როსტისლავ იშჩენკო
სისტემური ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის პრეზიდენტი
დეკემბერი გადამწყვეტი აღმოჩნდა პოლიტიკური წლის დაჯამების კუთხით. არ მახსენდება არცერთი თვე, რომელიც ასე დახუნძლული იქნებოდა მკაფიო პოლიტიკური სიგნალებით. თანაც ყველა მათგანი ვაშინგტონიდან მოდის და ყველა მათგანი ადასტურებს აშშ–ის მხრივ მსოფლიოში ძალთა ბალანსის რადიკალური ცვლილების აღიარებას.
ამერიკა,რომელიც ბოლო წლებში უარს აცხადებდა, ეღიარებინა რუსეთის ზესახელმწიფოებრივი ტატუსის აღდგენა და რომელიც ცდილობდა ძალით დაებრუნებინა კაცობრიობა (როგორც პასტა ტუბში) უკან — ერთპოლარული სამყაროში, იძულებული გახდა შეგუებოდა წინასწარი პირობების გარეშე მოლაპარაკებების გამართვისა და მოსკოვის პოზიციების გათვალისწინების აუცილებლობის ფაქტს.
პირველი სიგნალი ვიცე–პრეზიდენტ ბაიდენისგან იყო, რომელმაც უსიამოვნოდ გააკვირვა უკრაინის უმაღლესი რადის სხდომათა დარბაზში სრული შემადგენლობით თავმოყრილი ხელისუფლება. ეს იყო რეკომენდაცია, რომ უკრაინის ხელისუფლება შეშვებოდა სიჯიუტეს და მინსკის შეთანხმებები შეესრულებინა, რომ შეძლებისდაგვარად სწრაფად მოეგვარებინა ფედერალიზაციის საკითხი (რეალურად, ბაიდენის მიერ აღწერილი სასურველი სახელმწიფოებრივი მოწყობა უფრო კონფედერაციაა, ვიდრე ფედერაცია).
ასეთ ორმაგ გამყიდველობას უკრაინა აშშ–სგან არ ელოდა. ვაშინგტონი ორი წლის განმავლობაში ჯიუტად ვერ ამჩნევდა, რომ კიევმა სამოქალაქო ომი სწორედ იმიტომ დაიწყო, რომ უნიტარული სახელმწიფო მოწყობის შეცვლა არ სურდა, რომ „ფედერალიზაციისკენ მოწოდებების“ გამო უკრაინაში ხანგრძლივი ვადით აპატიმრებენ ადამიანებს (ის კი არა, შეიძლება სასამართლოს გარეშე მოკლან კიდეც). ახლა კი ბაიდენი ფედერალიზაციას ითხოვს. უფრო მეტიც, კიევში თითქმის ორი წლის განმავლობაში მიეჩვივნენ, რომ აშშ ყველა პრეტენზიას (მათ შორის, მინსკის შეთანხმებების შეუსრულებლობაზეც) რუსეთს უყენებდა. ახლა კი მოულოდნელად ირკვევა, რომ ეს სწორედ უკრაინაა ვალდებული, შეასრულოს „მინსკი“ და თანაც სასწარაფოდ.
მაგრამ უკრაინა — ეს კერძო შემთხვევაა, კლიენტია, რომლისგანაც აშშ–ს მხოლოდ ზიანი ადგება, სარგებელი კი არაფერი აქვს. და ვაშინგტონის სურვილი, როგორმე მოიშოროს ის ბალანსიდან, არავის გააკვირვებდა. მაგრამ არ გასულა ორი კვირა, და სახელმწიფო მდივანმა კერიმ მოსკოვში განართული მოლაპარაკებებისას დაადასტურა და კიდეც განავითარა ბაიდენის მიერ გაცხადებუი პოზიცია უკრაინის თაობაზე. მოლაპარაკებების მონაწილეები იმასაც ამტკიცებენ, რომ ზოგიერთ საკითხში აშშ საფრანგეთსა და გერმანიაზე კონსტრუქციულიც კი გამოდგა, არადა ეს უკანასკნელები რუსეთის დიდი ხნის პარტნიორები არიან ნორმანდიულ ფორმატსა და მინსკის შეთანხმებებში.
მეორე: კერიმ განაცხადა, რომ რუსეთის იზოლაციის განზრახვა არავის აქვს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სირიის დარეგულირების საკითხში აშშ–ის პოზიცია კიდევ უფრო მოდერნიზებულად წარმოაჩინა. ვაშინგტონი ასადის გადადგომას მეტად აღარ აყენებს წინასწარ პირობად, ესე იგი, მთავარი წინაღობა მოლაპარაკებათა პროცესის გზაზე მოხსნილია.
მესამე სიგნალი: აშშ–ის კონგრესმა განბლოკა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეფორმა. რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია კიდევ უფრო იმძიმებენ წონას ფონდში და დამატებით უფლებამოსილებასაც იძენენ. გამოდის, რომ ფონდის პოლიტიკაზე მათი გავლენც ძლიერდება. ამერიკის ჰეგემონიის უმთავრესი ფინანსური ინსტრუმენტი ჯერ კიდევ არ არის სრულად არაამერიკული, მაგრამ უფრო და უფრო ნაკლებად ზოლიან–ვარსკვლავიანი ხდება. და მოცემულ შემთხვევაში ვაშინგტონის დიქტატი წარსლს ბარდება, უთმობს რა გზას მოლაპარაკებათა პროცესისა და პოზიციათა შეთანხმების აუცილებლობას.
დაბოლოს, მეოთხე სიგნალი: ამერიკულმა „ფორბსმა“ გამოაქვეყნა დუგ ბენდოუს დიდი სტატია „რატომ შედის ამერიკა ნატოში? ჩერნოგორიის დამატება „ფეისბუქში“ არასაჭირო მეგობრის დამატებას ჰგავს“.
ჩერნოგორია იქით იყოს, და პოსტსაბჭოტა სივრცისთვის მთავარი დასკვნა ასეთია: „ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ხარჯზე გაფართოება კოლოსალური შეცდომა გამოდგა, რის შედეგადაც ნატოს წევრებად იქცნენ ისეთი უმწეო ერები, რომელთა დაცვითაც დანარჩენი ევროპა დაინტერესებული არ არის“. ავტორი საკმაოდ ღიად მიუთითებს, რომ მისი აზრით, ნატო ამჟამინდელი სახით საფრთხეს უქმნის აშშ–ს და ვაშინგტონისთვის მიზანშეწონილია, დატოვოს ეს თავდაცვისუუნარო ქვეყნების ხარჯზე მუდმივად მზარდი ორგანიზაცია. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ პირველად ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ამერიკის წამყვანმა ყოველკვირეულმა გამოცემამ მკითხველთა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აშშ–ს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველოფა მხოლოდ რუსეთთან მოლაპარაკებების გზით ძალუძს. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ამგვარი რამის წარმოდგენა შეუძლებელი იყო. ნატო წმიდა ძროხა იყო — ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის ქვაკუთხედი და სიმბოლო. ნატოს როლი ამერიკულ პოლიტიკურ მითოლოგიაში იმდენად დიდი იყო, რომ მის ეჭვქვეშ დაყენებას თავად სისტემის აშკარა მოწინააღმდეგეებიც კი ვერ ბედავდნენ, რომლებსაც მარგინალიზაციაში დადანაშაულებისა საერთოდაც არ ეშინოდათ. დრეს კი ეს საკითხი აშშ–ის წამყვან გამოცემაში განიხილება და თანაც, ნატოსადმი ძალზე არაკეთილგანწობილი ტონით.
რა თქმა უნდა, ნატოს ხვალ და ზეგ არავინ დაშლის, მაგრამ ბლოკის ფასეულობა მისი წევრების უმრავლეობისათვის ამერიკის ბირთვულ ქოლგაში მდგომარეობდა. და თუ ვაშინგტონი მზარ არ არის რიგისა და ვილნიუსისთვის საბრძოლველად, მაშინ ვერც ვარშავა და ბუქარესტი იქნებიან დარწმუნებულები, რომ საკმარისად მნიშვნელოვანი პარტნიორები გამოდგებიან და ამერიკა მათ გამო რუსეთს შეეჯახება. და მაშ, რაღაში სჭირდებათ ბლოკის წევრობა და გადასახადების ხდა, თუ დაცვის გარანტია არ არსებობს?
რაღა თქმა უნდა, არ ღირს გადაჭარბებულად შეფასდეს ამერიკის მზადყოფნა რუსეთთან კომპრომისების თაობაზე. სავარაუდოდ ისინი მოალაპარაკებების პროცესს გადასაჯგუფებლად გამოიყენებენ, რათა მოწესრიგდნენ და კვლავ შეტევაზე გადავიდნენ.
სსრკ–ს ბედმა აჩვენა, რომ აშშ ყველაზე მეტად საშიში არა მაშინ, როცა ცივ ომს აწარმოებს, არამედ მაშინ, როცა საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვასა და ნდობაზე იწყებს საუბარს. ასე რომ, რუსეთი ფხიზლად უნდა იყოს.
თუმცა თავად ის ფაქტი, რომ აშშ ღიად არის მზად მოილაპარაკოს რუსეთთან ტრადიციული მოკავშირეების გვერდის ავლით, პოსტსაბჭოთა სივრცეზე ახალ რეაობას ქმნის.
ამ დრომდე პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების უმეტესობა (ვინ მეტად და ვინ — ნაკლებად) ცდილობდა, დასავლეთსა (ევროკავშირი, აშშ) და რუსეთს შორის ბალიანსირებული პოლიტიკა ეწარმოებინა. ამაში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნებიც კი სცოდავდნენ ბოლო დრომდე. 2015 წლის დეკემბერში ამერიკის მიერ გაცხადებულმა პოზიციამ დაგვანახა, რომ პირდაპირი კონფლიქტის შემთხვევაში, რომელშიც რუსეთი სიმტკიცესა და ბოლომდე წასვლის მზაობას აჩვენებდა, ვაშინგტონი უკან დაიხევს და მოკავშირეებსაც დათმობდა. ასე მოხდა მაშინ, როცა მოსკოვმა თავისი სამხედრო შესაძლებლობები ესოდენ დამაჯერებლად წარმოაჩინა სირიაში.
ახლა პოსტსაბჭოთა სივრცეში აღარ არსებობს არჩევანი — ვაშინგტონთან თუ რუსეთთან. ასარჩევია მხოლოდ მოსკოვთან, ოღონდ როდის და როგორ. დაეთანხმა რა წინასწარი პირობების გარეშე გლობალური დღის წესრიგის საკვანძო საკითხებზე მოლაპარაკებებს, ვაშინგტონმა აღიარა რუსეთის ზესახელმწიფოებრივი სტატუსი (საკუთარი სტატუსის თანაბრად). და ესე იგი, ცნო მისი უფლება, დაიცვას საკუთარი ინტერესები, მით უმეტეს, საკუთარი საზღვრების სიახლოვეს.
„ფორბსი“ ღიად მიუთითებს იმაზე, რომ ბალტიისპირეთი ძალიან შორსაა, სავსებით არ სჭირდება აშშ–ს და უფრო მეტად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის. ამით არის მოტივირებული მისი რეკომენდაცია, უარი ითქვას ნატოს ბალტიისპირეთის პლაცდარმის დაცვაზე.
არსებობს კი პოსტსაბჭოთა სივრცეში ისეთი ქვეყანა, რომელიც აშშ–ისთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, ვიდრე ბალტიისპირეთი, რომელიც უბრალოდ კი არ მიიჩნევს ტავს დასავლეთის ორგანულ ნაწილად, არამედ თავად დასავლეთის მიერაა აღიარებული ამგვარ სტატუსში?
2016 წელს რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში უსაფრთხოების ერთადერთ გარანტად და კრიზისების მოგვარებაში თანაბარუფლებიან წევრად გამოდის, პლანეტის რომელ რეგიონშიც არ უნდა ხდებოდეს ისინი. და ეს ყველამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინის: პარტნიორებმაც და კონკურენტებმაც.
რედაქციის პოზიცია შესაძლოა არ ემთხვეოდეს ავტორისას