ჩემთვის სასაცილო არ არის - ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუას ძებნის შესახებ

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ავტომობილი
პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2022
გამოწერა
დღეს ცოტა თუ აფასებს იმას, რომ ბანკის დაყაჩაღებისას არავინ დაშავებულა, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა ხუმრობის ობიექტად იქცა, თუმცა მომხდარი სულაც არ იწვევს სიცილს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
ზუგდიდის მკვიდრმა, ყოფილმა სამხედრომ ბადრი ესებუამ 2020 წლის 21 ოქტომბერს მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი დოლარი მიიღო და მიიმალა. მას უკვე ორი წელია ეძებენ. საინტერესოა, რომ ფული გამოყო ბანკმა და არა სახელმწიფომ.

„ესებუა გახდა სასაცილო, თუმცა სასაცილო ჩემთვის მართლა არ არის, ყველას გვინდა, რომ დავაკავოთ, მაგრამ ასე ხდება სამწუხაროდ“, – განაცხადა გომელაურმა ბორჯომში ვიზიტის დროს, სადაც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მინისტრის სიტყვებით, ესებუა წითელი ცირკულარით იძებნება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეს ცოტა თუ აფასებს იმას, რომ ბანკის დაყაჩაღების დროს არავინ დაშავებულა.
„კარგად რომ დამთავრდა, ახლა ამაზე მიდის ხუმრობა და ა.შ. კარგი იქნებოდა, რომ დაგვეკავებინა, თუმცა მოხდა ასე, რომ ვერ დავაკავეთ“, – განაცხადა მინისტრმა.
მინისტრმა ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრჯერ განაცხადა, რომ ბადრი ესებუას დაკავება უწყებისთვის „ღირსების საქმეა“.
ყველა ახალი ამბავი
0