სასიყვარულო ვნებათაღელვანი: ზოდიაქოს ნიშნები და მათი ურთიერთობები 2023 წელს

CC BY 2.0 / Sakura sorral / Love starsსიყვარული
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2022
გამოწერა
სასიყვარულო ჰოროსკოპით შეიტყობთ, რა გელოდებათ ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენელს სასიყვარულო ასპარეზზე 2023 წელს.
2023 წელი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის საინტერესო მოულოდნელობებით იქნება სავსე. ზოგიერთი მოვლენა სწრაფად და თითქმის შეუმჩნევლად ჩაივლის, ზოგიერთი კი თავის კვალს დატოვებს მთელ ცხოვრებაზე.
მთლიანობაში, 2023 წლის სასიყვარულო ენერგია უფრო ჰარმონიული იქნება, ვიდრე 2022 წელს. მნიშვნელოვანია ის, რომ წყლის კურდღლის (კატის) წელი ქალურ სტიქიას წარმოადგენს, ამიტომ 2023 წელს გრძნობები, რომანტიკა და სიყვარული ყველა ცვლილების მამოძრავებელი ძალა გახდება.
ზამთარი უმეტესობისთვის ათვლის წერტილი გახდება და შესანიშნავი პერიოდი იქნება სიყვარულის საკითხებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. გაზაფხულზე ბევრი წყვილი გადაწყვეტს ურთიერთობების დაკანონებას ან სხვა დონეზე გადასვლას.
კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2022
2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: სამუშაო, ფული, სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა
ზაფხულსა და შემოდგომაზე ზოგიერთი დაფიქრდება თავის ურთიერთობებზე, შესაძლოა, შეხვდეს ძველ სიყვარულს, ან ხანმოკლე, მაგრამ მგზნებარე რომანი გააბას. ნებისმიერ შემთხვევაში, ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის თავისი ისტორია შეიქმნება.
ყველაზე ხელსაყრელი და არახელსაყრელი პერიოდები ურთიერთობებისთვის
პირადი ცხოვრება ბევრისთვის იქნება ძალზე აქტუალური 2023 წელს. ეს უკავშირდება სიყვარულის პლანეტას – 23 ივლისიდან 3 სექტემბრის ჩათვლით ვენერა რეტროგრადულად იმოძრავებს ლომის ნიშანში.
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ>>
ეს ნიშნავს, რომ პირად ურთიერთობებში გარდამტეხი აღმოჩნდება ივნისი–სექტემბრის პერიოდი, რაც მოვლენებს გაყოფს ორ პერიოდად – „მდე“ და „შემდეგ“. მთავარი საკითხები გახდება გრძნობები ერთმანეთის მიმართ, ბავშვების დაბადება. ესაა რთული გადაწყვეტილებების მიღების პერიოდი, მათ შორის, განქორწინებაზე, განშორებაზე. იქნება მხილებები ღალატში, თავბრუდამხვევი რომანები და უკიდურესად არასტაბილური გრძნობები.
რეტრო–ვენერას პერიოდი, ერთი მხრივ, ხელსაყრელია ურთიერთობების აღდგენისთვის, ხელმეორედ დაქორწინებისთვის, პარტნიორთან სიღრმისეული საუბრებისთვის. მეორე მხრივ კი, ადამიანებს დაეუფლებათ საწინააღმდეგო გრძნობები, ეჭვები, დაუსაბუთებელი ეჭვიანობა. გასათვალისწინებელია, რომ ხელახლა დაწყებული ურთიერთობები, როგორც წესი, ხანგრძლივი არ არის.
ადამიანის სილუეტი - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2021
ვერძი – ცეცხლოვანი, მამაცი, ამბიციური, ენერგიული და ავტორიტარი – ზოგადი დახასიათება
ვერძი
წლის პირველი ნახევარი კაშკაშა და ბედნიერი მომენტებით იქნება სავსე. ბევრი თქვენგანი ამ პერიოდში ოფიციალურად გააფორმებს თავის ურთიერთობებს ან შეხვდება იდეალურ პარტნიორს, რომელთანაც მომავალში ოჯახს შექმნის.
ზაფხულის შუა პერიოდიდან წლის ბოლომდე სოციალური აქტიურობის პერიოდი დაიწყება და პირადი ცხოვრებისთვის დრო არ გეყოფათ. ამიტომ გამოიყენეთ წლის პირველი ნახევარი, რათა მოაწესრიგოთ სასიყვარულო სფერო და ფსიქოლოგიური კომფორტი მოიპოვოთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2018
კურო – მგზნებარე, პრაქტიკული, სტაბილური – ზოგადი დახასიათება
კურო
წლის დასაწყისი არცთუ ხელსაყრელი დროა რომანტიკისა და სიყვარულისთვის, რადგანაც მუდმივად გაჩნდება დაბრკოლებები, რაც საწინააღმდეგო სქესისადმი გზის გაკვალვაში ხელს შეგიშლით. მაგრამ სანერვიულო არაფერია – წლის მეორე ნახევარი საკმაოდ დინამიკური გელოდებათ და ბევრ ბედნიერ მომენტს გაჩუქებთ.
ეს ბედნიერი პერიოდი 16 მაისის შემდეგ დადგება. პირად ცხოვრებაში პრობლემების უმეტესობა წარსულს ჩაბარდება. ხელსაყრელი დროა დაქორწინებისთვის, ერთად ცხოვრების დასაწყებად, საოჯახო ცხოვრებისა და ბავშვების გაჩენის დასაგეგმად.
ზოდიაქოს ნიშანი ტყუპი - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2022
ტყუპი – ინტელექტუალი, ორბუნებოვანი, ცვალებადი, გამჭრიახი – ზოგადი დახასიათება
ტყუპი
საუკეთესო პერიოდი თქვენთვის 2023 წლის ზაფხულამდეა – რომანტიკა, ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ მიმართული ნაბიჯები, სამომავლო ერთობლივი გეგმების დაწყობა. სერიოზული საუბრები პარტნიორთან არ გადადოთ წლის მეორე ნახევრისთვის. დასაწყისშივე გამოარკვიეთ ყველაფერი, რაც გაღელვებთ და ასეთ შემთხვევაში პირადი ცხოვრება სრულიად დამაკმაყოფილებელი იქნება.
ზაფხულში რაღაც მნიშვნელოვანი მოვლენები გელოდებათ, რაც სასიყვარულო სფეროსა და პარტნიორთან ურთიერთობებზე ძლიერ გავლენას მოახდენს. არსებულ ქორწინებაში შესაძლებელია გარკვეული „გამოცდის“ პერიოდები, ამიტომ დასაწყისშივე მიხედეთ პირად ურთიერთობებს, რომ ისინი შეინარჩუნოთ და პრობლემები აიცილოთ თავიდან.
კირჩხიბი - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2022
კირჩხიბი: იდუმალი, ემოციური, რთული - ზოგადი დახასიათება
კირჩხიბი
ბედნიერი წელი გელოდებათ რომანტიკისა და ოჯახური ცხოვრების კუთხით – ჩანაფიქრი აგისრულდებათ და ამაში საყვარელი ადამიანი დაგეხმარებათ. თუ ასეთი არ გყავთ, ელოდეთ მის გამოჩენას 2023 წელს. დააწყვეთ ყველაზე თამამი გეგმები, ეძებეთ იდეალური პარტრნიორი, იმუშავეთ არსებულ ურთიერთობებზე – ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ.
თქვენი პირადი ცხოვრება 2023 წელს სრულიად ახალ, უფრო უკეთეს დონეზე გადავა. პარტნიორი მზადაა ხელი შეუწყოს ამ ურთიერთობებს, დაგეხმაროთ. ამასთან, 2023 წლის ხელსაყრელი ტენდენციები 2024 წელსაც გაგრძელდება.
ვარსკვლავი - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2018
ლომი - კაშკაშა, ამბიციური, ძალაუფლებისმოყვარე, ძლიერი - ზოგადი დახასიათება
ლომი
2023 წელი თქვენთვის შედარებით მშვიდი პერიოდია სასიყვარულო ასპარეზზე, მაგრამ გამონაკლისია ზაფხული. თქვენი მიმზიდველობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში განსაკუთრებით ძლიერად იმოქმედებს. გამოჩნდებიან ყოფილი პარტნიორები, ადამიანები წარსულიდან, რომლებიც უზარმაზარ გავლენას იქონიებენ წლის მეორე ნახევარში განვითარებულ მოვლენებზე.
ყურადღება მიაქციეთ გვერდით მყოფ ადამიანებს – კოლეგებს ან საქმიან პარტნიორებს. იქნებ, ის, ვისაც მეგობრად ან უბრალო ნაცნობად მიიჩნევთ, არის კიდეც თქვენი ბედი. ხანდახან მაღალი იდეალებისკენ სწრაფვა ადამიანურ ბედნიერებას ხელს უშლის.
ქალწული - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2022
ქალწული: ანალიტიკოსი, ორგანიზებული, მოწესრიგებული - ზოგადი დახასიათება
ქალწული
წლის დასაწყისში ცუდი განწყობის მიზეზი, შესაძლოა, ურთიერთობების მდორე განვითარება, ან პარტნიორის არჩევის სისწორეში ეჭვები გახდეს. მაგრამ არ ინერვიულოთ – პირადი ცხოვრებისთვის უფრო იღბლიანი წლის მეორე ნახევარი იქნება.
ზაფხულში შეიცვლება გარემოებები და თქვენს ცხოვრებაში რომანტიკა და სიყვარული შემოიჭრება. ვისაც სურს ჰქონდეს ოჯახი, მოაწყოს თავისი ბუდე, ჰყავდეს შვილები, ძალიან დიდი ალბათობაა, რომ ეს შეძლოს. არაა გამორიცხული ქორწინება გარიგებით, კარიერული მოსაზრებებით, ან „საზოგადოებაში გასვლის“ შესაძლებლობით.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2018
სასწორი: საზრიანი, მშვიდი, წინდახედული - ზოგადი დახასიათება
სასწორი
ხელსაყრელი წელია რომანტიკის, პარტნიორის ძებნისთვის. ამაში ინტერნეტი და უცხოეთში გამგზავრება დაგეხმარებათ. აქტიურობა საქმიან სფეროში, კონტაქტები უცხოელებთან, საზოგადოებრივი საქმიანობა ხელს შეუწყობს პოტენციურ პარტნიორთან შეხვედრას, რომელიც თქვენზე მაღლა იდგება თავისი მდგომარეობით, ფინანსური თვალსაზრისით ან ასაკით უფროსი იქნება.
თუ გაქვთ მიზანი, რომ მოაგვაროთ პირადი ცხოვრება, ეს გამოგივათ. ასევე შესაძლებელია თქვენთვის ძვირფას ადამიანთან ურთიერთობების დაბრუნება. იყავით უფრო თამამი, გამოიჩინეთ ინიციატივა, არ მოწყდეთ ხალხს და 2023 წელს მაგნიტივით იქნებით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისთვის.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2022
მორიელი – ტემპერამენტიანი, ქარიზმატული, ვნებიანი, ეჭვიანი – ზოგადი დახასიათება
მორიელი
რთული იქნება სასიყვარულო ბედნიერების პოვნა, განსაკუთრებით მაისის მეორე ნახევრიდან და წლის ბოლომდე. გაგიჩნდებათ გრძნობების მტკივნეული „გაუმაძღრობა“, სურვილი, რომ კიდევ და კიდევ გინდათ. ამან, შესაძლოა, პარტნიორი დააფრთხოს. სიტუაცია გაღრმავდება კიდევ იმით, რომ თავად მოაწყობთ უსიამოვნო პროვოკაციებს, მოძებნით „ხელგამოსაკრავს“ ურთიერთობებში და ამას სიამოვნებით გადააქცევთ „მსოფლიო მასშტაბის“ პრობლემად.
ეჭვიანობის სცენები, სკანდალები არაფრის გამო (განსაკუთრებით ზაფხულში) შესაძლოა, ყველაზე სტაბილური ურთიერთობების გაწყვეტის მიზეზი გახდეს. გააკონტროლეთ თავი, შეაკავეთ ემოციური „აფეთქებები“, ენდეთ თქვენს საყვარელ ადამიანს და ბევრ უსიამოვნებას აირიდებთ თავიდან.
აფეთქებული ვარსკვლავის გამოსახულება - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2018
მშვილდოსანი: კომუნიკაბელური, თავისუფლების მოყვარული, გულღია - ზოგადი დახასიათება
მშვილდოსანი
მოვლენები 2023 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში შთაგაგონებთ, რომ კარდინალურად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება და პირად ცხოვრებაში სტაბილურობა შეიტანოთ. გარემოებები შესანიშნავად აეწყობა საცხოვრებელი ადგილის საკითხის გადასაწყვეტად, სხვაგან გადასასვლელად, ოჯახის შექმნისთვის ან იმ ურთიერთობების შესაწყვეტად, რომელმაც უკვე ამოწურა თავი.
შემოდგომაზე პირველი სირთულეები გაჩნდება, არც დაშორებაა გამორიცხული. იმუშავეთ ურთიერთობებზე, თამამად მიიქციეთ სასურველი პარტნიორის ყურადღება და ვერანაირი გარე ფაქტორი ვერ შეძლებს თქვენი ოჯახური ჰარმონიის დანგრევას.
ჯიხვი - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2020
თხის რქა - მკაცრი, თავშეკავებული, რაციონალური, გულმოდგინე - ზოგადი დახასიათება
თხის რქა
2023 წლის დაძაბული გაზაფხულის, საყვარელ ადამიანთან კონფლიქტებისა და დაშორების შემდეგ, წლის მეორე ნახევარში შეძლებთ ჰარმონიის მოპოვებას სასიყვარულო სფეროში. ირგვლივ მყოფები თქვენ მიმართ ყურადღებას გამოიჩენენ, ხელს შეუწყობენ თქვენი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას. ყურადღება მიაქციეთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს – მათ შორის, დიდი ალბათობით, არის ადამიანი, რომელიც თქვენს სულიერ ჭრილობებს მოაშუშებს.
ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია 2023 წლის შემოდგომა. ამ დროს ყველაფერი ისე აეწყობა, როგორც გინდათ. სასიყვარულო ურთიერთობები თავს ბედნიერ ადამიანად გაგრძნობინებთ.
პლიტვიცეს ჩანჩქერი - Sputnik საქართველო, 1920, 21.01.2021
მერწყული – რთული, ორიგინალური, თავისუფლებისმოყვარე – ზოგადი დახასიათება
მერწყული
მარტივი წელი არ გელოდებათ, განსაკუთრებით ზაფხული. დიდი ხნის დრომოჭმულ ურთიერთობებს, ქორწინებას სერიოზული გამოცდა ელოდება. ბევრი მღელვარება და საგანგაშო აზრი გაჩნდება ყოფილ პარტნიორებთან კონტაქტის დროს. შესაძლოა, მოულოდნელად ამოტივტივდეს ფაქტები, რომლებიც თქვენს ურთიერთობებს შეცვლის წინა ქორწინებასთან და სასიყვარულო ურთიერთობებთან მიმართებით.
საკითხებსა და გრძნობებში გარკვევა 2023 წლის ბოლოს გელოდებათ. შეძლებთ გარემოებებში სიცხადის შეტანას, ურთიერთობების გაუმჯობესებას თქვენთვის საყვარელ და ძვირფას ადამიანთან. არაა გამორიცხული, რომ დაქორწინებაც გადაწყვიტოთ.
თევზები ლაგუნაში - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
თევზები: წინააღმდეგობებით სავსე, მეოცნებე, მგრძნობიარე – ზოგადი დახასიათება
თევზები
2022 წელთან შედარებით ეს წელი უფრო მშვიდი აღმოჩნდება და წლის პირველ ნახევარში შესაძლოა მოიწყინოთ კიდეც მარტოობისგან. სამაგიეროდ, მოგეცემათ საშუალება, მიხედოთ გარეგნობას, იზრუნოთ ამაზე, გააანალიზოთ წინა ურთიერთობები და პირად ცხოვრებაში ახალი, ბედნიერი პერიოდისთვის მოემზადოთ.
იდეალურ პარტნიორთან შეხვედრას, რომელთანაც დაქორწინება გელოდებათ, ვარსკვლავები 2023 წლის ზაფხულში ან შემოდგომაზე გპირდებიან. არსებული ურთიერთობები მნიშვნელოვნად შეიცვლება უკეთესობისკენ. საზღვარგარეთ გამგზავრება, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს და ამან თქვენი პირადი ცხოვრება კარდინალურად შეცვალოს დადებითი კუთხით.
ყველა ახალი ამბავი
0