WSJ: აშშ სირიაში სამხედრო გადატრიალების მოწყობას ცდილობდა

© photo: Sputnik / Валерий Мельниковსამხედროების შეხვედრა სირიის ავიაბაზაზე ორწლიანი ბლოკადის შემდეგ
სამხედროების შეხვედრა სირიის ავიაბაზაზე ორწლიანი ბლოკადის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოცემა იუწყება, რომ სირიის კონფლიქტის დასაწყისში ვაშინგტონი ცდილობდა განესაზღვრა „ნაპრალები რეჟიმში“, რომელთაც ხელისუფლების შესაცვლელად გამოიყენებდა, მაგრამ შეერთებული შტატების სტრატეგიამ არ გაამართლა.

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. აშშ–ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია სირიის კონფლიქტის დასაწყისში სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობას ეძებდა, მაგრამ ვაშინგტონის სტრატეგიამ მარცხი განიცადა, — წერს გაზეთი Wall Street Journal ყოფილ და მოქმედ ამერიკელ ჩინივნიკებზე დაყრდნობით. ამის თაობაზე წერს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

გამოცემა ამტკიცებს, რომ სირიის კონფლიქტის საწყის ეტაპზე ვაშინგტონი ცდილობდა დაედგინა „ნაპრალები რეჟიმში“, რომელთაც სამხედრო გადატრიალებისთვის გამოიყენებდა, „მაგრამ ბევრი ვერაფერი იპოვა“. 2011 წელს, გამოცემის ინფორმაციით, ამერიკული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა განსაზღვრეს იმ ალავიტი ოფიცრების ვინაობა, რომლებიც თეორიულად ჩაუდგებოდნენ სათავეში რეჟიმის ცვლას. 

სიტუაცია სირიაში - Sputnik საქართველო
პოლიტოლოგი:„სირიელმა ხალხმა საკუთარი ხელისუფლება თვითონვე უნდა აირჩიოს“

„2011 წელს თეთრი სახლის პოლიტიკა იმაში მდგომარეობდა, რომ სირიაში პოლიტიკური ცვლილებები რეჟიმში ნაპრალების აღმოჩენით განეხორციელებინა და ადამიანებისთვის ასადზე უარის თქმის სტიმული მიეცა“, — განუცხადა გამოცემას აშშ–ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ–ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა. 

რაც შეეხება ვაშინგტონის საიდუმლო კონტაქტებს ასადის რეჟიმთან, ამას არარეგულარული ხასიათი ჰქონდა. ორი ქვეყნის წარმომადგენლები ხან პირისპირ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, ხან კი შუამავლების მეშვეობით, — აღნიშნავს გამოცემა. 

გაზეთი ასევე წერს, რომ სირიის პრეზიდენტი სხვადასხვა დროს ცდილობდა, დაკავშირებოდა ამერიკის ადმინისტრაციას, რათა აშშ–ისა და სირიის მთავრობის ტერორიზმის წინააღმდეგ გაერთიანების აუცილებლობაზე მოეხსენებინა მათთვის. 


ყველა ახალი ამბავი
0