პუტინი: აშშ რუსეთის ქმედებებს სირიაში აკრიტიკებს და თან დიალოგზე უარს აცხადებს

გამოწერა
პუტინმა სამშაბათს განაცხადა, რომ რუსეთმა სირიის საკითხებზე მაღალი დონის სამხედრო–პოლიტიკური საერთაშორისო შეხვედრის მოსკოვში ჩატარების შესახებ წინადადება წამოაყენა, ასევე ვაშინგტონში გაიგზავნება დელეგაცია, რომელსაც პრემიერ–მინისტრმა დმიტრი მედვედევმა შეიძლება უხელმძღვანელოს.

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, როგორ შეუძლია აშშ–ს აკრიტიკოს რუსეთის ქმედებები სირიაში და ამ დროს პირდაპირი დიალოგის წარმართვაზე მას უარი განუცხადოს.

„კარგად არ მესმის, როგორ შეუძლიათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს აკრიტიკონ რუსეთის ქმედებები სირიაში ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით თუ უარს აცხადებენ პირდაპირ დიალოგზე უმნიშვნელოვანეს მიმართულებაზე, ისეთზე, როგორიც პოლიტიკური მოგვარებაა“, – განაცხადა პუტინმა.

რუსული სამხედრო თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
სირიაში რუსეთის ავიაციამ ტერორისტების მომზადების ცენტრი გაანადგურა

პუტინმა სამშაბათს განაცხადა, რომ რუსეთმა სირიის საკითხებზე მაღალი დონის სამხედრო–პოლიტიკური საერთაშორისო შეხვედრის მოსკოვში ჩატარების შესახებ წინადადება წამოაყენა, ასევე ვაშინგტონში გაიგზავნება დელეგაცია, რომელსაც პრემიერ–მინისტრმა დმიტრი მედვედევმა შეიძლება უხელმძღვანელოს. ოთხშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთის დელეგაციას არ მიიღებს.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა ამასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და განაცხადა, რომ დიალოგზე უარი სირიისა და მთელი რეგიონის „ისლამური სახელმწიფოსგან“ სწრაფ გადარჩენას ხელს არ უწყობს. ხოლო თეთრი სახლის პრეს–მდივანმა ჯოშ ერნესტმა ვაშინგტონის უარი ასეთი კონსულტაციების ჩატარებაზე იმით ახსნა, რომ აშშ „ამით დაინეტერესებული არ არის, სანამ რუსეთი  „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაპირისპირებაში კონსტრუქციული წვლილის შეტანას არ დაიწყებს“.

 


ყველა ახალი ამბავი
0