ბელოვეჟის შეთქმულება: როგორ დაინგრა სსრკ და შეიქმნა დსთ

© photo: Sputnik / Yuri Ivanov / გადასვლა მედიაბანკშიბორის ელცინი, ლეონიდ კრავჩუკი და სტანისლავ შუშკევიჩი ბელოვეჟის ტევრში შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ
ბორის ელცინი, ლეონიდ კრავჩუკი და სტანისლავ შუშკევიჩი ბელოვეჟის ტევრში შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბუში-უფროსი მოგვიანებით მოგონებებში წერდა, რომ ელცინმა მას პირდაპირ ბელოვეჟის ტევრში მდებარე მონადირის სახლიდან დაურეკა და განუცხადა: „გორბაჩოვმა ჯერ კიდევ არ იცის ეს შედეგები... პატივცემულო ჯორჯ... ეს უკიდურესად, უკიდურესად მნიშვნელოვანია“...

ვლადიმირ ბიჩკოვი

1991 წლის 8 დეკემბერს ბელოვეჟის ტევრში რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა, უკრაინის პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ და ბელორუსიის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ სტანისლავ შუშკევიჩმა ხელი მოაწერეს ბელოვეჟის შეთანხმებას, რომლის თანახმადაც სსრკ არსებობას წყვეტდა და იქმნებოდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ).

ელცინის ყოფილი უახლოესი თანამებრძოლი მიხაილ პოლტორანინი მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში შეკითხვაზე, რა როლი შეასრულა ელცინმა ბელოვეჟს შეთანხმების მომზადებაში, იტყვის: „ელცინმა გადამწყვეტი როლი შეასრულა. მას არაფერი ენანებოდა. მისთვის სულ ერთი იყო... ოღონდ ხელისუფლებაში ყოფილიყო. ის შეუთანხმდა გორბაჩოვს, რომლისთვისაც ასევე ყველაფერი სულ ერთი იყო, ერთმანეთთან ბრძოლას კი უბრალოდ „ხატავდნენ“. რეალურად არანაირი ბრძოლა არ ყოფილა“.

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიბორის ელცინი, მიხაილ გორბაჩოვი და ჯორჯ ბუში-უფროსი
ბელოვეჟის შეთქმულება: როგორ დაინგრა სსრკ და შეიქმნა დსთ - Sputnik საქართველო
ბორის ელცინი, მიხაილ გორბაჩოვი და ჯორჯ ბუში-უფროსი

გორბაჩოვი, თავის მხრივ, საერთაშორისო არენაზე კავშირის პოზიციებს თმობდა. 1989 წლის 3 დეკემბერს მალტაზე შეხვედრისას მან და პრეზიდენტმა ჯორჯ ბუში-უფროსმა განაცხადეს, რომ სსრკ და აშშ აღარ არიან მეტოქეები. ეს თარიღი ისტორიაში შევიდა როგორც „ცივი ომის“ დასრულების ოფიციალური თარიღი. თუმცა ბევრი ახლანდელი პოლიტოლოგი ამ შეხვედრის შედეგებს „პოლიტიკურ ჩერნობილს“ უწოდებს.

ბუში-უფროსმა 1985 წელს, როცა მან გორბაჩოვი ის-ის იყო გაიცნო, განაცხადა: „ჩვენი ამოცანა არის არა მისი დახმარება, არამედ აშშ-ის ინტერესებში ისე მოქმედება, რომ მის პოლიტიკაზე საჭირო მიმართულებით მოვახდინოთ გავლენა“. ჰენრი კისინჯერმა აღმოსავლეთ ევროპის დასავლეთთან ინტეგრაციის წინადადება წამოაყენა ― სსრკ-ის გარეშე. ამასთან გორბაჩოვს დაპირდნენ, რომ აღმოსავლეთ ევროპაში მომხდარ ცვლილებებს საბჭოთა კავშირის უსაფრთხოების საზიანოდ არ გამოიყენებდნენ.   

© photo: Sputnik / Yuri Somov / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უფროსი და სსრკ-ს გენერალური მდივანი მიხაილ გორბაჩოვი ერთობლივ პრესკონფერენციაზე
ბელოვეჟის შეთქმულება: როგორ დაინგრა სსრკ და შეიქმნა დსთ - Sputnik საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უფროსი და სსრკ-ს გენერალური მდივანი მიხაილ გორბაჩოვი ერთობლივ პრესკონფერენციაზე

მალტაზე შეხვედრის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჯონ სუნუნუმ ღიად თქვა: „ჩვენ ძლიერ შევუტევთ [გორბაჩოვს]... სულ მალაყებს გავაკეთებინებთ“. ბუში-უფროსი კიდევ უფრო აფორიზმული გამოდგა: „მართალია. ისე დავესხმებით თავს, როგორც მძარცველების ბანდა“.   

ამერიკელები გრძნობდნენ საბჭოთა ლიდერის პოზიციების არამდგრადობას. ამიტომაც მალტის შემდეგ მალევე სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა მოსკოვში გორბაჩოვთან შეხვედრაზე უკვე დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ აშშ, „როგორც ნატოს წევრს, გაერთიანებულ გერმანიას უჭერს მხარს და არა ნეიტრალურს“. ამასთან ბეიკერი ირწმუნებოდა, რომ ნატოს იურისდიქცია არსებული პოზიციების იქით მეტად „ერთი დიუიმითაც“ არ გავრცელდებოდა აღმოსავლეთისკენ.

როგორც პოლიტოლოგები ამბობენ, გორბაჩოვს მიაჩნდა, რომ დათმობების სანაცვლოდ ის დასავლეთისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებდა. მაგრამ 1991 წლის ივლისში ლონდონში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ბუში-უფროსმა ეს ოცნებები დაამსხვრია. აქაოდა, ამ საკითხში რაღაც გაურკვევლობებიაო.

მიხაილ გორბაჩოვი - Sputnik საქართველო
„მეორე რეიკიავიკი“: გორბაჩოვი აშშ-ის მომავალ პრეზიდენტს რჩევას აძლევს

გორბაჩოვმა, როგორც იხსენებენ, ლონდონი დათრგუნულმა დატოვა. აშშ-ის პრეზიდენტის უსაფრთხოების საკითხთა მრჩეველმა ბრენტ სკოუკროფტმა ასეც აღწერა ვითარება: „გორბაჩოვი ჩამოვიდა იმის წასაღებად, რაც, მისი აზრით, ეკუთვნოდა... თითქოს პრობლემების მთელი სერიოზულობა არ ესმოდეს“. ამაზე ბუში-უფროსმა მხოლოდ შენიშნა: „ბიჭი, მგონი, განადგურებულია, არა?“

მაგრამ დავუბრუნდეთ ბელოვეჟის შეთანხმებას. პოლტორანინის თქმით, ელცინმა „პრეზიდენტობის იდეა ჯერ კიდევ 1989 წელს ჩამოიტანა ამერიკიდან. აშშ-ში ჩვენს პოლიტიკოსებზე დიდი მუშაობა მიდიოდა, ელცინი კი ძალიან ექცეოდა გავლენის ქვეშ“.

სუკ-ის თავმჯდომარემ ვლადიმირ კრიუჩკოვმა 1991 წლის ივნისში სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში 2200 უცხოელი გავლენის აგენტი მოქმედებდა. სსრკ-ის დაშლაზე უცხოეთში არსებული მძლავრი ძალები მუშაობდნენ. ამის შესახებ ღიად განაცხადა ჯორჯ ბუში-უფროსმა: „მოპოვებულია სსრკ-ზე უდიდესი გამარჯვება, თანაც მისივე შიდა ოპოზიციის ხელით“.

ბორის ელცინი წიგნში „პრეზიდენტის ჩანაწერები“ ასე აღწერს თავის შეგრძნებებს სსრკ-ის „დაკრძალვის“ მომენტში ბელოვეჟში:

„უცბად რაღაც თავისუფლების, სიმსუბუქის შეგრძნება დამეუფლა... გულით ვგრძნობდი, რომ დიდი გადაწყვეტილებები იოლად უნდა გაკეთდეს“.

ეს იოლი გადაწყვეტილება დიდი ნადიმით აღინიშნა. ბუში-უფროსი იგონებდა, რომ ელცინმა მას პირდაპირ ბელოვეჟის ტევრში მდებარე მონადირის სახლიდან დაურეკა და უთხრა: „გორბაჩოვმა ჯერ კიდევ არ იცის ეს შედეგები... პატივცემულო ჯორჯ... ეს უკიდურესად, უკიდურესად მნიშვნელოვანია. ჩვენ შორის დამყარებული ტრადიციების გათვალისწინებით, ათი წუთიც კი არ შემეძლო დამეყოვნებინა და არ დამერეკა თქვენთვის“...

ყველა ახალი ამბავი
0