თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ევროპელები ოპოზიციური პარტიების გაზრდილი პოპულარობის ძირითად მიზეზებად იმიგრაციის მაღალ დონეს, ხელისუფლების შეუსრულებელ დაპირებებსა და ევროკავშირისადმი იმედგაცრუებას ასახელებენ. ამაზე მეტყველებს პროექტის ”სპუტნიკ. მნენიას” ფარგლებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომელიც ბრიტანულმა კვლევითმა სააგენტო ICM Research-მა საერთაშორისო სააგენტოსა და რადიო ”სპუტნიკისთვის” დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და ესპანეთში ჩაატარა.
კითხვაზე, თუ რა არის ისეთი მემარჯვენე პარტიების პოპულარობის ძირითადი მიზეზი, როგორებიცაა დიდ ბრიტანეთში UKIP, საფრანგეთში ”ნაციონალური ფორუმი” და ესპანეთში მემარცხენე Podemos –ი, ბრიტანელების ნახევარზე მეტი (53%) და ფრანგების თითქმის მესამედი (30%) დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია პოპულარობას ევროკავშირისადმი იმედგაცრუების ფონზე იხვეჭს. გამოკითხული ფრანგებისა და ესპანელების 44%-მა ამის მიზეზად ეკონომიკის სფეროში არსებული ე.წ. ჩავარდნები დაასახელა, ხოლო იმიგრაციის მაღალი დონე — ყველა გამოკითხული ევროპელის საშუალოდ 47%-მა.
სოციალური რეფორმების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას ესპანეთში გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (49%), ხოლო 55% ვარაუდობს, რომ ოპოზიციური პარტიების პოპულარობის მიზეზი ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნოდ მიცემული შეუსრულებელი დაპირებებია. ეს მიზეზი მთლიანობაში, ევროკავშირის გამოკითხული მოქალაქეების 46%-მა აღნიშნა. გამოკითხულთა 10%-მა და 11%-მა შესაბამისად უპასუხეს კითხვებს — ”არ ვიცი” და ”სხვა”.
გამოკითხვა კომპანია ICM Research-მა ახალი ამბების სააგენტო ”სპუტნიკის” დაკვეთით 2015 წლის 1-4 მაისს დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და ესპანეთში ჩაატარა. კვლევისათვის 4097 ადამიანი (დიდ ბრიტანეთში 2005, საფრანგეთში 1041, ესპანეთში 1051) – მოსახლეობის სხვადასხვა ფენისს, სქესის, ასაკისა და ადგილმდებარეობის მიხედვით შეარჩია. სტატისტიკური ცდომილება თითოეულ ქვეყანაში +/- 3,1%-ია, ნდობის ალბათობა — 95%.
ცნობები პროექტ ”სპუტნიკ. მნენიას” შესახებ
საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საერთაშორისო პროექტი საქმიანობას 2014 წლის ივლისში შეუდგა. მისი პარტნიორია ცნობილი ბრიტანული კვლევითი კომპანია ICM Research. პროექტ ”სპუტნიკი. მნენიას” ფარგლებში ყველაზე აქტუალურ სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე რეგულარულად ტარდება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში.
”სპუტნიკი” (sputniknews.com) ახალი ამბების სააგენტო და რადიოა მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით. ის ათობით ქვეყანაში ფუნქციონირებს. ”სპუტნიკი” მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.