https://sputnik-georgia.com/20250703/ramdeni-partia-miirebs-monawileobas-adgilobriv-arcevnebsi-294040595.html
არჩევნები-2025: რამდენი პარტია მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში
არჩევნები-2025: რამდენი პარტია მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში
Sputnik საქართველო
ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ მსჯელობენ ადგილობრივ არჩევნებში მიღება-არმიღების საკითხზე, მმართველმა პარტიამ კი ოფიციალურად დაადასტურა, რომ იღებს მონაწილეობას 03.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-03T22:19+0400
2025-07-03T22:19+0400
2025-07-03T22:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289190838_0:85:1620:996_1920x0_80_0_0_602188fda64476645acb2056ed3067b2.jpg
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. დღეის მდგომარეობით, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ ორი პარტიაა რეგისტრირებული, ნათქვამია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციაში.არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება.ამჟამად საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არეგისტრირებს იმ პარტიებს, რომლებსაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ. რეგისტრაცია 14 ივლისამდე გაგრძელდება.რეგისტრაცია გაიარეს პარტიებმა „კონსერვატორები საქართველოსთვის“ (თავმჯდომარე გიორგი ქარდავა) და „მამული, ენა, სარწმუნოება“ თავმჯდომარე ზაურ ხაჩიძე). სხვა პარტიებს განაცხადი არ შეუტანიათ.თუ პარტია რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას ან არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, რეგისტრაციის გავლას შეძლებს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. ოპოზიციური პარტიებიდან, რომლებიც ჯერ კიდევ ასწრებენ რეგისტრაციის გავლას, მონაწილეობა დაადასტურეს პარტიებმა „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოსთვის“ და „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.დღეისათვის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს: „თავისუფლების მოედანი“; „ევროპული საქართველო“; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“; „ახალი“; „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „დროა“; „ფედერალისტები“.ამ პარტიების თვალსაზრისით, არჩევნებში მათი მონაწილეობა „ხელისუფლების ლეგიტიმურობის შთაბეჭდილებას“ შექმნიდა.არჩევნებიადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ყველაზე მასშტაბური არჩევნები ქვეყანაში, როდესაც ყველა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები ცალ-ცალკე ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.საკრებულოებში პროპორციული არჩევნების ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კი საჭიროა ხმების უმრავლესობის მიღება.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები ცალ-ცალკე ითვლება თითოეულ ოლქში. ამრიგად, მცირე პარტიების უმეტესობას არ ექნება რესურსი, რომ გაიმარჯვოს ცალკეულ მუნიციპალიტეტში.აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მმართველი პარტია ოპოზიციასთან დამარცხდა ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289190838_90:0:1530:1080_1920x0_80_0_0_3432b43db6435e26badfcf953aa1d582.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, თვითმმართველობის არჩევნები
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, თვითმმართველობის არჩევნები
არჩევნები-2025: რამდენი პარტია მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში
ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ მსჯელობენ ადგილობრივ არჩევნებში მიღება-არმიღების საკითხზე, მმართველმა პარტიამ კი ოფიციალურად დაადასტურა, რომ იღებს მონაწილეობას
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. დღეის მდგომარეობით, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ ორი პარტიაა რეგისტრირებული, ნათქვამია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციაში.
არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება.
ამჟამად საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არეგისტრირებს იმ პარტიებს, რომლებსაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ. რეგისტრაცია 14 ივლისამდე გაგრძელდება.
რეგისტრაცია გაიარეს პარტიებმა „კონსერვატორები საქართველოსთვის“ (თავმჯდომარე გიორგი ქარდავა) და „მამული, ენა, სარწმუნოება“ თავმჯდომარე ზაურ ხაჩიძე). სხვა პარტიებს განაცხადი არ შეუტანიათ.
თუ პარტია რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას ან არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, რეგისტრაციის გავლას შეძლებს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. ოპოზიციური პარტიებიდან, რომლებიც ჯერ კიდევ ასწრებენ რეგისტრაციის გავლას, მონაწილეობა დაადასტურეს პარტიებმა „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოსთვის“ და „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.
დღეისათვის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს: „თავისუფლების მოედანი“; „ევროპული საქართველო“; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“; „ახალი“; „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „დროა“; „ფედერალისტები“.
ამ პარტიების თვალსაზრისით, არჩევნებში მათი მონაწილეობა „ხელისუფლების ლეგიტიმურობის შთაბეჭდილებას“ შექმნიდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ყველაზე მასშტაბური არჩევნები ქვეყანაში, როდესაც ყველა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები ცალ-ცალკე ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.
საკრებულოებში პროპორციული არჩევნების ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კი საჭიროა ხმების უმრავლესობის მიღება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები ცალ-ცალკე ითვლება თითოეულ ოლქში. ამრიგად, მცირე პარტიების უმეტესობას არ ექნება რესურსი, რომ გაიმარჯვოს ცალკეულ მუნიციპალიტეტში.
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მმართველი პარტია ოპოზიციასთან დამარცხდა ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში.