თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. სირიის კონფლიქტის მოსაგვარებლად შექმნილ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალი თავისუფალი არჩევნების ჩატარებაა, რათა სირიელმა ხალხმა საკუთარი მომავალი თვითონვე განსაზღვროს. მიაჩნია პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს.
„სირიის კონფლიქტის მოსაგვარებლად საერთაშორისო თანამეგობრობამ აქტიური ბრძოლა უნდა გამოუცხადოს ე.წ.ისლამურ სახელმწიფოს, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს აკონტროლებს, გარდა ამისა უნდა შეიქმნას გარდამალი მთავრობა და უნდა დაინიშნოს არჩევნები, რათა ხალხს მიეცეს საშუალება, აირჩიოს ის ხელისუფლება, რომელიც მას სურს“–განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ სირიის მოსახლეობისთვის მიუღებელია როგორც ამჟამინდელი პრეზიდენტი ბაშარ ასადი, ასევე რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებების საქმიანობა.
„სირიელ ხალხს ბაშარ ასადი არ აურჩევია. აქედან გამომდინარე ის არ არის ლეგიტიმური მმართველი. ასადს ხელისუფლება ფაქტობრივად გადაეცა მამის გარდაცვალების შემდეგ “–თვლის ნიკა ჩიტაძე.
პოლიტოლოგი აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ სირიაში არჩევნების დანიშვნის შემთხვეაში მოსახლეობას იქ არსებული პოლიტიკური ძალებიდან გამომდინარე შეიძლება მაინცდამაინც ფართო არჩევანი არ ჰქონდეს.
„სინამდვილეში არჩევანი არც ისე დიდია, ერთი მხრივ მე ვადანაშაულებ რუსეთს იმის გამო, რომ ის მხარს უჭერს ბაშარ ასადის ავტორიტარულ რეჟიმს, ხოლო მეორეს მხრივ არც დასავლეთის მიდგომაა ჩემთვს მისაღები, რომელიც აცხადებს, რომ ასადი უნდა წავიდეს, რადგან არც მისი ოპოზიციაა დემოკრატიული იდეალების მიმდევარი“–თვლის ნიკა ჩიტა.