https://sputnik-georgia.com/20221213/2023------272988512.html
2023 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
2023 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
Sputnik საქართველო
ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში 2023 წელი სტაბილიზაციის პერიოდი იქნება. 13.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-13T14:45+0400
2022-12-13T14:45+0400
2022-12-14T12:43+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23939/13/239391337_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_063fd30e5e8b18e8b24c7510be50cd55.jpg
2023 წელი ჩინური კალენდრით წყლის შავი (ლურჯი) კურდღლის ნიშნით ჩაივლის. ასეთი წელი 40 წელიწადში ერთხელ დგება.კურდღლის წელი დაიწყება 2023 წლის 22 იანვარს და დასრულდება 2024 წლის 9 თებერვალს.რას მოგვიტანს კურდღელი 2023 წელს ფინანსების თვალსაზრისით – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს.ეს წელი ფინანსების თვალსაზრისით ფულის რაციონალურად გამოყენების პერიოდი იქნება. ძალზე ხელსაყრელი დროა ბიზნესის დასაწყებად სოფლის მეურნეობის, მშენებლობის სფეროებში, ასევე სხვა მიმართულებებით, რომლებიც ხარისხიანი და სასარგებლო პროდუქციის წარმოებას მოიაზრებს.2023 წელს ადამიანების საქმიანობაზე დიდ ზეგავლენას მოახდენს იუპიტერი, რომელზეც ბევრად არის დამოკიდებული კეთილდღეობა. 16 მაისამდე ის ვერძის ნიშანშია. ეს პერიოდი შესაფერისია საკუთარი სტარტაპის, ინტერნეტ-პროექტებისა და, ზოგადად, ნებისმიერი წამოწყებისთვის. უკვე 2023 წლის მეორე ნახევარში შეძლებთ პოზიციების გამტკიცებას, პირველი მოგების მიღებას, ფეხქვეშ მყარ ნიადაგს იგრძნობთ.პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ>>მძლავრი იუპიტერი, რომელიც მიზანსწრაფულობას, ოპტიმიზმსა და იღბალს გვჩუქნის, 2023 წლის 16 მაისიდან მატერიისა და რესურსების ნიშანში – კუროში გადავა. ეს ტრანზიტი 2024 წლის 26 მაისამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში გაუმჯობესდება ცხოვრების ხარისხი, რადგან აქტიურად ამუშავდება მცირე და საშუალო ბიზნესი, სხვადასხვა საწარმო. იუპიტერს კუროს ნიშანში მოსწონს, როდესაც ადამიანები გეგმავენ თავიანთ შემოსავლებსა და ხარჯებს, ის ეხმარება შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიან ადამიანებს, რომ მიზნისკენ მშვიდად და თავდაჯერებულად იარონ.კუროს ნიშანშია ურანიც. იუპიტერთან ის აერთიანებს თავის ენერგიას და აყალიბებს გარკვეულ პირობებს, რომლის დროსაც თითოეული მოფიქრალი ადამიანი შეძლებს საქმიანობის მომგებიანი სფეროსა და ფულის შოვნის ახალი წყაროების პოვნას. ურანის ენერგია უკავშირდება თანამედროვე ტექნოლოგიებს, სოციალურ ქსელებს, ინტერნეტ-რესურსებს.რადგანაც კურო ვენერას (ურთიერთობების პლანეტა) ნიშანია, ის იღბლისა და „დიდი ბედნიერების“ პლანეტა იუპიტერთან შერწყმით მნიშვნელოვნად გაზრდის ხელსაყრელი ნაცნობობის შანსებს, რაც წარმატებული თანამშრომლობით შეიძლება დაგვირგვინდეს. იუპიტერი კუროს ნიშანში ადამიანებს იცავს დაუფიქრებელი და სარისკო ნაბიჯებისგან, ფულის უმიზნოდ ხარჯვისგან და ხელს უწყობს აწონილ-დაწონილი გადაწყვეტილებების მიღებას.ივლისის შუა რიცხვებში მთვარის კვანძების ღერძი ვერძი-სასწორის ნიშნები თითქმის ნახევარი წლით გადავა. ეს პერიოდი იძლევა ახალი ღირსეული პარტნიორების მოძიების საშუალებას, გარემოცვის შეცვლის, საქმიანობაში სხვა ადამიანების ჩართვისა და საქმეებში წარმატების მიღწევის შანსს. წარმატებული იქნება საზღვარგარეთ მოგზაურობა.დააფიქსირეთ ყველაფერი, რაც მოხდება 2023 წლის 23 მარტიდან 13 ივნისამდე. ესაა პლუტონის პირველი შესვლა მერწყულის ნიშანში. ყველაფერი, რაც ამ პერიოდში დაიწყება, აქტიურად განვითარდება 2024 წელს.ვერძიძალზე მნიშვნელოვანი წელი გელოდებათ. შეძლებთ თქვენი ადგილის პოვნას ამ სამყაროში. გაჩნდება არაერთი შესაძლებლობა და პერსპექტიული წინადადება პროფესიულ სფეროში. თქვენი აქტიურობა და საკუთარი თავის ჩვენების მცდელობები ჯილდოს გარეშე არ ჩაივლის. არ გაუშვათ ხელიდან შანსი, თუ გინდათ სამუშაოს პოვნა ან საქმიანი პარტნიორების მოძებნა უცხოეთში.კუროწლის დასაწყისში შესაძლებელია გარკვეული სირთულეები, უარი პარტნიორობაზე ან დასაქმებაზე, სხვადასხვა დაბრკოლებები ფინანსურ საკითხებში. მაისის შუა რიცხვებიდან წლის ბოლომდე იღბლიანობა არ მოგაკლდებათ. მოსალოდნელია კარიერული ზრდა, ხელფასის მომატება. ბიზნესი განვითარდება და კარგ მოგებას მოგიტანთ.ტყუპიგამოიყენეთ ბუნებისგან ბოძებული ვაჭრობისა და კომუნიკაციების უნარები. დაიწყეთ მცირედით და 2023 წლის შემოდგომისთვის უკვე მიიღებთ დამაკმაყოფილებელ შედეგს. წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ხშირად იტრიალებთ ადამიანებს შორის, მიიღებთ მონაწილეობას გუნდურ პროექტებსა და საზოგადოებრივ საქმიანობაში.კირჩხიბიწლის განმავლობაში თანდათანობით გაიღვიძებს თქვენი შემოქმედებითი უნარები, გაიხსნება ხელსაყრელი შესაძლებლობები გაფართოებისა და განვითარებისთვის. ჰარმონიულად განაწილდება დატვირთვა სამუშაოზე და ვალდებულებები სხვა ადამიანების მიმართ. დრო ყველაფრისთვის გეყოფათ და სასურველს ზედმეტი დაძაბულობის გარეშე მიაღწევთ. 2023 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე შეძლებთ საიმედო მატერიალური „ზურგის“ უზრუნველყოფას.ლომიმარტიდან თავს უფრო თავისუფლად იგრძნობთ და საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების გახსნისთვის ახალ გზებს დაინახავთ. პროფესიულ სფეროში საქმეები წარმატებით განვითარდება, გარე შეზღუდვები მოიხსნება, დაბრკოლებები შემცირდება. თანამოაზრეების შთაგონებით შეძლებთ მასშტაბური პროექტების ორგანიზებას. ეს პოპულარობის მოხვეჭასა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.ქალწულიწლის დასაწყისი საკმაოდ დაძაბული გელოდებათ, თუმცა, აღიჭურვეთ მოთმინებით, რომ შეინარჩუნოთ ფსიქიკური და მატერიალური რესურსები. იღბალი ზაფხულში გეწვევათ და ოპტიმისტური განწყობით შეუდგებით საქმეებს, რომლებსაც წარმატებით დააგვირგვინებთ. წლის ბოლოსთვის გქონდეთ კარგი შემოსავლებისა და ვალების დაბრუნების იმედი.სასწორისასურველი მატერიალური დონის მისაღწევად 2023 წელს დიდი მნიშვნელობა აქვს განათლებას, ცოდნას, ამიტომ არ შეწყვიტოთ სწავლა, ჰორიზონტის გაფართოება. გაუზიარეთ დაგროვებული გამოცდილება სხვებს, იაქტიურეთ სოციალურ ქსელებში - ეს პოპულარობის მოხვეჭასა და მცოდნე ადამიანის ავტორიტეტის მოპოვებაში დაგეხმარებათ.მორიელიწლის განმავლობაში ფინანსურ სირთულეებთან ბრძოლა და მწვავე პროფესიული პრობლემების გადაწყვეტა მოგიწევთ. ეცადეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი ბიზნესისა და პროექტებისთვის წლის დასაწყისში გააკეთოთ, რათა პლანეტების გავლენა 2023 წელს მეტად ეფექტურად გამოიყენოთ. რეკომენდებულია საქმიანი ურთიერთობები საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან – ეს უფრო წარმატებული იქნება და თქვენს თვალსაწიერს გააფართოებს.მშვილდოსანიწლის პირველი ნახევარი ხელსაყრელია კარიერის, ბიზნესის გაფართოებისა და საკუთარი პროექტების ორგანიზებისთვის. წარმატებული იქნება საქმიანი კავშირები უცხოელ პარტნიორებთან. დრო დასვენებისთვის, პრაქტიკულად, არ გექნებათ, რადგან აუცილებელი გახდება მუხლჩაუხრელი მუშაობა და ფულის გამომუშავება. კარგი წელია პროფესიულ სფეროში განვითარების სტრატეგიის შესამუშავებლად, ხელმძღვანელობასთან ურთიერთობებისთვის.თხის რქახელსაყრელი წელი გელოდებათ. კარიერული ზრდისთვის გარემოება საუკეთესოდ აეწყობა. ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, მიაღწევთ მაღალ საზოგადოებრივ მდგომარეობას, გაგიჩნდებათ რესურსები და შესაძლებლობები ახალი სოციალური მწვერვალების დასაპყრობად. წლის მეორე ნახევარში, შესაძლოა, საქმიანობის სფეროს შეცვლის აუცილებლობა დადგეს.მერწყულიდადგენილი ნორმების ფარგლებს გარეთ გასვლისკენ სწრაფვა, უსაზღვრო ოპტიმიზმი და სამყაროს შეცნობის უდიდესი სურვილი სხვადასხვა ავანტიურისკენ გიბიძგებთ. აჩვენებთ და წარმოადგენთ უამრავ მასშტაბურ ჩანაფიქრს, პროგრესულ იდეასა და ორიგინალურ წამოწყებას. თუმცა, ყველა მიმართულებით „გახლეჩა“ არ ივარგებს. იმუშავეთ საკუთარ შეცდომებზე, გამოიტანეთ დასკვნები 2022 წელს მომხდარის საფუძველზე.თევზები2023 წელი თანხების კუთხით უფრო წარმატებული იქნება დროებითი სამსახურისა და გარემოებების იღბლიანი დამთხვევების მხრივ. წლის დასაწყისში დიდია ფინანსური ხარჯების რისკი. საიდუმლოდ შეინახეთ ინფორმაცია თქვენი სახსრების შესახებ, უცხო ადამიანებს ნუ უამბობთ საკუთარი გეგმების შესახებ. 2023 წლის მეორე ნახევარში არის შანსი, რომ „ბედნიერი ბილეთი“ გერგოთ.
https://sputnik-georgia.com/20221212/2023-weli-cinuri-kalendrit-272955828.html
https://sputnik-georgia.com/20221206/siyvruli-zodiaqos-nisnebi-2023-wels-272752084.html
https://sputnik-georgia.com/20221208/2023-weli-cinuri-horoskopi-272824308.html
https://sputnik-georgia.com/20221109/2023-weli-zodiaqos-nisnebistvis-astrologiuri-prognozi-272049553.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23939/13/239391337_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_3363b566c1c8b459c89441581bb9e130.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
2023 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
14:45 13.12.2022 (განახლებულია: 12:43 14.12.2022) ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში 2023 წელი სტაბილიზაციის პერიოდი იქნება.
2023 წელი ჩინური კალენდრით წყლის შავი (ლურჯი) კურდღლის ნიშნით ჩაივლის. ასეთი წელი 40 წელიწადში ერთხელ დგება.
კურდღლის წელი დაიწყება 2023 წლის 22 იანვარს და დასრულდება 2024 წლის 9 თებერვალს.
რას მოგვიტანს კურდღელი 2023 წელს ფინანსების თვალსაზრისით – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს.
ეს წელი ფინანსების თვალსაზრისით ფულის რაციონალურად გამოყენების პერიოდი იქნება. ძალზე ხელსაყრელი დროა ბიზნესის დასაწყებად სოფლის მეურნეობის, მშენებლობის სფეროებში, ასევე სხვა მიმართულებებით, რომლებიც ხარისხიანი და სასარგებლო პროდუქციის წარმოებას მოიაზრებს.
2023 წელს ადამიანების საქმიანობაზე დიდ ზეგავლენას მოახდენს იუპიტერი, რომელზეც ბევრად არის დამოკიდებული კეთილდღეობა. 16 მაისამდე ის ვერძის ნიშანშია. ეს პერიოდი შესაფერისია საკუთარი სტარტაპის, ინტერნეტ-პროექტებისა და, ზოგადად, ნებისმიერი წამოწყებისთვის. უკვე 2023 წლის მეორე ნახევარში შეძლებთ პოზიციების გამტკიცებას, პირველი მოგების მიღებას, ფეხქვეშ მყარ ნიადაგს იგრძნობთ.
მძლავრი იუპიტერი, რომელიც მიზანსწრაფულობას, ოპტიმიზმსა და იღბალს გვჩუქნის, 2023 წლის 16 მაისიდან მატერიისა და რესურსების ნიშანში – კუროში გადავა. ეს ტრანზიტი 2024 წლის 26 მაისამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში გაუმჯობესდება ცხოვრების ხარისხი, რადგან აქტიურად ამუშავდება მცირე და საშუალო ბიზნესი, სხვადასხვა საწარმო. იუპიტერს კუროს ნიშანში მოსწონს, როდესაც ადამიანები გეგმავენ თავიანთ შემოსავლებსა და ხარჯებს, ის ეხმარება შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიან ადამიანებს, რომ მიზნისკენ მშვიდად და თავდაჯერებულად იარონ.
კუროს ნიშანშია ურანიც. იუპიტერთან ის აერთიანებს თავის ენერგიას და აყალიბებს გარკვეულ პირობებს, რომლის დროსაც თითოეული მოფიქრალი ადამიანი შეძლებს საქმიანობის მომგებიანი სფეროსა და ფულის შოვნის ახალი წყაროების პოვნას. ურანის ენერგია უკავშირდება თანამედროვე ტექნოლოგიებს, სოციალურ ქსელებს, ინტერნეტ-რესურსებს.
რადგანაც კურო ვენერას (ურთიერთობების პლანეტა) ნიშანია, ის იღბლისა და „დიდი ბედნიერების“ პლანეტა იუპიტერთან შერწყმით მნიშვნელოვნად გაზრდის ხელსაყრელი ნაცნობობის შანსებს, რაც წარმატებული თანამშრომლობით შეიძლება დაგვირგვინდეს. იუპიტერი კუროს ნიშანში ადამიანებს იცავს დაუფიქრებელი და სარისკო ნაბიჯებისგან, ფულის უმიზნოდ ხარჯვისგან და ხელს უწყობს აწონილ-დაწონილი გადაწყვეტილებების მიღებას.
ივლისის შუა რიცხვებში მთვარის კვანძების ღერძი ვერძი-სასწორის ნიშნები თითქმის ნახევარი წლით გადავა. ეს პერიოდი იძლევა ახალი ღირსეული პარტნიორების მოძიების საშუალებას, გარემოცვის შეცვლის, საქმიანობაში სხვა ადამიანების ჩართვისა და საქმეებში წარმატების მიღწევის შანსს. წარმატებული იქნება საზღვარგარეთ მოგზაურობა.
დააფიქსირეთ ყველაფერი, რაც მოხდება 2023 წლის 23 მარტიდან 13 ივნისამდე. ესაა პლუტონის პირველი შესვლა მერწყულის ნიშანში. ყველაფერი, რაც ამ პერიოდში დაიწყება, აქტიურად განვითარდება 2024 წელს.
ძალზე მნიშვნელოვანი წელი გელოდებათ. შეძლებთ თქვენი ადგილის პოვნას ამ სამყაროში. გაჩნდება არაერთი შესაძლებლობა და პერსპექტიული წინადადება პროფესიულ სფეროში. თქვენი აქტიურობა და საკუთარი თავის ჩვენების მცდელობები ჯილდოს გარეშე არ ჩაივლის. არ გაუშვათ ხელიდან შანსი, თუ გინდათ სამუშაოს პოვნა ან საქმიანი პარტნიორების მოძებნა უცხოეთში.
წლის დასაწყისში შესაძლებელია გარკვეული სირთულეები, უარი პარტნიორობაზე ან დასაქმებაზე, სხვადასხვა დაბრკოლებები ფინანსურ საკითხებში. მაისის შუა რიცხვებიდან წლის ბოლომდე იღბლიანობა არ მოგაკლდებათ. მოსალოდნელია კარიერული ზრდა, ხელფასის მომატება. ბიზნესი განვითარდება და კარგ მოგებას მოგიტანთ.
გამოიყენეთ ბუნებისგან ბოძებული ვაჭრობისა და კომუნიკაციების უნარები. დაიწყეთ მცირედით და 2023 წლის შემოდგომისთვის უკვე მიიღებთ დამაკმაყოფილებელ შედეგს. წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ხშირად იტრიალებთ ადამიანებს შორის, მიიღებთ მონაწილეობას გუნდურ პროექტებსა და საზოგადოებრივ საქმიანობაში.
წლის განმავლობაში თანდათანობით გაიღვიძებს თქვენი შემოქმედებითი უნარები, გაიხსნება ხელსაყრელი შესაძლებლობები გაფართოებისა და განვითარებისთვის. ჰარმონიულად განაწილდება დატვირთვა სამუშაოზე და ვალდებულებები სხვა ადამიანების მიმართ. დრო ყველაფრისთვის გეყოფათ და სასურველს ზედმეტი დაძაბულობის გარეშე მიაღწევთ. 2023 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე შეძლებთ საიმედო მატერიალური „ზურგის“ უზრუნველყოფას.
მარტიდან თავს უფრო თავისუფლად იგრძნობთ და საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების გახსნისთვის ახალ გზებს დაინახავთ. პროფესიულ სფეროში საქმეები წარმატებით განვითარდება, გარე შეზღუდვები მოიხსნება, დაბრკოლებები შემცირდება. თანამოაზრეების შთაგონებით შეძლებთ მასშტაბური პროექტების ორგანიზებას. ეს პოპულარობის მოხვეჭასა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
წლის დასაწყისი საკმაოდ დაძაბული გელოდებათ, თუმცა, აღიჭურვეთ მოთმინებით, რომ შეინარჩუნოთ ფსიქიკური და მატერიალური რესურსები. იღბალი ზაფხულში გეწვევათ და ოპტიმისტური განწყობით შეუდგებით საქმეებს, რომლებსაც წარმატებით დააგვირგვინებთ. წლის ბოლოსთვის გქონდეთ კარგი შემოსავლებისა და ვალების დაბრუნების იმედი.
სასურველი მატერიალური დონის მისაღწევად 2023 წელს დიდი მნიშვნელობა აქვს განათლებას, ცოდნას, ამიტომ არ შეწყვიტოთ სწავლა, ჰორიზონტის გაფართოება. გაუზიარეთ დაგროვებული გამოცდილება სხვებს, იაქტიურეთ სოციალურ ქსელებში - ეს პოპულარობის მოხვეჭასა და მცოდნე ადამიანის ავტორიტეტის მოპოვებაში დაგეხმარებათ.
წლის განმავლობაში ფინანსურ სირთულეებთან ბრძოლა და მწვავე პროფესიული პრობლემების გადაწყვეტა მოგიწევთ. ეცადეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი ბიზნესისა და პროექტებისთვის წლის დასაწყისში გააკეთოთ, რათა პლანეტების გავლენა 2023 წელს მეტად ეფექტურად გამოიყენოთ. რეკომენდებულია საქმიანი ურთიერთობები საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან – ეს უფრო წარმატებული იქნება და თქვენს თვალსაწიერს გააფართოებს.
წლის პირველი ნახევარი ხელსაყრელია კარიერის, ბიზნესის გაფართოებისა და საკუთარი პროექტების ორგანიზებისთვის. წარმატებული იქნება საქმიანი კავშირები უცხოელ პარტნიორებთან. დრო დასვენებისთვის, პრაქტიკულად, არ გექნებათ, რადგან აუცილებელი გახდება მუხლჩაუხრელი მუშაობა და ფულის გამომუშავება. კარგი წელია პროფესიულ სფეროში განვითარების სტრატეგიის შესამუშავებლად, ხელმძღვანელობასთან ურთიერთობებისთვის.
ხელსაყრელი წელი გელოდებათ. კარიერული ზრდისთვის გარემოება საუკეთესოდ აეწყობა. ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, მიაღწევთ მაღალ საზოგადოებრივ მდგომარეობას, გაგიჩნდებათ რესურსები და შესაძლებლობები ახალი სოციალური მწვერვალების დასაპყრობად. წლის მეორე ნახევარში, შესაძლოა, საქმიანობის სფეროს შეცვლის აუცილებლობა დადგეს.
დადგენილი ნორმების ფარგლებს გარეთ გასვლისკენ სწრაფვა, უსაზღვრო ოპტიმიზმი და სამყაროს შეცნობის უდიდესი სურვილი სხვადასხვა ავანტიურისკენ გიბიძგებთ. აჩვენებთ და წარმოადგენთ უამრავ მასშტაბურ ჩანაფიქრს, პროგრესულ იდეასა და ორიგინალურ წამოწყებას. თუმცა, ყველა მიმართულებით „გახლეჩა“ არ ივარგებს. იმუშავეთ საკუთარ შეცდომებზე, გამოიტანეთ დასკვნები 2022 წელს მომხდარის საფუძველზე.
2023 წელი თანხების კუთხით უფრო წარმატებული იქნება დროებითი სამსახურისა და გარემოებების იღბლიანი დამთხვევების მხრივ. წლის დასაწყისში დიდია ფინანსური ხარჯების რისკი. საიდუმლოდ შეინახეთ ინფორმაცია თქვენი სახსრების შესახებ, უცხო ადამიანებს ნუ უამბობთ საკუთარი გეგმების შესახებ. 2023 წლის მეორე ნახევარში არის შანსი, რომ „ბედნიერი ბილეთი“ გერგოთ.