უკრაინა დსთ-დან გამოსვლის საკითხს სწავლობს

© photo: Sputnik / Stringerკიევი
კიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ამჟამად მთავრდება სამუშაოები, რომლებიც თანამეგობრობიდან გამოსვლის შემთხვევაში დსთ-ის ფარგლებში დადებული შეთანხმებების პირობების დარეგულირების საშუალებას იძლევა.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. კიევი დსთ-დან უკრაინის გამოსვლის საკითხს განიხილავს, განაცხადა კვირას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა ტელეარხ „112 უკრაინის“ ეთერში.

დსთ-ის ქვეყნების შეხვედრა - Sputnik საქართველო
დსთ–ის ქვეყნებმა 2020 წლამდე სამხედრო თანამშრომლობის კონცეფციას მოაწერეს ხელი

უკრაინაში 2014 წლის თებერვალში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დსთ-ის მუშაობაში მონაწილეობაზე უარს აპირებს.

„ჩვენ განვიხილავთ (დსთ-დან) გამოსვლის საკითხს. ჩვენ გაფორმებული გვაქვს რამდენიმე ათეული შეთანხმება, რომლებიც ეხება, მაგალითად, დიპლომების აღიარებას, პენსიების გაცემას. ამჟამად ვამთავრებთ მუშაობას, რომელიც ამ შეთანხმებების პირობების დარეგულირების საშუალებას მოგვცემს. დიდი იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ ამ შეთანხმებების მენეჯმენტის გაკეთებას ცალკე, და მაშინ ეს საკითხი კვლავ დადგება. მე დსთ-დან თანამიმდევრულ გამოსვლას ვემხრობი“, — განაცხადა მინისტრმა.

ყველა ახალი ამბავი
0