ბადრი ესებუას ძმას პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Stringerზუგდიდის სასამართლო
ზუგდიდის სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულის უფლებადამცველების განცხადებით, ბიძინა ესებუაზე ხორციელდება ზეწოლა, რათა ძებნაში მყოფი მისი ძმა ბადრი ესებუა ჩაბარდეს.

თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული, ძებნილი ბადრი ესებუას ძმას ბიძინა ესებუას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბიძინა ესებუას ავტომობილი - Sputnik საქართველო
ბიძინა ესებუა აცხადებს, რომ მანქანაში იარაღი „ჩაუდეს“

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნატრული აკობიამ მიიღო.

ბიძინა ესებუას სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის იზოლატორში გვიან ღამით ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

ესებუა პოლიციამ პარასკევს დააკავა. მისი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს ორი ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი, რომელიც მას, სავარაუდოდ, მისი ძებნილი ძმისთვის უნდა გადაეცა.

დაცვის მხარემ სასამართლოს 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ბიძინა ესებუას ადვოკატის იოსებ ჯანაშიას თქმით, სასამართლომ ბიძინა ესებუას საქმე ცალკე წარმოებაში არ მიიღო და ის ბადრი ესებუას საქმესთან ერთად გააერთიანა.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ ბიძინა ესებუაზე ზეწოლა ხორციელდება.

„სამწუხაროდ, ამ პირზე ზეწოლა ხორციელდება, რათა მისი ძმა ჩაბარდეს პოლიციას. ამ საქმეზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დარღვევა. სასამართლომ კი გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა, რაც მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. არც ერთი გონიერი ადამიანი მსგავს საქციელს არ ჩაიდენს, როდესაც ხორციელდება მისი ოჯახის თვალთვალი“, — განაცხადა ადვოკატმა.
დაკავება - Sputnik საქართველო
ბიძინა ესებუას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

დაკავებული ბრალს არ აღიარებს, ძმასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს და მიიჩნევს, რომ მას მანქანაში იარაღი და დანარჩენი ნივთები „ჩაუდეს“.

ბადრი და ბიძინა ესებუების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2021 წლის 20 იანვარს ჩაინიშნა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ბადრი ესებუას, გამოძიების ვერსიით, ის 21 ოქტომბერს „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიმალვა მოახერხა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

ბადრი და ბიძინა ესებუების მამას გამოძიების ვერსიის არ სჯერა >>

ბანკზე თავდასხმის ფაქტი ტერორისტულ აქტად შეფასდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0