თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა სირიის პროვინცია იდლიბში ტერორისტების მომზადების ცენტრი გაანადგურეს, იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, გენერალ-მაიორი იგორ კონაშენკოვი.
„პროვინცია იდლიბის მთიან დასახლებაზე, სადაც ტერორისტების მომზადების ცენტრი მდებარეობს, „Су-25СМ“ —ის თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს. ცენტრი მთლიანად განადგურებულია“, — აღნიშნა კონაშენკოვმა.
მისი სიტყვებით, სამხედრო დავალებების შესრულების შემდეგ, ყველა რუსული თვითმფრინავი მშვიდობით დაბრუნდა ავიაბაზაზე.