ბადრი ესებუა, შესაძლოა, საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდეს

© Ministry of Internal Affairs of Georgiaსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვახტანგ გომელაური არ ეთანხმება მოსაზრებას ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობის გაუარესების თაობაზე და საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს

თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა, შესაძლოა, საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდეს, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინსიტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან. 

თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
თავდაცვის სამინისტრო: ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო არაა

21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიმალვა მოახერხა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

„ბადრი ესებუაზე ძებნაა გამოცხადებული და მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით ღონისძიებები ამ დრომდე ტარდება“, – განაცხადა გომელაურმა ჟურნალისტებთან.

მინისტრის განმარტებით, არასწორია საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში კრიმინალის შემთხვევებმა იმატა.

„როდესაც იქნება 10 და 20 შემთხვევა, ეს იქნება შემთხვევების მომატების მანიშნებელი. ბანკებზე ყაჩაღური თავდასხმები ხდებოდა და ხდება ყოველდღიურად“, – აღნიშნა გომელაურმა.

შსს–მ ბანკზე თავდასხმის ფაქტი ტერორისტულ აქტად შეაფასა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს

ყველა ახალი ამბავი
0