https://sputnik-georgia.com/20250704/qartul-opoziciasi-bzari-rrmavdeba-arcevnebis-boikoti-tu-monawileoba-294041323.html
ქართულ ოპოზიციაში ბზარი ღრმავდება: არჩევნების ბოიკოტი თუ მონაწილეობა?
ქართულ ოპოზიციაში ბზარი ღრმავდება: არჩევნების ბოიკოტი თუ მონაწილეობა?
Sputnik საქართველო
ამომრჩევლის ნების უგულებელყოფა და სხვისი კარნახით მოქმედება ოპოზიციაში შიდა უთანხმოებასა და დაპირისპირებას იწვევს, აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“ 04.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-04T09:29+0400
2025-07-04T09:29+0400
2025-07-04T09:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/13/291002131_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_287b321fd22a7fd7a48162feb55952b7.jpg
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. ქართულ ოპოზიციაში ძლიერდება უთანხმოება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე - ზოგი ბოიკოტს აცხადებს, ზოგი კი ბრძოლისა და გაერთიანებისკენ მოუწოდებს.ოპოზიციაში მზარდი უთანხმოების ფონზე, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ელგუჯა ხოკრიშვილმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დატოვა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში მან განმარტა, რომ აზრთა სხვადასხვაობა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც პარტიის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით დისკუსიები დაიწყო.ხოკრიშვილი მიიჩნევს, რომ მიმდინარე პროცესში მონაწილეობა რეალურ პოლიტიკურ ცვლილებებს არ მოიტანს. ამისათვის ერთადერთი გზა არის აქტიური ბოიკოტი და სამოქალაქო პროტესტის გაფართოება, შიდა და გარე ზეწოლა, ქუჩის პროტესტი, საერთაშორისო სანქციები და პოლიტიკური დელეგიტიმაცია.ამომრჩევლის ნების უგულებელყოფა და სხვისი კარნახით მოქმედება ოპოზიციაში შიდა უთანხმოებასა და დაპირისპირებას იწვევს, დანარჩენ შემთხვევაში არის პირადი და პარტიული ეგოიზმი, ერთმანეთის აუტანლობა და გაუტანლობა. ამაში დარწმუნებულია ასევე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის გარდა, არჩევნების ბოიკოტს არ შეუერთდა ასევე ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“. „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია, კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციონერ კოლეგებს ძალების გაერთიანებისკენ არჩევნების წინ.ხაზარაძემ ასევე განაცხადა, რომ ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ „ლელო“ მიზანში ამოიღო და მის წინააღმდეგ კამპანიას მართავს. თუმცა, მისი აზრით, ასეთი ქმედებები უშედეგო იქნება. მან მოუწოდა ოპოზიციას, ფოკუსირდნენ რეალურ მეტოქეზე, რომელიც, მისი აზრით, ყველასთვის ცნობილია.ფოკუსი გასასწორებელი აქვთ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ღალატობენ გაცხადებულ და ოპოზიციის მიერ არჩეულ კურსს, რომლებიც აპირებენ თანამშრომლობას ხელისუფლებასთან და უარს აცხადებენ არჩევნების ბოიკოტზე, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა.„ფოკუსი გასასწორებელი აქვთ იმ ძალებს, რომლებიც არჩეულ კურსს ღალატობენ, ე.წ. ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აპირებენ, უარს აღარ ამბობენ არჩევნებზე. პირიქით ჩვენ უნდა მოვუწოდებდეთ მათ, რომ ფოკუსი გაასწორონ, მაგრამ, საერთო ჯამში, პირიქით ხდება და ბედავენ, რომ აქეთ გვეუბნებიან“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.„ნაციონალური მოძრაობა“ იმ რვა ოპოზიციურ პარტიას შორისაა, რომლებმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი გამოაცხადეს. უარყოფის შესახებ ერთობლივ განცხადებას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ხელი მოაწერეს „თავისუფლების მოედანმა“, „ევროპულმა საქართველომ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ახალმა“, „გირჩი - მეტი თავისუფლებამ“, „დროამ“ და „ფედერალისტებმა“.თვითმმართველობის არჩევნებისაქართველოსთვის ეს არჩევნები მნიშვნელოვანია რეგიონებზე კონტროლისა და მოსახლეობის პოლიტიკური სიმპათიების განსაზღვრის თვალსაზრისით.ამავდროულად, მომავალი არჩევნები მასშტაბურია საარჩევნო პროცესში მონაწილე სუბიექტების რაოდენობის თვალსაზრისით, ასევე ლოკალურიცაა, იმის გათვალისწინებით, რომ 62 რაიონიდან თითოეულის მაცხოვრებლები ცალ-ცალკე ირჩევენ მერებსა და საკრებულოების წევრებს.არჩევნების შედეგები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ოლქების მიხედვით. მაგალითად, ბოლო ასეთ არჩევნებში, რომელიც ჩატარდა თბილისში, საარჩევნო ბარიერი ხუთმა პარტიამ გადალახა, საქართველოს მთიან რეგიონში, ამბროლაურში - სამმა, ხოლო ახალქალაქის რეგიონში - ორმა.საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მიხედვით, ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ შემდეგ პარტიებს აქვთ: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „საქართველოსთვის“.დანარჩენმა პარტიებმა, ქვეყნის მასშტაბითაც კი, მინიმალური 3%-იანი მხარდაჭერაც ვე მოიპოვეს და რიგ რეგიონებში მათი მხარდაჭერა ნულის ტოლი იყო.ამასთან, ბარიერგადალახული თითოეული ცალკეული პარტიის მხარდაჭერა 30%-ს არ აღემატება. გამარჯვების მცირე შანსებს შეზღუდული ფინანსებიც ემატება.დღესდღეობით, ოპოზიციური პარტიების უმეტესობა თვითდაფინანსებაზეა და შემოწირულობებით არსებობს. ამასთან, მათ უფლება აქვთ მიიღონ თანხები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისა და ქართული კომპანიებისგან. უცხოური დაფინანსების ნებისმიერი შემოდინება, მათ შორის ევროპელებისგან ან ემიგრანტებისგან, გამორიცხულია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/13/291002131_0:0:2048:1537_1920x0_80_0_0_9806f413cb6091e8161a016b35266091.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ქართულ ოპოზიციაში ბზარი ღრმავდება: არჩევნების ბოიკოტი თუ მონაწილეობა?
ამომრჩევლის ნების უგულებელყოფა და სხვისი კარნახით მოქმედება ოპოზიციაში შიდა უთანხმოებასა და დაპირისპირებას იწვევს, აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. ქართულ ოპოზიციაში ძლიერდება უთანხმოება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე - ზოგი ბოიკოტს აცხადებს, ზოგი კი ბრძოლისა და გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
ოპოზიციაში მზარდი უთანხმოების ფონზე, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ელგუჯა ხოკრიშვილმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დატოვა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში მან განმარტა, რომ აზრთა სხვადასხვაობა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც პარტიის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით დისკუსიები დაიწყო.
ხოკრიშვილი მიიჩნევს, რომ მიმდინარე პროცესში მონაწილეობა რეალურ პოლიტიკურ ცვლილებებს არ მოიტანს. ამისათვის ერთადერთი გზა არის აქტიური ბოიკოტი და სამოქალაქო პროტესტის გაფართოება, შიდა და გარე ზეწოლა, ქუჩის პროტესტი, საერთაშორისო სანქციები და პოლიტიკური დელეგიტიმაცია.
ამომრჩევლის ნების უგულებელყოფა და სხვისი კარნახით მოქმედება ოპოზიციაში შიდა უთანხმოებასა და დაპირისპირებას იწვევს, დანარჩენ შემთხვევაში არის პირადი და პარტიული ეგოიზმი, ერთმანეთის აუტანლობა და გაუტანლობა. ამაში დარწმუნებულია ასევე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.
„როცა ფუნდამენტურად არასწორ პოლიტიკას ეწევი და პოლიტიკა მთლიანად ტყუილსა და მანიპულაციაზე არის დამყარებული, ადრე თუ გვიან ის ასეთ სავალალო შედეგებს იძლევა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის გარდა, არჩევნების ბოიკოტს არ შეუერთდა ასევე ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“. „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია, კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციონერ კოლეგებს ძალების გაერთიანებისკენ არჩევნების წინ.
ხაზარაძემ ასევე განაცხადა, რომ ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ „ლელო“ მიზანში ამოიღო და მის წინააღმდეგ კამპანიას მართავს. თუმცა, მისი აზრით, ასეთი ქმედებები უშედეგო იქნება. მან მოუწოდა ოპოზიციას, ფოკუსირდნენ რეალურ მეტოქეზე, რომელიც, მისი აზრით, ყველასთვის ცნობილია.
„მეგობრულად მოგმართავთ, ეს კამპანია იქნება უშედეგო… ასევე, მტერი და მოწინააღმდეგე, მგონი, ცნობილია ყველასთვის და ფოკუსი მათზე უნდა გასწორდეს!“ - აღნიშნა ხაზარაძემ.
ფოკუსი გასასწორებელი აქვთ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ღალატობენ გაცხადებულ და ოპოზიციის მიერ არჩეულ კურსს, რომლებიც აპირებენ თანამშრომლობას ხელისუფლებასთან და უარს აცხადებენ არჩევნების ბოიკოტზე, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა.
„ფოკუსი გასასწორებელი აქვთ იმ ძალებს, რომლებიც არჩეულ კურსს ღალატობენ, ე.წ. ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აპირებენ, უარს აღარ ამბობენ არჩევნებზე. პირიქით ჩვენ უნდა მოვუწოდებდეთ მათ, რომ ფოკუსი გაასწორონ, მაგრამ, საერთო ჯამში, პირიქით ხდება და ბედავენ, რომ აქეთ გვეუბნებიან“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ იმ რვა ოპოზიციურ პარტიას შორისაა, რომლებმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი გამოაცხადეს. უარყოფის შესახებ ერთობლივ განცხადებას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ხელი მოაწერეს „თავისუფლების მოედანმა“, „ევროპულმა საქართველომ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ახალმა“, „გირჩი - მეტი თავისუფლებამ“, „დროამ“ და „ფედერალისტებმა“.
თვითმმართველობის არჩევნები
საქართველოსთვის ეს არჩევნები მნიშვნელოვანია რეგიონებზე კონტროლისა და მოსახლეობის პოლიტიკური სიმპათიების განსაზღვრის თვალსაზრისით.
ამავდროულად, მომავალი არჩევნები მასშტაბურია საარჩევნო პროცესში მონაწილე სუბიექტების რაოდენობის თვალსაზრისით, ასევე ლოკალურიცაა, იმის გათვალისწინებით, რომ 62 რაიონიდან თითოეულის მაცხოვრებლები ცალ-ცალკე ირჩევენ მერებსა და საკრებულოების წევრებს.
არჩევნების შედეგები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ოლქების მიხედვით. მაგალითად, ბოლო ასეთ არჩევნებში, რომელიც ჩატარდა თბილისში, საარჩევნო ბარიერი ხუთმა პარტიამ გადალახა, საქართველოს მთიან რეგიონში, ამბროლაურში - სამმა, ხოლო ახალქალაქის რეგიონში - ორმა.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მიხედვით, ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ შემდეგ პარტიებს აქვთ: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „საქართველოსთვის“.
დანარჩენმა პარტიებმა, ქვეყნის მასშტაბითაც კი, მინიმალური 3%-იანი მხარდაჭერაც ვე მოიპოვეს და რიგ რეგიონებში მათი მხარდაჭერა ნულის ტოლი იყო.
ამასთან, ბარიერგადალახული თითოეული ცალკეული პარტიის მხარდაჭერა 30%-ს არ აღემატება. გამარჯვების მცირე შანსებს შეზღუდული ფინანსებიც ემატება.
დღესდღეობით, ოპოზიციური პარტიების უმეტესობა თვითდაფინანსებაზეა და შემოწირულობებით არსებობს. ამასთან, მათ უფლება აქვთ მიიღონ თანხები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისა და ქართული კომპანიებისგან. უცხოური დაფინანსების ნებისმიერი შემოდინება, მათ შორის ევროპელებისგან ან ემიგრანტებისგან, გამორიცხულია.