21 ოქტომბერს ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. შეიარაღებულმა პირმა მძევლად იაყვანა 19 პირი – ბანკის თანამშრომლები და კლიენტები. თავდამსხმელი 500 ათას დოლარს, ვერტმფრენს და შენობიდან უსაფრთხოდ გასვლის გარანტიებს მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების მოკვლით იმუქრება.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ჟურნალისტებისთვის ამჯერადაც ახალი არაფერი უთქვამს იმაზე, როგორ მიმდინარეობს ბოლო დროის ყველაზე რეზონანსული საქმის გამოძიება.
დაკავებულის უფლებადამცველების განცხადებით, ბიძინა ესებუაზე ხორციელდება ზეწოლა, რათა ძებნაში მყოფი მისი ძმა ბადრი ესებუა ჩაბარდეს
ესებუას ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღარებს და აცხადებს, რომ პოლიციის მიერ ამოღებული იარაღი მას ჩაუდეს.
ტარიელ ესებუა აცხადებს, რომ ძებნილი შვილის ადგილსამყოფელი მისთვის უცნობია და ოჯახის წევრებს მასთან კონტაქტი არ ჰქონია
ბიძინა ესებუას ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი, რომელიც მას, სავარაუდოდ, მისი ძებნილი ძმისთვის უნდა გადაეცა
ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმა ბიძინა ესებუა გამთენიისას დააკავეს. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.
ვახტანგ გომელაური არ ეთანხმება მოსაზრებას ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობის გაუარესების თაობაზე და საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს
ამ დროისათვის სამართალდამცველები ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს განაგრძობენ
უწყება აცხადებს, რომ ტელევიზიების მიერ გავრცელებული არასწორი და გაყალბებული ინფორმაცია საზოგადოების სიცრუეში შეყვანასა და სამართალდამცველი უწყებების დისკრედიტაციას ემსახურება
თავდაცვის უწყების წარმომადგენლის განცხადებით, დოკუმენტი საზოგადოებისა და თავდაცვის ძალების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გაავრცელეს
ტარიელ ესებუას სჯერა, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და იმედოვნებს, საქმე ობიექტურად იქნება გამოძიებული და სიმართლე გაირკვევა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა. დამნაშავის ძებნის სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა. დამნაშავის ძებნის ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს
ბადრი ესებუას დედის თქმით, მამაკაცი სახლიდან 21 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე გავიდა და თბილისში ექიმთან გაემგზავრა. თავდასხმის შემდეგ ესებუა სახლში აღარ გამოჩენილა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „საქართველოს ბანკზე" მომხდარი თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიციკაცია მისცა
მას შემდეგ, რაც მასმედიაში გაჟონა ინფორმაციამ ზუგდიდში მძევლების აყვანაში ეჭვმიტანილის შესახებ, პოლიცია იძულებული გახდა მისი ფოტო გამოექვეყნებინა
ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსმა პოლიციაში ეჭვმიტანილის მამა, ტარიელ ესებუა სამხარეო პოლიციაში პირადად გადაიყვანა
ამ წუთებში ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დასადგენად და დასაკავებლად სამეგრელოს რეგიონში რამდენიმე ადგილას სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
შსს მიმართავს მედიასაშუალებებსა და საზოგადოების ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროთი მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია
სამხედრო მოსამსახურე თემურ ხვიბლიანი აცხადებს, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ფაქტში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით ზოგიერთ მედიასაშუალებაში ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.