ევროპისა და აშშ–ის მოქალაქეები მხარს უჭერენ რუსეთის ქმედებებს სირიაში

© photo: Sputnik / Наталья Селиверстова / გადასვლა მედიაბანკშიაშშ–ის მოქალაქეები
აშშ–ის მოქალაქეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეკითხვაზე: გსმენიათ თუ არა რუსეთის სამხედრო ოპერაბციაზე სირიაში“, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 90%–მა უპასუხა, რომ სმენიათ. კარგად არიან ამ თემაზე ინფორმირებულები თურქეთისა და გერმანიის მოქალაქეები — თითოეულში 87%.

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik.  „Sputnik. მნენია“ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიო „სპუტნიკის“ მიერ დაკვეთილი გამოკითხვების შედეგებს აქვეყნებს, რომელიც ცნობილმა ბრიტანულმა კვლევითმა კომპანია „პოპულუსმა“ ჩაატარა. გამოკითხვის თნახმად, გერმანიის მოსახლეობის ნახევარზე მეტი — 51%,  ბრიტანელების 42% და ამერიკელების 35% (ერთ მესამედზე მეტი) მხარს უჭერენ რუსეთის ქმედებებს სირიაში. 

მხოლოდ თურქეთის მოსახლეობაა სირიაში რუსეთის ოპერაციის წინააღმდეგი — 64%, მხოლოდ 17%–ს მოსწონს რუსეთის ოპერაცია სირიაში. 

შეკითხვაზე: გსმენიათ თუ არა რუსეთის სამხედრო ოპერაბციაზე სირიაში“, დიდი ბრიტამეთის მოსახლეობის 90%–მა უპასუხა, რომ სმენიათ. ასევე კარგად არიან ამ თემაზე ინფორმირებულები თურქეთისა და გერმანიის მოქალაქეები — თითოეულში 87%. ეს მაჩვენებელი ასევე მაღალია ამერიკის შეერთებულ შტატებშიც — 74%. რუსეთის ოპერაციაზე სირიაში არაფერი სმენია ამერიკელთა 26%–ს, რაც ასევე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. 

გერმანელთა უმეტესობას (63%), ბრიტა ნელთა ნახევარს (50%) და ამერიკელთა თითქმის მესამედს (30%), რომლებისთვისაც  ცნობილია რუსული ოპერაციის შესახებ სირიაში, თურქეთის ქმედებას თვითმფრინავის ჩამოგდევბასთან დაკავშირებით, არ ამართლებს. ხოლო თურქეთის მოსახლეობის 71% პირიქით — ამართლებს იმ პირის ქმედებას, ვინც სუ24–ის ჩამოგდების ბრძანება გასცა. 

გამოკითხვა ჩაატარა კვლევითმა კომპანიამ Populus–მა 2015 წლის 2 დეკემბრიდან 8 დეკემბრის პერიოდში. მასში მონაწილეობდა ოთხ ქვეყანაში შერჩეული 4083 რესპონდენტი: დიდი ბრიტანეთიდან — 1067, აშშ–დან — 1005, გერმანიიდან — 1005, თურქეთიდან — 1006.  

შერჩეული რესპონდენტები მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოაჩენენ. ნდობის ინტერვალი ზოგადად ქვეყანაში +/- 3,1%–ია სანდოობის 95%–იანი ალბათობისას. 

© RIA Novostiევროპისა და აშშ–ის მოსახლეობის დამოკიდებულება რუსეთის ქმედებებისადმი სირიაში
ევროპისა და აშშ–ის მოსახლეობის დამოკიდებულება რუსეთის ქმედებებისადმი სირიაში  - Sputnik საქართველო
ევროპისა და აშშ–ის მოსახლეობის დამოკიდებულება რუსეთის ქმედებებისადმი სირიაში

ცნობა პროექტ „Sputnik.მნენიას“ შესახებ:

ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორია ცნობილი ბრიტანული კვლევითი კომპანია „პოპულუსი“. ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.  

Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებგვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიო-მაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0