური კავშირია, მაგრამ ასეთ ურთიერთობებში შემოქმედებითი სტაგნაციაა მოსალოდნელი. ეს ნიშნები ერთმანეთს არ უბიძგებენ განვითარებისკენ, ამიტომ მათ შთაგონების წყაროს პოვნა მოუწევთ, თან სასწრაფოდ. ასეთ ურთიერთობებში არ იქნება ბევრი ვნება, მაგრამ იქნება ზრუნვა, სითბო, სიყვარული. 2023 წელს წყლის სტიქიის ადამიანები ყველაზე ნაკლები დანაკარგებით გაივლიან.