მეოცე საუკუნის მთავარი გეოპოლიტიკური კატასტროფის საფუძვლები და მნიშვნელობა

© photo: Sputnik / Valeriy Shustov1 მაისის დემონსტრაცია
1 მაისის დემონსტრაცია  - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2021
გამოწერა
როსტისლავ იშჩენკო
მიმდინარე წლის დეკემბერში 30 წელი სრულდება სსრკ-ის ფაქტობრივი დაშლიდან − 1991 წლის 8 დეკემბერს ბელორუსიის, რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს „შეთანხმებას დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის შექმნის შესახებ“ (არაოფიციალურად – ბელოვეჟის შეთანხმება).
რუსეთში საკმაოდ ხშირად და გაცხარებით კამათობენ, და სანამ სსრკ-ის მომსწრე თაობები საბოლოოდ არ წავლენ, კვლავაც იდავებენ იმის შესახებ, შეიძლებოდა თუ არა საბჭოთა კავშირის შენარჩუნება. ამასთან, მოკამათეთა უმეტესობა ეკონომიკური დეტერმინიზმის პოზიციაზე დგას.

ნამდვილად იყო თუ არა ეკონომიკა სიცოცხლისუუნარო

ერთნი ამბობენ, რომ საბჭოთა ეკონომიკა არასიცოცხლისუნარიანი იყო, და ამიტომ კავშირის შენარჩუნება შეუძლებელი გახლდათ. სხვები ირწმუნებიან, რომ საბჭოთა ეკონომიკა სიცოცხლისუნარიანზე მეტი იყო და კავშირი შენარჩუნდებოდა, რომ არა გორბაჩოვის, ელცინის, კრავჩუკის, შუშკევიჩისა და სხვათა მოღალატეობა.
ბორის ელცინი, ლეონიდ კრავჩუკი და სტანისლავ შუშკევიჩი ბელოვეჟის ტევრში შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2020
ბელოვეჟის შეთქმულება: როგორ დაინგრა სსრკ და შეიქმნა დსთ
პირველებს იმაში დავეთანხმები, რომ საბჭოთა ეკონომიკა კავშირის დასასრულისთვის სიცოცხლის უუნარო იყო. ჩემთვის ეს აქსიომად იქცა, როცა 1990 წელს ქვეყანაში უეცრად გაქრა სიგარეტი. სულ გაქრა − პაპიროსის, სიგარებისა და თამბაქოს სხვა ნაწარმის ჩათვლით. ისინი არც მეორე დღეს გამოჩნდა, არც ერთი კვირისა და არც ერთი თვის შემდეგაც კი. დეფიციტის ცოტ-ცოტა აღმოფხვრა მხოლოდ თვე-ნახევარი–ორი თვის შემდეგ დაიწყო − თავდაპირველად იმპორტული პროდუქციის ხარჯზე, რაც აშკარად არასაკმარისი რაოდენობით შემოდიოდა.
უზარმაზარ ქვეყანაში, რომლის ეკონომიკაც სახელმწიფო გეგმით იმართებოდა და რომელშიც ათობით თამბაქოს ქარხანა არსებობდა, თამბაქოს ნაწარმის მომენტალური გაქრობა მარტო მწეველების პრობლემას არ ნიშნავდა − უმრავლესობამ როგორღაც შეძლო ამ დეფიციტის გადატანა. პროდუქციის არარსებობა ფაბრიკების გაჩერებასა და, დაე, დროებით, მაგრამ ათობით ათასი ადამიანის ორი-სამი თვით უმუშევრად დარჩენას ნიშნავდა.
ანუ სახელმწიფო გეგმით საზღვარგარეთ საკმარისი რაოდენობის ნედლეულის შეძენა გათვალისწინებული არ ყოფილა, ხოლო საკუთარი წარმოება სსრკ-ის მოთხოვნებს ვერ ფარავდა.
ამან მთავარი პრობლემა წარმოაჩინა: საბჭოთა ეკონომიკამ, როგორც სისტემამ, არსებობა შეწყვიტა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ საბჭოეთის ეკონომიკური პრობლემები დროებითი ხასიათისა კი არა, სისტემური ხასიათისა იყო. ხოლო სისტემური პრობლემები ვერ გადაილახება მისივე მშობელი სისტემის ფარგლებში.
ვლადიმირ ზელენსკი - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2020
მსოფლიო დღეს
მონანიება სსრკ-ის გამო: რას მოაწერა ხელი ზელენსკიმ პოლონეთში

სსრკ-ს შეეძლო არსებობა. მაშ, რა მოხდა?

ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საბჭოთა კავშირი უნდა დაშლილიყო. დიახ, კავშირი ეკონომიკურად არაეფეტურად იქცა, მაგრამ მას სავსებით შეეძლო განეგრძო ფორმალური არსებობა ეკონომიკის საბოლოო გარდაცვალების შემდეგაც. ასე ფორმალურად არსებობს სომალი, ავღანეთი, უკრაინა. ეს ქვეყნები უფრო ცუდ მდგომარეობაში არიან, ვიდრე საბჭოთა კავშირი იყო 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანების დასაწყისში.
სომალიში ადმინისტრაციული და პოლიტიკური ვერტიკალები სრულადაა განადგურებული, უკრაინაში − ფორმალურად არსებობენ, არ ასრულებენ რა საკუთარ კონსტიტუციურ ვალდებულებებს და არ ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან. კიევში სახელმწიფოებრიობა, კლასიკური გაგებით, უკვე დიდი ხანია არ არსებობს. ავღანეთში თალიბები, ჯერჯერობით განსაკუთრებული წარმატების გარეშე, რეგულარული სახელმწიფოებრიობის აღდგენას ცდილობენ, რომელიც სამოქალაქო ომის ხუთი ათეული წლის განმავლობაში განადგურდა.
საბჭოთა კავშირში ეკონომიკის ნგრევა ჯერ კიდევ არ იყო გადასული მმართველ სტრუქტურებზე. ისინი თავიანთ ფუნქციებს სსრკ-ის დაშლის შემდეგაც კი ასრულებდნენ. ამასთან ზოგი მათგანი იმდენად ცენტრალიზებული იყო და იმდენად ცუდად ემორჩილებოდა გაყოფას, რომ, მაგალითად, დსთ-ის გაერთიანებული შეიარაღებული ძალები 1993 წლის სექტემბრამდე არსებობდა.
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2017
საიდან გაჩნდა, ეშმაკმა წაიღოს?! — ტრამპის რეაქცია სსრკ-ის დროშაზე — ვიდეოკადრები
მაგრამ საბჭოთა კავშირი არც ცალკეული ჩინოვნიკების ღალატს არ დაუშლია. თუ სახელმწიფო აპარატი მთლიანობაში მუშაობს, მაშინ მას ღალატის მცდელობის ლოკალიზება-ჩახშობის ძალაც შესწევს − სახელმწიფოს მეთაურის მხრიდანაც კი იმ შემთხვევაში, თუ მას უმაღლესი თანამდებობის პირები უჭერენ მხარს. ბოლოს და ბოლოს, ჯერ კიდევ ნიკოლოზ I აღიარებდა, რომ ქვეყანას საშუალო ბიუროკრატიული რგოლი მართავს, რომელსაც ნებისმიერ ქვეყანაში უპყრია ხელთ ცხოვრების ყველა სფეროს მართვის მექანიზმები.

დაშლის ნამდვილი მიზეზი

სსრკ-ზე უარი სწორედ ბიუროკრატიამ თქვა. მათთვის სისტემის არასიცოცხლისუნარიანობის სიგნალად იქცა კონსტიტუციის მე-6 მუხლის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც საბჭოთა საზოგადოების მმართველ და მეგზურ ძალად კომუნისტურ პარტიას აღიარებდა, და ასევე კრემლის მცდელობა, ფორსირებულად შეეცვალა პარტიული ხელისუფლება საბჭოების ხელისუფლებით.
შედეგად – პარტიამ ხელისუფლება დათმო, ხოლო საბჭოებმა ვერ იტვირთეს ის საკუთარ თავზე (უუნაროები აღმოჩნდნენ) და ქვეყანაში პოლიტიკურმა ქაოსმა იწყო ზრდა.
სსრკ-ის ლიკვიდაცია მიზეზთა მთელი კომპლექსით იყო გამოწვეული. მისი მოკლედ აღწერა ასე შეიძლება: შეეჯახა რა მზარდ ეკონომიკურ სირთულეებს, მმართველი პარტიის „ვერხუშკამ“ მართვის მოდელის შეცვლა სცადა.
თავისუფლების ქანდაკება ნიუ იორკში - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2016
სსრკ-ის დაშლის შემდეგ აშშ მსოფლიო ლიდერის როლს ვერ გაუმკლავდა
ივარაუდებოდა, რომ ხელისუფლებისა და პასუხისხმგებლობის ერთ ხელში (საბჭოებში) თავმოყრა, რაც მანამდე გაყოფილი იყო (პარტიას ხელისუფლება ჰქონდა, ხოლო საბჭოებს − პასუხისმგებლობა ეკისრებოდა), მართვის ეფექტურობას მკვეთრად გაზრდიდა.
რეალურად კი, სსრკ-ის კომუნისტური პარტიის ისტორიის კათედრების, მარქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტებისა და უმაღლესი პარტიული სკოლების კურსდამთავრებულებს უკიდურესად მწირად და დოგმატურად წარმოედგინათ არა მარტო საბჭოთა ეკონომიკა, რომლის ფორმირებაც სურდათ, არამედ საბაზროც, რომლამდე მისვლაც თითქოს სურდათ. მათ არ შეეძლოთ რეფორმების გასაგები მიზნებისა ამოცანების ჩამოყალიბება და, დაინახეს რა, რომ პარტიის მიერ მიტოვებული და საბჭოების მიერ აუღებელი ხელისუფლება ჰაერში იფანტებოდა, პანიკაში ჩაცვივდნენ.

ყველა პანიკაში

რესპუბლიკური პარტიული ელიტები შოკირებული იყვნენ კრემლის რეფორმების ქაოსური და გამანადგურებელი ხასიათით.
კრემლი ეჭვობდა, რომ რეგიონულ ელიტებს კონტრრეფორმისტული განწყობები ჰქონდათ, ხშირად საფუძვლიანადაც. მართვის უმაღლესი და საშუალო რგოლების ხელმძღვანელობას შორის უნდობლობის უფსკრული იყო გაწოლილი. კრემლი ადგილობრივი პერსონალის როტაციას შეეცადა, მაგრამ მხოლოდ გააუარესა თავისი პოზიცია ძველი, სანდო და პროგნოზირებადი პარტნიორების უცნობი და უპასუხისმგებლო პოპულისტებით ჩანაცვლებით. სწორედ პოლიტიკურმა ქაოსმა გაახანგრძლივა ბიუროკრატიულ გარემოში განწყობა – „თავს უშველეთ, ვისაც შეგიძლიათ!“
წითელი მოედანი მოსკოვში, 70–იანი წლები - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2015
სსრკ–ის კრახი — საუკუნის გამოცანა
კრემლის ხელისუფლებამ, დაკარგა რა ბიუროკრატიული საშუალო რგოლის საყრდენი, მოულოდნელად იგრძნო თავი სიცარიელეში. დიდწილად ამის გამოც არ გარისკა სსრკ-ის პრეზიდენტმა მიხაილ გორბაჩოვმა, ძალით ჩაეხშო ბელოვეჟის შეთქმულება. ჩემი ვარაუდით, მისმა სიმხდალემაც ითამაშა თავისი როლი, მაგრამ ეს სიმხდალე იმით იყო გამოწვეული, რომ გორბაჩოვი არც მაინცდამაინც დარწმუნებული იყო იმაში, რომ მისი ძალოვნები შეთქმულების დაპატიმრების ბრძანებას შეასრულებდნენ და პირადად მას არ დააპატიმრებდნენ.
რეგიონული ელიტები, დაინახეს რა ცენტრის უძლურება, საბოლოოს მივიდნენ დასკვნამდე, რომ საკუთარ ბედზე თავად უნდა ეზრუნათ.
საბჭოთა კავშირი მოკვდა იმის გამო, რომ ისტორიის კრიტიკულ მომენტში არ აღმოჩნდა ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც მისი შენარჩუნებით იქნებოდა დაინტერესებული − გარდა რამდენიმე მაღალჩინოსნისა, რომლებიც დისკრედიტებული იყვნენ და ხალხის მხარდაჭერით არ სარგებლობდნენ.
ამავდროულად, საბჭოთა კავშირის დამშლელი ადამიანები, იმ იმედით, რომ თავიანთი ბედის მართვა გაუადვილდებოდათ − არაადეკვატური ცენტრალური ხელისუფლების ჩარევის გარეშე, თავიდან ვერ აცნობიერებდნენ, რისკენ ისწრაფოდნენ, რა საბოლოო პოლიტიკური კონფიგურაცია სურდათ შეექმნათ პოსტსაბჭოთა სივრცეში და როგორ გაეკეთებინათ ეს.
ვლადიმირ პუტნი და ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
მოსაზრება: რატომ შენდება ასე დიდხანს საკავშირო სახელმწიფო

ქაოსი საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე

ამიტომაც, 1991 წლის პირველი გადაწყვეტილებები ქვეყნის ბედს არ ითვალისწინებდა. ბევრს ეჩვენებოდა, რომ დაშლა საბოლოო არ იყო, რომ კავშირი უბრალოდ სახელწოდებასა და ცენტრალური ხელისუფლების ფორმას შეიცვლიდა. თავიდან ლაპარაკი იყო სუვერენული სახელმწიფოების კავშირზე (სსკ). 1991 წლის 8 დეკემბერს, როდესაც სსრკ-ის დაშლის შესახებ ბელოვეჟის შეთანხმებას ეწერებოდა ხელი, სამი სლავური სახელმწიფოს − რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის კავშირის შექმნა გადაწყდა.
იმ დროისათვის დამოუკიდებლობა უკვე გამოცხადებული ჰქონდათ ბალტიისპირეთს, მოლდავეთს, საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელორუსიასა და უკრაინას.
უფრო მეტიც, თუ მინსკში და კიევში მიმდინარე პროცესები პოლიტიკური მეთოდებით იყო შექცევადი, ბალტიისპირეთის დაკავება მხოლოდ იარაღით შეიძლებოდა, მოლდოვაში უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში ღვივდებოდა დნესტრისპირეთის კონფლიქტი, რომელიც ომში გადაიზარდა.
ანალოგიურად იზრდებოდა ყარაბაღის პირველ ომში სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტი. საქართველო თავისი პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ჩამოგდების ზღვარზე იდგა, რომელსაც უკვე მოესწრო აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კონფლიქტებისთვის საფუძვლის ჩაყრა.
ნავთობმოპოვება რუსეთში - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
რუსეთი ნავთობბაზრიდან „გადის“ − რა ელოდება დსთ-ის ქვეყნებს?
სამოქალაქო ომის ზღურბლზე იდგა ტაჯიკეთიც.
ბელოვეჟის შეთანხმების ხელმომწერები, სავარაუდოდ, თავიდან ნამდვილად ფიქრობდნენ, რომ კვაზი-გაერთიანება სლავური სახელმწიფოებით შემოიფარგლებოდა. თუმცა ახალ კავშირს იმავე დღეს უწოდეს უფრო კომპრომისული სახელი − დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ), მსურველებისთვის კი კარი ღია დატოვეს.
დასაწყისისთვის მსურველი აღმოჩნდა მთელი შუა აზია (თურქმენეთი დროთა განმავლობაში ასოცირებული წევრი გახდა), შემდეგ ამიერკავკასია და მოლდოვა. ბალტიისპირეთი კი პრონციპულად რჩებოდა დსთ-ის მიღმა.
დაიწყო იმ სტურქტურის შექმნისა და სახელის გადარქმევის ქაოსური პროცესი, რომლის ფუნქციებიც თავდაპირველად თავად შემქმნელებისთვისაც გაუგებარი იყო. გადაწყვეტილება დსთ-ის სრულფასოვან საერთაშორისო ორგანიზაციად გადაკეთების შესახებ მხოლოდ 1993 წელს მიიღეს და მაშინვე განახორციელეს კიდეც. ამასთან უკრაინას ხელი არ მოუწერია დსთ-ის წესდებაზე და მის წევრად კი არა, მონაწილედ ირიცხებოდა.

დსთ − ცივილიზებული დაშორებისა და იმავდროულად ინტეგრაციის გზა

დსთ-ის წევრები უკვე პირველ დღეებში აფასებდნენ მის პერსპექტივებს დიამეტრალურად საპირისპიროდ. მას ინტეგრაციის მექანიზმსაც უწოდებდნენ და ცივილიზებულად დაშორების მექანიზმსაც.
კიევი - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2016
უკრაინა დსთ-დან გამოსვლის საკითხს სწავლობს
ეს ყოველივე იმას მოწმობს, რომ პანიკა ბიუროკრატიაში და მზარდი ქაოსი მმართველობაში სსრკ-ის დაშლის მომენტისთის ჯერ კიდევ არ იყო ამოწურული. ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმეტესობის პოლიტიკას 1993-1994 წლებამდე ახასიათებდა. ამ პერიოდში თეორიულად არსებობდა როგორც ახალი ინტეგრაციის, ისე შემდგომი დაშლის შანსები.
თუმცა, 1992-1993 წლების მიჯნაზე პრობლემებმა კლება დაიწყო, ახალმა სახელმწიფოებმა საბოლოოდ დაიწყეს ჩამოყალიბება ცალკეულ ადმინისტრაციულ სტრუქტურებში, დაკრძალეს რა პოლიტიკური ინტეგრაციის პროექტები, ხოლო ეკონომიკური ინტეგრაცია პოსტსაბჭოთა ეკონომიკებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სამეურნეო კავშირების შენარჩუნების მცდელობით შემოიფარგლა.
1992 წლის მაისში დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება დაემატა, რომელიც პლატფორმად იქცა სამხედრო სფეროში გვიანსაბჭოური ქაოსის გადასალახად.
90-იანების შუა წლებში ნათელი გახდა, რომ დსთ-მ თავის ძირითად ამოცანა შეასრულა. პოსტსაბჭოთა ქაოსი ყველა სფეროში გადაილახა, სახელმწიფოები საბოლოოდ გახდნენ სუვერენულები, ხოლო მათი ელიტები − ნაციონალიზებულნი.
90-იანების მეორე ნახევრიდან პოსტსაბჭოთა ეკონომიკების უმეტესობა თავიდან აღდგენის ნელ, შემდეგ კი დაჩქარებულ ზრდას აჩვენებს − რაც 90-იანების ბოლოს კრიზისებით დასრულდა.
დსთ–ის წევრ სახელმწიფოთა ლიდერების შეხვედრა - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2015
აქვს თუ არა მომავალი დსთ–ს?

ინტეგრაციის ახალი ფორმები

სსრკ-ის სხვა სახელწოდებითა და რბილი კონფედერაციის სახით აღდგენის შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც ადრე ძლივს იყო შეღებული, საბოლოოდ დაიხურა. იმ მომენტიდან პოსტსაბჭოთა სივრცის ინტეგრაცია მხოლოდ სრულიად განსხვავებული პრინციპებით შეიძლებოდა განხორციელებულიყო − როგორც ერთიანი ეკონომიკური, სამართლებრივი, სამხედრო და მხოლოდ ამის შემდეგ პოლიტიკური სივრცის შექმნა. უკვე არა როგორც ერთიანი სტრუქტურისა, არამედ როგორც სხვადასხვა სტრუქტურების კავშირებისა და ურთიერთქმედების ფორმებისა.
დსთ-ისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ფორმები უკვე აღარ პასუხობდა აქტუალურ ამოცანებს. ამიტომ დსთ პრაქტიკულად უმაღლესი მენეჯერების კლუბად იქცა, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტებს, პრემიერებსა და საკვანძო მინისტრებს წინასწარ შეუძლიათ იმსჯელონ თანამეგობრობისთვის აქტუალურ პრობლემებზე, მოძებნონ მათი გადაჭრის მეთოდები.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება ორგანიზაციად გადაკეთდა. გამოცხადდა მრავალსიჩქარიანი ინტეგრაციის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ახალი სტრუქტურების შექმნა (საბაჟო კავშირი, EAEU, SCO) დაიწყო. საბოლოოდ, დსთ პოსტსაბჭოთა სივრცეში ბრიტანული თანამეგობრობის მსგავს რუსული ვარიანტად − რბილი გავლენის სფეროდ აღიქმებოდა. ამიტომ ქვეყნები, რომლებსაც რუსეთთან ურთიერთობები უფუჭდებათ, ტოვებენ დსთ-ს ან ამცირებენ საკუთარ სტატუსს, ხოლო როდესაც ურთიერთობები გაუმჯობესდება, ისინი სრულუფლებიან წარმომადგენლობას უბრუნდებიან.
რუსეთისა და აშშ–ის პრეზიდენტები: ვლადიმირ პუტინი და ბარაკ ობამა - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2015
დეკემბრის გარდატეხა: სიგნალი პოსტსაბჭოთა სივრცეს
დსთ-მ, რომელიც პოსტსაბჭოთა ელიტებმა სსრკ-ის გარეშე მათთვის გაუგებარ სამყაროში საყრდენი წერტილის მისაღებად შექმნეს, მთლიანობაში შეასრულა თავისი ამოცანა. მას შეეძლო უფრო ეფექტურად ემუშავა და მეტი გაეკეთებინა, მაგრამ ეროვნული ელიტები ყოველთვის ძალიან ეჭვობდნენ, რომ რუსეთი დსთ-ს პოსტსაბჭოთა სივრცეში საკუთარი პოზიციების გასამყარებლად იყენებდა, უზრუნველყოფდა რა დომინირებას ყოფილ საბჭოთა ზონაში და პოლიტიკურ-ეკონომიკური მეთოდებით ცდილობდა ერთიანი სახელმწიფოს აღდგენას. ამის გამო მოსკოვის ბევრ ინიციატივას, რომლებსაც ფორმალურად იღებდნენ, პარტნორები რეალურად საბოტაჟს უწყობდნენ, დსთ-ში თავდაპირველად ჩამოყალიბებული საერთო სივრცის იდეები არ ამუშავდა და ახლა მათი პოპულარიზაცია სხვა ინტეგრაციული პროექტებით ხდება რუსეთის პარტნირებისთვის გაცილებით ნაკლებად მომგებიან ფორმატებში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0