სსრკ-ის დაშლის შემდეგ აშშ მსოფლიო ლიდერის როლს ვერ გაუმკლავდა

© photo: Sputnik / Alexey Filippovთავისუფლების ქანდაკება ნიუ იორკში
თავისუფლების ქანდაკება ნიუ იორკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კითხვაზე, „საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშშ გაუმკლავდა თუ არა მსოფლიო ლიდერის როლს“, გერმანელების მხოლოდ 24%-მა, ფრანგების 35%-მა და იტალიელების 42%-მა გასცა დადებითი პასუხი.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. „Sputnik. მნენიას“ გამოკითხვის თანახმად, გერმანიის (69%), საფრანგეთისა (51%) და იტალიის (51%) მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ აშშ, რომელიც 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ერთადერთ ზესახელმწიფოდ დარჩა, მსოფლიო ლიდერის როლს ვერ გაუმკლავდა. გამოკითხვა კვლევითმა კომპანია Ifop-მა საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის დაკვეთით ჩაატარა.

კითხვაზე, „საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშშ გაუმკლავდა თუ არა მსოფლიო ლიდერის როლს“, გერმანელების მხოლოდ 24%-მა, ფრანგების 35%-მა და იტალიელების 42%-მა გასცა დადებითი პასუხი. პასუხი არ ჰქონდათ ფრანგების 10%-ს და გერმანელებისა და იტალიელების 7-7%-ს.  

© Sputnikსაბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშშ გაუმკლავდა თუ არა მსოფლიო ლიდერის როლს?
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშშ გაუმკლავდა თუ არა მსოფლიო ლიდერის როლს? - Sputnik საქართველო
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშშ გაუმკლავდა თუ არა მსოფლიო ლიდერის როლს?

1991 წლის 8 დეკემბერს ხელი მოეწერა ბელოვეჟის შეთანხმებას სსრკ-ის დაშლისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნის შესახებ. 

ამ დღეს ვისკულებში (ბელოვეჟის ტყეში ბელარუსის სამთავრობო რეზიდენცია) ბელორუსიის, რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის სახელმწიფოს მეთაურებმა ხელი მოაწერეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) შექმნის შესახებ შეთანხმებას.

გამოკითხვა ფრანგულმა კვლევითმა კომპანია IFop-მა 2016 წლის ივლისის პერიოდში ჩაატარა. მასში მონაწილეობდა საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში შერჩეული 3006 რესპონდენტი. შერჩეული რესპონდენტები მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოაჩენენ. სიზუსტის ინტერვალი ზოგადად +/- 3,1%–ია სანდოობის 95%–იანი ალბათობით. 

ცნობა პროექტ „Sputnik. მნენიას" შესახებ:

ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და forsa. ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.  

Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. 

„Sputnik.მნენიას“ სხვა კვლევები: 

ამერიკელებს საპრეზიდენტო არჩევნების სისტემა არ მოსწონთ

ტერორიზმის საფრთხე ევროპაში მიგრაციულ კრიზისს ამძაფრებს 

ევროპისა და აშშ–ს მოსახლეობა საგარეო პოლიტიკაზე გავლენას ვერ ახდენს 

ევროპისა და აშშ–ის მოქალაქეები მხარს უჭერენ რუსეთის ქმედებებს სირიაში

გამოკითხვა: „როგორ აისახება ევროპის უსაფრთხოებაზე ნატოს პუნქტების გახსნა?“ 

ევროკავშირისადმი იმედგაცრუების შედეგად ევროპაში ოპოზიციის პოპულარობა იზრდება 

ევროპელების 28%-ს მიაჩნია, რომ ევროკავშირმა საკუთარი არმია უნდა შექმნას

ყველა ახალი ამბავი
0