რას გვიმზადებს კურდღელი: 2023 წელი ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით

© Pixabay / Silvoშავი კურდღელი
შავი კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2022
გამოწერა
კურდღლის წელი დაიწყება 2023 წლის 22 იანვარს და დასრულდება 2024 წლის 9 თებერვალს.
2023 წელი ჩინური კალენდრით წყლის შავი (ლურჯი) კურდღლის ნიშნით ჩაივლის. ასეთი წელი 40 წელიწადში ერთხელ დგება.
კურდღლის წლის გაბატონებული სტიქიაა წყალი, კურდღლის სტიქია (წლის მფარველი) – ხე, ენერგიის ტიპი – ინი (ქალური), ფერი – შავი, ლურჯი, ცისფერი.
ძველი ჩინელების თქმით, წყლის შავი კურდღელი მეგობრული, დიპლომატი, მკურნალი და ემპათიურია. მას სიცოცხლის შენარჩუნებისა და გახანგრძლივების, ცოცხალი არსებების ფიზიკური და სულიერი ტკივილებისგან გათავისუფლების, ნებისმიერი კონფლიქტისა და ჩხუბის მოგვარების სურვილი ამოძრავებს.
შავი კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2022
2023 წლის ჰოროსკოპი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
იმის გასაგებად, თუ რომელი ცხოველის წელს დაიბადეთ, გაეცანით ჩვენს ცხრილს.
ცხრილიდან შეიტყობთ, რომელი ცხოველია თქვენი მფარველი. რადგან აღმოსავლური ახალი წელი ჩვეულებრივ ახალ წელს არ ემთხვევა, ამიტომ ადამიანებს, რომლებიც წლის დასაწყისში არიან დაბადებული, ხშირად უჭირთ გარკვევა, კონკრეტულად რომელი ცხოველის წელიწადში არიან დაბადებული.
ცხრილში წარმოდგენილი ფერები აჩვენებს სტიქიას, რომელიც თქვენი დაბადების წელს უკავშირდება: წითელი – ცეცხლია, ცისფერი – წყალი, ყვითელი – დედამიწა, მწვანე – ხე, ხოლო თეთრი – ლითონი.
© photo: Sputnikტიბეტური ჰოროსკოპი
ტიბეტური ჰოროსკოპი - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2022
ტიბეტური ჰოროსკოპი
რომელი ნიშნებისთვის იქნება უფრო ხელსაყრელი 2023 წელი ჩინური კალენდრის მიხედვით – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს.
ვირთხა
კურდღლის წელი ვირთხის წელს დაბადებულებისთვის ძალიან კარგი და ბედნიერი იქნება. იქნება პროფესიული ზრდისა და ცხოვრების გაუმჯობესების შესაძლებლობები. წარმატებების მისაღწევად რამე ახალი უნდა ისწავლოთ. ყველანაირი შანსი გექნებათ, რომ თავი წარმოაჩინოთ და თქვენი უნარები გამოავლინოთ.
ხელსაყრელი თვეა მატერიალური თვალსაზრისითაც – თქვენი გულმოდგინება და შრომისმოყვარეობა დაფასდება. პირად ცხოვრებას რაც შეეხება, გექნებათ ყველანაირი შანსი, რომ არსებული ურთიერთობები ჰარმონიული გახდეს, ხოლო მარტოხელებს ახალი სიყვარული ელოდება.
ხარი
კურდღლის წელი ხარის წელიწადში დაბადებულებს, პირველ რიგში, ცვლილებებს მოუტანს სამუშაოსა და კარიერაში. შესაძლოა, მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ, რომელზეც თქვენი შემდგომი ბედი იქნება დამოკიდებული.
პროფესიული საქმიანობის მხრივ უფრო ხელსაყრელია წლის მეორე ნახევარი. გულმოდგინების წყალობით შეძლებთ მიზნებისა და წარმატებების მიღწევას, გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა; შეგემატებათ თავდაჯერებულობა. ხელსაყრელი წელია ახალი რომანტიკული ნაცნობობისა და ურთიერთობების დასაწყებად.
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2022
სასიყვარულო ვნებათაღელვანი: ზოდიაქოს ნიშნები და მათი ურთიერთობები 2023 წელს
ვეფხვი
ვეფხვის წელს დაბადებულებს კურდღლის წელიწადს იღბალი არ მიატოვებს. ეს წელი, შესაძლოა, მომდევნო ნახტომის ტრამპლინი გახდეს. თუმცა, სირთულეები მუშაობასა და კარიერაში გამორიცხული არაა. სანამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ, ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეთ.
ძალზე მნიშვნელოვანი იქნება სტრატეგიული დაგეგმვა და ახალი პროექტების გულმოდგინედ მომზადება. მიზნების მისაღწევად დიდი ჯაფა მოგიწევთ. წლის ბოლოს თქვენი ძალისხმევა დაფასდება და წარმატებებს მიაღწევთ.
კურდღელი
კურდღლის წელს დაბადებულებისთვის ეს წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ესაა საბედისწერო გადაწყვეტილებების მიღების, ცხოვრების მრავალ სფეროში განახლების პერიოდი. კარგი დროა იმის განსაზღვრისთვის, თუ რა უშლის ხელს თქვენს განვითარებასა და წინსვლას. ხელსაყრელი წელია ახალი საქმეების, პროექტების დასაწყებად, დიდი ხნის დაწყობილი გეგმების რეალიზაციისთვის.
რაც შეეხება ფინანსებს, ახლა მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ ის, რაც გაქვთ. არაა გამორიცხული დაუგეგმავი ხარჯები. პირად ურთიერთობებში განახლება გელოდებათ. მარტოხელებს კი სიყვარულის შეხვედრის დიდი შანსი აქვთ.
დრაკონი
დრაკონის წელს დაბადებულებისთვის ამ წელს განსხვავებული, სხვადასხვანაირი გავლენა ექნება. გელოდებათ სირთულეები, თუმცა ბოლოს მაინც შეძლებთ დაბრკოლებების გადალახვას, მიზნების მიღწევის გზაზე გამოიჩენთ სიბრძნესა და მოთმინებას. საქმიანობაში პრობლემების გადაჭრაში მეგობრები და თანამშრომლები დაგეხმარებიან – დახმარების გარეშე ამ წელს ფონს ვერ გახვალთ.
შემოსავლები სტაბილური გელოდებათ, შესაძლებელია თანხის მატება, თუმცა ხარჯებიც გაიზრდება. პირად ცხოვრებაში ცვლილებები გელოდებათ და ეს ცვლილებები ყოველთვის დადებითი არ იქნება.
კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2022
2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: სამუშაო, ფული, სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა
გველი
გველის წელს დაბადებულებისთვის ეს წელი, მთლიანობაში, პოზიტიური იქნება ცხოვრების ყველა სფეროში. თუმცა, არაა გამორიცხული გარკვეული გამოცდები, რომლებსაც თქვენი სიბრძნითა და მოთმინებით გადალახავთ. საჭიროა მეტი დაფიქრება, ლოდინი იღბლიანი მომენტისა, რომ აქტიური მოქმედებები დაიწყოთ.
კარიერაში ყველაფერი კარგად შეიძლება არ აეწყოს, მაგრამ შეძლებთ კარგი შედეგების მიღებას; ცივი გონების შენარჩუნებითა და შრომისუნარიანობის წყალობით თქვენს საქმიანობაში აღიარება გელოდებათ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, არ ივარგებს იმპულსურობა და მოუთმენლობა, იყავით მომთმენი საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებში.
ცხენი
ცხენის წელს დაბადებულებისთვის კურდღლის წელი მშვიდი არ იქნება. ამავე დროს, წლის ხელსაყრელი გავლენები შეარბილებს ნეგატიურ გავლენებს და რთული ამოცანების გადაჭრაში დაგეხმარებათ. მიუხედავად სირთულეებისა სამუშაოზე, შეძლებთ დამსახურებული აღიარების მიღწევას, გამოიჩენთ გულმოდგინებასა და შრომისმოყვარეობას.
2023 წელს არაა გამორიცხული ურთიერთობების გართულება კოლეგებთან, მათი მხრიდან შურის გამოვლენა. ასევე სიფრთხილე გმართებთ ფულთან დაკავშირებით, გაუფრთხილდით თქვენს ანგარიშებსა და საფულეს, დაიცავით ის თაღლითებისგან.
თხა (ცხვარი)
მთლიანობაში თხის წელს დაბადებულებისთვის 2023 წელი საკმაოდ ხელსაყრელი იქნება. კურდღელი თქვენთვის მოიტანს შედარებით სტაბილურობას ცხოვრების ყველა სფეროში. კარიერა პოზიტიურად აეწყობა, მხარს დაგიჭერენ ხელმძღვანელობა, გავლენიანი ადამიანები.
ამ წელს მრავალი საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ. შეგიძლიათ ახალი პროექტის ან ახალი ბიზნესის დაწყება. მარტოხელებმა ყურადღება უნდა გამოიჩინონ პოტენციური პარტნიორების მიმართ, რადგან მათ შორის სიყვარულის პოვნის ძალიან დიდი შანსია.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2018
ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით
მაიმუნი
მაიმუნის წელიწადში დაბადებულებისთვის კურდღლის წელი, შესაძლოა, ძალიან დაძაბული აღმოჩნდეს; თუმცა, იქნება პოზიტიური გავლენებიც, რომლებიც ბედის გამოწვევებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. სამუშაოზე მრავალი ამოცანის გადაჭრა მოგიწევთ. ეცადეთ, კოლეგებთან ურთიერთობებში ზედმეტად ემოციური არ იყოთ, რათა თავიდან აიცილოთ ჩხუბი და კონფლიქტები.
აუცილებლად დაფიქრდით წარსულში დაშვებულ შეცდომებზე, გაიაზრეთ ისინი, რათა მომავალში აღარ დაუშვათ მსგავსი შეცდომები. მაშინ შეძლებთ წინ წაწევას და საუკეთესო შედეგების მიღებას. ფინანსური თვალსაზრისით ეს წელი, საუკეთესო შემთხვევაში, სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. და მაინც, აჯობებს, თუ ხელმომჭირნედ დახარჯავთ ფულს.
მამალი
მამლის წელიწადში დაბადებულებისთვის 2023 წელი შეიძლება კონსტრასტული იყოს, ანუ, თუკი ერთ სფეროში რამე შეგემატებათ, მაორე სფეროში დანაკარგი არაა გამორიცხული. სამუშაოსა და კარიერაში სირთულეები და დაბრკოლებებია მოსალოდნელი. არც სამსახურის დაკარგვა ან ხელფასის შემცირებაა გამორიცხული.
თუმცა სიყვარულსა და ურთიერთობებში იღბლიანი პერიოდი გელოდებათ. მეგობრები და თანამოაზრეები საქმიანი საკითხების გადაწყვეტაში დაგეხმარებიან.
ძაღლი
ძაღლის წელიწადში დაბადებულებისთვის არაერთგვაროვანი პერიოდი დადგება. საკმაოდ ბევრი პოზიტიური ტენდენცია გამოვლინდება, მაგრამ მოდუნება არ ივარგებს. სამუშაოზე საკმაოდ პროდუქტიული და აქტიური იქნებით და შესაბამისად, დამსახურებულად დაჯილდოვდებით.
კოლეგებთან მეგობრული და მშვიდი ურთიერთობები შეინარჩუნეთ და შეძლებთ კონფლიქტებისა და დაძაბულობის თავიდან აცილებას. რაც შეეხება ფინანსებს, ფრთხილად იყავით და არ ჩაებათ ავანტიურაში. პირად ცხოვრებაში პოზიტიური მოვლენები უხვად იქნება. მარტოხელებს მნიშვნელოვანი ნაცნობობა და კაშკაშა რომანი ელოდებათ.
თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2018
ურთიერთობები და შეთავსებადობა აღმოსავლური სასიყვარულო ჰოროსკოპის მიხედვით
ღორი
ღორის წელიწადში დაბადებულებს იღბლიანი და ხელსაყრელი წელი ელოდება და ეს ცხოვრების ყველა სფეროს ეხება. მნიშვნელოვანია, რომ ხელიდან არ გაუშვათ გზაზე გაჩენილი შესაძლებლობები. კარიერასა და სამუშაოზე ყველაფერი დადებითად განვითარდება. მოსალოდნელია შემოსავლების გაზრდა.
სიყვარულშიც, სხვა ნიშნებთან შედარებით, ყველაზე მეტად გაგიმართლებთ. მარტოხელებს სიყვარულის პოვნის დიდი შანსი ექნებათ. ერთადერთი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, ეს ჯანმრთელობაა – დაიწყეთ ამაზე ზრუნვა დღეიდანვე.
ყველა ახალი ამბავი
0