თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. სსრკ-ის ექს-პრეზიდენტმა მიხაილ გორბაჩოვმა ინტერვიუ მისცა გამოცემა Times-ს და აშშ-ის მომავალ პრეზიდენტს მოუწოდა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაუყოვნებლივ შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს.
ყოფილი საბჭოთა ლიდერი შიშობს, რომ გამალებულ ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებული სიატუაცია კონტროლიდან გამოვა.
„ვითარება ძალიან შემაშფოთებელია. როგორიც უნდა იყოს არჩევნების შედეგი, ჩვენ უნდა აღვადგინოთ დიალოგი, რათა ამჟამინდელი გაყინული მდგომარეობიდან გამოვიდეთ. საჭიროა ძლიერი იმპულსი ორივე ქვეყნის მხრიდან“, — განაცხადა გორბაჩოვმა.
ექს-პრეზიდენტს მიჩნია, რომ შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა „მეორე რეიკიავიკი“ უნდა მოაწყონ 1986 წლის მსგავსად, როდესაც ის და აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ისლანდიაში შეხვდნენ ერთმანეთს.
- „საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა 1980-იანების შუა წლებში ბევრად რთული იყო, ვიდრე ახლაა. მაგრამ ჩვენ მაშინ შევძელით გამოსავლის პოვნა ნდობის, გაგებისა და ერთმანეთთან ურთიერთობის აწყობის გზით“, — თქვა გორბაჩოვმა.
სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირების შეთანხმება (СНВ-3) ერთადერთი მოქმედი შეთანხმებაა რუსეთსა და აშშ-ს შორის შეიარაღების შეზღუდვასთან დაკავშირებით. მისი მოქმედების ვადა 2021 წლის 5 თებერვალს იწურება. რუსეთის პრეზიდენტი მის ხუთი წლით გაგრძელებას ითხოვს ყოველგვარი წინასწარი პირობების გარეშე, თეთრ სახლში კი მიაჩნიათ, რომ მოლაპარაკებებში ჩინეთიც უნდა ჩაერთოს, რათა ვაშინგტონს, მოსკოვსა და პეკინს შორის ახალი სამმხრივი ბირთვული შეთანხმება შედგეს. ჩინეთში ამ იდეას უარყოფენ.