დსთ–ის ქვეყნებმა 2020 წლამდე სამხედრო თანამშრომლობის კონცეფციას მოაწერეს ხელი

© photo: Sputnik / Алексей Никольский / გადასვლა მედიაბანკშიდსთ-ის ქვეყნების შეხვედრა
დსთ-ის ქვეყნების შეხვედრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამიტი ყაზახეთში, დასახლება ბურაბაიში მიმდინარეობს. დღის წესრიგში 17 საკითხია. რუსეთის დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხელმძღვანელობს.

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. დსთ–ის მონაწილე სახელმწიფოების სასაზღვრო და სხვა უწყებების დაჯგუფების ჩამოყალიბების შესახებ დოკუმენტს ხელი ყაზახეთში დსთ–ის სამიტის შედეგების მიხედვით მოეწერა. დოკუმენტი გარე საზღვრებზე კრიზისული ვითარების მოგვარებისკენაა მიმართული.

ყაზახეთში გამართული დსთ–ის სამიტის შედეგების მიხედვით ხელი მოეწერა დსთ–ის მონაწილე სახელმწიფოების სამხედრო თანამშრომლობის კონცეფციას, ასევე დსთ–ის მონაწილე სახელმწიფოების თანამშრომლობის პროგრამას 2016–2020 წლებში გარე საზღვრების უსაფრთხოების გამტკიცების საქმეში.

ასევე ხელმოწერილია დოკუმენტი დსთ–ის მონაწილე სახელმწიფოების სასაზღვრო და სხვა უწყებების დაჯგუფების ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც გარე საზღვრებზე კრიზისული ვითარების მოგვარებაზეა (ლიკვიდაციაზე) მიმართული.

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
პუტინი: აშშ რუსეთის ქმედებებს სირიაში აკრიტიკებს და თან დიალოგზე უარს აცხადებს

სამიტი ყაზახეთში, დასახლება ბურაბაიში მიმდინარეობს. დღის წესრიგში 17 საკითხია. რუსეთის დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხელმძღვანელობს.

მხარეებმა ხელი ასევე მოაწერეს დოკუმენტს დსთ–ში მიგრაციული პროცესების სამართლებრივი უზრუნველყოფის შესახებ, შეთანხმებებს: დსთ–ის ქვეყნების ტერიტორიებზე ერთობლივი საგამოძიებო–ოპერატიული ჯგუფების შექმნისა და საქმიანობის წესის, პენიტენციარული სამსახურების ხელმძღვანელთა საბჭოს შექმნის შესახებ, საგანგებო სიტუაციებზე თანამშრომლობის შესახებ,  ასევე სხვა რიგ დოკუმენტებს.

 


ყველა ახალი ამბავი
0