2023 წლის ჰოროსკოპი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

© Pixabay / macdeedleშავი კურდღელი
შავი კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2022
გამოწერა
რას მოგვიტანს კურდღლის წელი? შეძლებს თუ არა ის, რომ იყოს დიპლომატიური და მშვიდობისმყოფელი, როდესაც „სისხლისმსმელ“ ვეფხვს ჩაანაცვლებს?
2023 წელი ჩინური კალენდრით წყლის შავი (ლურჯი) კურდღლის ნიშნით ჩაივლის. ასეთი წელი 40 წელიწადში ერთხელ დგება. კურდღლის წელი დაიწყება 2023 წლის 22 იანვარს და დასრულდება 2024 წლის 9 თებერვალს.
ძველი ჩინელები ამბობდნენ, რომ კურდღელი ნაყოფიერებისა და ხანგრძლივი სიცოცხლის, ერთდროულად ორ - ფიზიკურ და სულიერ სამყაროში ტრანსფორმაციისა და გარდასახვის სიმბოლოა. ტრანსფორმაცია ცვლილებებს უდრის. მაგრამ როგორი ცვლილებები გველოდება ახალ წელს?
კარგი სიახლეა ის, რომ 2023 წელი, ნებისმიერ შემთხვევაში, უფრო მშვიდობისმოყვარე იქნება, ვიდრე წინა წელი. მტაცებელი ვეფხვისგან განსხვავებით, კურდღელი მეგობრული არსებაა, რომელსაც ემპათია და თანაგრძნობა ახასიათებს.
იქ, სადაც ვეფხვი ემოციებს აფრქვევდა და ჯიქურ იკვალავდა გზას, კურდღელი ლოგიკისა და დიპლომატიის ენაზე უფრო ეფექტურად ილაპარაკებს.
წყლის კურდღლის წლის მთავარი ტენდენციები
ჩინური ჰოროსკოპით, წყლის კურდღლის მახასიათებლებია:
გაბატონებული სტიქია - წყალი
კურდღლის სტიქია (წლის მფარველი) - ხე
ენერგიის ტიპი - ინი (ქალური)
ფერი - შავი, ლურჯი, ცისფერი.
ძველი ჩინელების თქმით, წყლის შავი კურდღელი მეგობრული, დიპლომატი, მკურნალი და ემპათიურია. მას სიცოცხლის შენარჩუნებისა და გახანგრძლივების, ცოცხალი არსებების ფიზიკური და სულიერი ტკივილებისგან გათავისუფლების, ნებისმიერი კონფლიქტისა და ჩხუბის მოგვარების სურვილი ამოძრავებს.
ვეფხვი ბიძგს აძლევდა კონკურენციას, ბრძოლას მიწიერი კეთილდღეობისთვის, კურდღელი კი წაახალისებს გულისხმიერებას, თანაგრძნობას, გულმოწყალებას. თუ ადამიანები სხვებს დაეხმარებიან, კურდღელი მათ უამრავ პოზიტიურ ენერგიას, ახალ რესურსებსა და პრაქტიკულად შეუზღუდავ შესაძლებლობებს აჩუქებს.
2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: სამუშაო, ფული, სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა>>
გასაკვირი არაა, რომ სწორედ „დამზავებელი“ კურდღლის წელს საოცრად გაიზრდება ისეთი პროფესიებისა და საქმიანობის მნიშვნელობა, რომლებიც დაკავშირებულია შერიგებასთან, სუსტების დაცვასთან. ის მფარველი გახდება ნებისმიერი საქმიანობისა, რაც დაკავშირებულია მკურნალობასთან, ფსიქოლოგიასთან, დედობასთან, ბავშვების აღზრდასთან, ბუნებასთან, სოფლის მეურნეობასთან, კვების პროდუქტების დამზადებასთან, სახლის მოწყობასთან. ასევე კავშირების დამყარებასთან და კონფლიქტების მოგვარებასთან მსუბუქი, დიპლომატიური გზით.
კურდღლის მეორე მხარეა სისასტიკე და დაუნდობლობა ყველას მიმართ, ვისაც ნგრევა მოაქვს. ძალიან რთულად წავა იმ ადამიანების საქმე, რომლებიც აბინძურებენ გარემოს, დესტრუქციულად მოქმედებენ სხვებზე, აყენებენ ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ ზიანს ნებისმიერ ცოცხალ არსებას. ისინი დისონანსში შევლენ წლის მშვიდობისმოყვარე ენერგიასთან და მათი ნეგატიური მოქმედებები თვითონ მათ ბუმერანგივით დაუბრუნდებათ.
როგორ ვიმოქმედოთ წარმატების მისაღწევად
შავი კურდღლის წელი მგრძნობიარე მთვარის, უზადო ვენერასა და მისტიკური ნეპტუნის ძალაუფლების ქვეშ იმყოფება. 2023 წელს ამ სამი პლანეტის კავშირი განასახიერებს ჩვენი არსებობის სამი სფეროს გაერთიანებასა და ბალანსს - ბიოლოგიურის, სოციალურისა და სულიერის.
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2022
სასიყვარულო ვნებათაღელვანი: ზოდიაქოს ნიშნები და მათი ურთიერთობები 2023 წელს
ამა თუ იმ სფეროში გადახრა არასტაბილურობისა და დისჰარმონიის, რეალობიდან მოწყვეტის ან, პირიქით, მატერიალური საზრუნავით ზედმეტად დატვირთვის პროვოცირებას მოაწყობს. თუ გინდათ 2023 წელს წარმატებებს მიაღწიოთ, ეცადეთ წონასწორობა შეინარჩუნოთ.
ასტროლოგები შვიდ მნიშვნელოვან რჩევას გვაძლევენ:
რჩევა - ყურადღებით იყავით
კურდღელი ძალზე მგრძნობიარეა ირგვლივ განვითარებული მოვლენების მიმართ. ეცადეთ აქტიურად არ ჩაებათ სხვის საქმეებში, განვითარებულ მოვლენებში, უბრალოდ დააკვირდით გვერდიდან. შავი კურდღელი ხშირად გზავნის მნიშვნელოვან ინფორმაციას სხვადასხვა მინიშნებების მეშვეობით, ინტუიციის დონეზე, ამიტომ ყურადღებით იყავით.
დაუშვით ფაქტი, რომ 2023 წელს თქვენს ცხოვრებაში შეიძლება რაღაც მართლა საოცარი რამ მოხდეს. სხვა შემთხვევაში არის რისკი, რომ მნიშვნელოვანმა გვერდით ჩაგიაროთ.
დევიზი - „აქ და ახლა“
წყლის სტიქია ყოველთვის არაპროგნოზირებადია. ის ყველასგან განსაკუთრებულ შინაგან დისციპლინასა და წესრიგს მოითხოვს. სწორედ ამიტომ კურდღლის წელიწადში გამოგადგებათ ნებისმიერი „ორგანაიზერი“ - პროგრამები, უბის წიგნაკები, საათი, კავშირის საშუალებები.
ასევე არაერთხელ მოგიწევთ მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებისა და დამთავრების მოსწრება, შესაძლოა, გქონდეთ შემჭიდროებული ვადების პრობლემა. წყლის შავი კურდღლის რჩევაა – არ გადადოთ ხვალისთვის ის, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2018
ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით
გაითვალისწინეთ, რომ კარგად მოფიქრებული სტრატეგიები და მოკლევადიანი ამოცანები 2023 წელს უფრო წარმატებით შესრულდება, ვიდრე ბუნდოვანი და შორს მიმავალი გეგმები. გრანდიოზული ოცნებები და მიზნები ღრუბლებში მოცურავე დრაკონის წლისთვის გადადეთ.
წლის მეტაფორა - „კურდღლის სორო“
კურდღლის სორო ხანგრძლივი და რთული გზის მეტაფორაა, რომელმაც ჭეშმარიტებამდე უნდა მიგიყვანოთ. თუმცა ამ გზაზე ბევრი დაბრკოლება, ცდუნებაა, განსაკუთრებით, გამოუცდელი და უნებისყოფო ადამიანებისთვის. აქედან გამომდინარე, 2023 წელს უარი თქვით რისკებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, ექსპერიმენტებზე. მტკიცედ იმოქმედეთ იმ სფეროებში, რომლებიც თქვენთვის ნაცნობი და გასაგებია, მაგრამ ძალიან ფრთხილად იყავით იქ, სადაც ნაკლები გამოცდილება გაქვთ.
საფრთხე - ცდუნებები
წყლის კურდღელი ძალზე ცნობისმოყვარეა, მაგრამ არ აკლია სიფრთხილე. ის არ დაეხმარება მას, ვინც თვითნებურად შეიხედავს „კურდღლის სოროში“, გადახტება გართობისა და ვნებების ახალ ჭაობში. გაითვალისწინეთ: საფრთხის შემცველი ინტერესები და მავნე ჩვევები შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ეს რომ თავიდან აიცილოთ, ზომიერების გრძნობა არ უნდა დაკარგოთ. წამიერი ვნებაც კი შეიძლება მყარ დამოკიდებულებაში გადაიზარდოს. ეს ეხება ადამიანებსაც და დესტრუქციულ საქციელსაც.
2023 წელი საუკეთესო დროა იმისთვის, რომ ჩაატაროთ კაპიტალური „რევიზია“ ირგვლივ მყოფებში და დაშორდეთ მას, ვისაც ნგრევა მოაქვს, თქვენზე ან ადამიანებზე ზოგადად დამღუპველად მოქმედებს.
კმაყოფილება - „სილამაზე გადაარჩენს მსოფლიოს“
ვენერას ასპექტები 2023 წელს გაამწვავებს მიზიდულობას სილამაზის, ფუფუნებისა და კმაყოფილების მიღებისკენ ყველაზე ხელმომჭირნე ადამიანებშიც კი. საუკეთესო წელია დროის სასიამოვნო გატარების, გარდერობის განახლებისა და კოსმეტიკური პროცედურებისთვის.
შავი კურდღელი საშუალებას მოგცემთ, ნებისმიერი ნაკლი გამოასწოროთ თქვენშიც და ირგვლივ სივრცეშიც – მავნე ჩვევიდან დაწყებული ბინის დიზაინამდე და ყოფილ მტრებთან შერიგებამდე დამთავრებული.
თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2018
ურთიერთობები და შეთავსებადობა აღმოსავლური სასიყვარულო ჰოროსკოპის მიხედვით
ადამიანებთან ურთიერთობებში წლის მასპინძლის დევიზი მარტივია – არ არსებობს ვითარება, სადაც შეუძლებელია შეთანხმება. ასე რომ, კონტაქტების დამყარება და შეწყვეტილი კავშირების აღდგენა თითოეულის ამოცანა იქნება 2023 წელს.
საჩუქარი - „ქალური ქარიზმა“
ქალებს კურდღლის წელს სასიამოვნო უპირატესობა ექნებათ ურთიერთობებისა და ცდუნებების ხელოვნების კუთხით. კურდღელი მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს დაეხმარება გავლენის მოპოვებაში; ქალები საწინააღმდეგო სქესზე საოცარ შთაბეჭდილებას მოახდენენ. თუმცა, არის რისკი, რომ მომაბეზრებელ თაყვანისმცემლებსაც „გაუსინჯოთ გემო“.
გახსოვდეთ – რაც უფრო დამოუკიდებელი იქნებით, მით უფრო ხშირად მოგმართავენ ირგვლივ მყოფები რჩევებისთვის, ამით კი, შესაძლოა, მნიშვნელოვან საქმეებს მოგწყვიტონ. არაა გამორიცხული, რომ პრიორიტეტების განაწილება მოგიწიოთ უცხოებსა და ახლობლებს, სოციალურ და ოჯახურ ცხოვრებას შორის.
განსაკუთრებულობა - „ჩემი სახლი - ჩემი ციხე-სიმაგრეა“
კურდღელი აღმერთებს ახლობლურ და ნათესაურ ურთიერთობებს, ოჯახური კერის სითბოსა და საიმედო ზურგს საყვარელი ადამიანებისა და ახლობლების სახით. 2023 წელი ძალზე ხელსაყრელი დროა ლამაზი სიყვარულის ან მეორე ნახევრის მოძებნისთვის.
მაგრამ არის ერთი „მაგრამ“ – თუ თქვენ სერიოზულად ხართ განწყობილი, არ იჩქაროთ ცხოვრების დაკავშირება იმასთან, ვისაც ოჯახის შექმნა არ სურს. ასეთი კავშირი კურდღლის წელს შეიძლება ბროლის კოშკივით დაინგრეს.
ყველა ახალი ამბავი
0