გამოკითხვა: „როგორ აისახება ევროპის უსაფრთხოებაზე ნატოს პუნქტების გახსნა?“

© photo: Sputnik / Константин Чалабов / გადასვლა მედიაბანკში"სპუტნიკის" სტუდია
სპუტნიკის სტუდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„სპუტნიკ. მნენიას“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის მონაცემებით, გერმანიის ყოველი მეხუთე მოქალაქე (21%) ქვეყნის ტერიტორიაზე ნატოს სასარდლო პუნქტების განთავსებაში საფრთხეს ხედავს.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. „სპუტნიკ. მნენია“ აქვეყნებს საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიო „სპუტნიკის“ მიერ დაკვეთილი გამოკითხვების შედეგებს, რომელიც ცნობილმა ბრიტანულმა კვლევითმა კომპანია „პოპულუსმა“ ჩაატარა. გამოკითხის თანახმად, გერმანიის ყოველი მეხუთე მოქალაქე (21%) ქვეყნის ტერიტორიაზე ნატოს სასარდლო პუნქტების განთავსებაში საფრთხეს ხედავს. 

ბულგარეთში ნატოს გეგმებს არ ემხრობა ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მესამედი (32%). მათ მიაჩნიათ, რომ ნატოს ახალი სასარდლო პუნქტების დაარსება აღმოსავლეთ ევროპაში არსებითად შეასუსტებს ქვეყნის უსაფრთხოებას. 

ევროპაში ნატოს ძალების განთავსებას ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს პოლონეთში. ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარს (49%) მიაჩნია, რომ ეს ფაქტი უსაფრთხოების გარანტიაა.

უნგრეთში ნატოს პუნქტების გახსნას ასევე ბევრი მხარდამჭერი ჰყავს — მოსახლეობის 38%. 

მათ შორის, ვინც ევროპაში სამხედრო ალიანსის ყოფნას ემხრობა, ამერიკელებიც არიან. აშშ–ის მოსახლეობის 42% ფიქრობს, რომ ნატოს პუნქტების არსებობა ევროპაში ხელს შეუწყობს უსაფრთხოების დონის ზრდას. 

ასევე დიდია იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისაც მიაჩნია, რომ ნატოს ბაზები ვერაფერს შეცვლის ევროპის უსაფრთხოების თვალსაზრისით. კითხვაზე: „როგორ აისახება ნატოს სასარდლო პუნქტების გახსნა ევროპის უსაფრთხოებაზე?“ — გამოკითხულთა 28%–მა უპასუხა, რომ ეს ვერანაირად ვერ იმოქმედებს რეგიონში არსებულ ვითარებაზე. 

საფრანგეთსა და გერმანიაში ასეთ აზრზე მყოფი ადამიანების რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის 33% და 34%–ია, ჩეხეთში კი 31%. ხოლო დიდ ბრიტანეთში ყველაზე მაღალი პროცენტი დაფიქსირდა პასუხისა „არ ვიცი“ — 27%. 

გამოკითხვა კვლევითმა კომპანია „პოპულუსმა“ ჩაატარა. მასში მონაწილეობა მიიღო 8 00–მა რესპოდენტმა — ათას–ათასმა თითოეული ქვეყნიდან. ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, ჩეხეთი და  პოლონეთი. 

ცნობა პროექტ „სპუტნიკ.მნენიას“ შესახებ:

ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორია ცნობილი ბრიტანული კვლევითი კომპანია „პოპულუსი“.  ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.  

Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებგვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიო-მაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. 


ყველა ახალი ამბავი
0