მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროპელების 28%-ს მიაჩნია, რომ ევროკავშირმა საკუთარი არმია უნდა შექმნას

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიბერლინი
ბერლინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანიასა (47%) და დიდ ბრიტანეთში (48%) გამოკითხული მოსახლეობის თითქმის ნახევარი საკუთარ ქვეყნებში ნატოს ჯარების განთავსების მომხრეა, თუმცა გერმანიაში მრავლად არიან ისეთებიც, რომლებიც ქვეყნის დამცველის რანგში საკუთარ შეიარაღებულ ძალებს ამჯობინებს.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ანუ ევროკავშირის მოსახლეობის თითქმის მესამედი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი ნატოს იმედად კი არ უნდა იყოს, არამედ საკუთარი არმია უნდა ჰყავდეს. ამას ადასტურებს „სპუტნიკ. მნენიას“ დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვები, რომლებიც ბრიტანულმა კვლევითმა სააგენტომ ICM Research-მა დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და ესპანეთში ჩაატარა და რომლებიც რადიო „სპუტნიკისთვის“ იყო განკუთვნილი. 

შეკითხვაზე, „როგორ ფიქრობთ, ევროკავშირს საკუთარი არმია უნდა ჰყავდეს, რათა დაიცვას საკუთარი ინტერესები თუ ნატო უნდა იცავდეს ევროპულ ქვეყნებს?“ — რესპონდენტთა საშუალოდ 28%-მა უპასუხა, რომ საკუთარი ინტერესების დასაცავად არმიის შექმნა აუცილებელია. 

ამასთან, ქვეყნის საკუთარი შეიარაღებული ძალებით დაცვის ყველაზე მეტი მომხრე დაფიქსირდა საფრანგეთში — გამოკითხულთა 37%. ეს მაშინ, როცა გერმანიასა (47%) და დიდ ბრიტანეთში (48%) გამოკითხულთა თითქმის ნახევარი ქვეყანაში ნატოს ჯარების განთავსების მომხრეა. ამავდროულად, გერმანიაში მრავლად არიან ისეთბიც, რომლებიც ქვეყნის დამცველის რანგში საკუთარ შეიარაღებულ ძალებს უფრო მოიაზრებს — 36%. 

გამოკითხვა კომპანია ICM Research-მა 2015 წლის 1-4 მაისს ახალი ამბების სააგენტო „სპუტნიკის“ დაკვეთით დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში ჩაატარა. შერჩეული იყო 4 096 ადამიანი. აქედან: 2005 დიდ ბრიტანეთში, 1041 — საფრანგეთში და 1050 — გერმანიაში. გამოიკითხა სხვადასხვა სოციალური ფენის, სქესისა და ასაკის რესპონდენტი. სტატისტიკური ცდომილება მთლიანად ქვეანაში +/- 3,1%-ს შეადგენს. 


ყველა ახალი ამბავი
0