საქართველოში არჩევნები ჩატარდა, თუმცა, ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა კვლავ მაღალია. პარლამენტში შესულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთის კვალდაკვალ უარი განაცხადეს მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატობის მანდატებზე. თბილისსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო.
მმართველ პარტიაში ოპოზიციის უკმაყოფილებას დესტრუქციულად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.
გუშინ მხარეებმა შეძლეს მინიმალური წინასწარი შეთანხმების მიღწევა საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხზე, მაგრამ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა – რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები – მაინც გადაუჭრელი დარჩა
კახა კალაძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები საბოლოოდ მაინც შეთანხმებით დასრულდება
დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს გამოწვევებიდან და გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, რომ პოლიტიკური პროცესი პარლამენტიდან ქუჩაში გავიდეს
სამშაბათს აჭარის მთავრობის სხდომა ხმაურიანი საპროტესტო აქციის ფონზე ტარდება – ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული
პრემიერ გახარიას განმარტებით, პანდემიის პერიოდში საფრთხის შემცველია ყველა თავყრილობა – იქნება ეს ქორწილი, ქელეხი თუ საპროტესტო აქცია
ირმა ინაშვილის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი გადალახა, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას არ გეგმავს
დასავლელი დიპლომატების შეხვედრა ქართული ოპოზიციის ლიდერებთან საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარეობს
ოპოზიცია უკვე სამი კვირაა, საპროტესტო აქციებს მართავს და საპარლამენტო არჩევნების ხელმეორედ ჩატარებას მოითხოვს
მმართველ პარტიაში ირწმუნებიან, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში შევლენ, მაგრამ ეს უკანასკნელნი ასე არ ფიქრობენ
როგორც მოსალოდნელი იყო, დასავლეთმა მაინცდამაინც ვერ გაუგო ბოიკოტი და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების იდეა ოპოზიციას...
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ამერიკისა და ევროკავშირის ინიციატივით დაწყებული მოლაპარაკებები გრძელდება, პარალელურად სულ უფრო მყარდება ოპოზიციის გადაწყვეტილება, რომელიც კატეგორიულ უარს აცხადებს ხმების გადათვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე
კანდიდატებს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში გავიდნენ, თავიანთი კანდიდატურის მოხსნის უფლება არა აქვთ
ქართული ოპოზიციის რიგებში კვლავ უთანხმოებაა - ამჯერად დავის საგანი მეორე ტურის დროს ე.წ. სირცხვილის დერეფნების მოწყობა გახდა
გიგი უგულავას თქმით, ამერიკელ დიპლომატს საზეიმო დახვედრას მოუწყობენ და შეახსენებენ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების „ტოტალური გაყალბების“ შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხშაბათს დაასრულა 9 ნოემბერს აქციაზე დაკავებულ პირთა საქმის განხილვა. დაკავებულთაგან ორს ჯარიმა, ერთს კი ადმინისტრაციული წესით სამდღიანი პატიმრობა შეეფარდა
გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის ყველაზე მეტად სტაბილური პოლიტიკური პროცესია საჭირო
პოლიტიკოსის განცხადებით, უნდა ჩატარდეს ოპოზიციის მშვიდობიანი აქცია, რომელზეც ქართველი ხალხი ამერიკელ სტუმარს აჩვენებს ქვეყანაში ცვლილებების სურვილს, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგება
ხუნდაძის განცხადებით, რისკების თავიდან ასაცილებლად საჭიროა პოლიტიკური პროცესების ქუჩიდან მოლაპარაკებების მაგიდასთან გადატანა და ადეკვატური შეზღუდვების შემოღება
ოპოზიციის პროტესტმა, რომელიც მეორე კვირაა გრძელდება, და მისმა უარმა, მონაწილეობა მიიღოს პარლამენტის მუშაობასა და არჩევნების მეორე ტურში, ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანა. ახლა მხარეები ცდილობენ გამოსავლის პოვნას უკვე ნაცადი – მოლაპარაკების გზით
მთლიანობაში საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჩივრების საფუძველზე 24 ათასზე მეტი ამომრჩევლის ხმა გადათვალა