https://sputnik-georgia.com/20250704/partia-droas-finansuri-problemebi-aqvs-rogor-musaobs-partiebis-dafinanseba-294042802.html
პარტია „დროას“ ფინანსური პრობლემები აქვს: როგორ მუშაობს პარტიების დაფინანსება საქართველოში
პარტია „დროას“ ფინანსური პრობლემები აქვს: როგორ მუშაობს პარტიების დაფინანსება საქართველოში
Sputnik საქართველო
„დროა“ თვითდაფინანსებაზეა და არ იღებს სახელმწიფოსგან დაფინანსებას, რადგან უარი თქვა პარლამენტში მუშაობაზე. 04.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-04T10:45+0400
2025-07-04T10:45+0400
2025-07-04T10:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0e/291409128_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_979947cfdfd319ff027ea8f1bc6fb81e.jpg
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. ოპოზიციურმა პარტიამ „დროა“ განაცხადა ფინანსური პრობლემების შესახებ, რაც ხელს უშლის პარტიას მუშაობაში, განაცხადა პარტიის ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.„დროა“ თვითდაფინანსებაზეა და არ იღებს სახელმწიფოსგან დაფინანსებას, რადგან უარი თქვა პარლამენტში მუშაობაზე. ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის 1 იანვრიდან „დროა“-სთვის გაღებული შემოწირულობები 13.040 ლარს შეადგენს. პარტიას არ აქვს ოფისი ან სხვა ქონება.შედარებისთვის: ამ პერიოდისთვის პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისთვის“ შემოწირულობების საერთო რაოდენობამ 121,8 ათასი ლარი შეადგინა, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ - 385,1 ათასი ლარი, ხოლო პარტია „ახალისთის“- 190,8 ათასი ლარი.რაც შეეხება მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“, მისმა შემოწირულობებმა მხოლოდ ივნისში 1,5 მილიონ ლარს გადააჭარბა.როგორ ფინანსდება პარტიები საქართველოშისაქართველოში პარტიები ფინანსდებიან მხოლოდ პარტიული შენატანებით, შემოწირულობებით და სახელმწიფოსგან, თუ პარტიას ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში.საქართველოში პარტიებს ეკრძალებათ შემოწირულობების მიღება საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, იურიდიული პირებისგან ან გაერთიანებებისგან, ასევე სუბიექტებისგან, რომლებიც სახელმწიფო სისტემის ნაწილს წარმოადგენენ, ასევე იკრძალება ანონიმური შემოწირულობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0e/291409128_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_f8451a82322408f81b88a2a83c6b1909.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
პარტია „დროას“ ფინანსური პრობლემები აქვს: როგორ მუშაობს პარტიების დაფინანსება საქართველოში
„დროა“ თვითდაფინანსებაზეა და არ იღებს სახელმწიფოსგან დაფინანსებას, რადგან უარი თქვა პარლამენტში მუშაობაზე.
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. ოპოზიციურმა პარტიამ „დროა“ განაცხადა ფინანსური პრობლემების შესახებ, რაც ხელს უშლის პარტიას მუშაობაში, განაცხადა პარტიის ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.
„დროა“ თვითდაფინანსებაზეა და არ იღებს სახელმწიფოსგან დაფინანსებას, რადგან უარი თქვა პარლამენტში მუშაობაზე. ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის 1 იანვრიდან „დროა“-სთვის გაღებული შემოწირულობები 13.040 ლარს შეადგენს. პარტიას არ აქვს ოფისი ან სხვა ქონება.
შედარებისთვის: ამ პერიოდისთვის პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისთვის“ შემოწირულობების საერთო რაოდენობამ 121,8 ათასი ლარი შეადგინა, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ - 385,1 ათასი ლარი, ხოლო პარტია „ახალისთის“- 190,8 ათასი ლარი.
რაც შეეხება მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“, მისმა შემოწირულობებმა მხოლოდ ივნისში 1,5 მილიონ ლარს გადააჭარბა.
როგორ ფინანსდება პარტიები საქართველოში
საქართველოში პარტიები ფინანსდებიან მხოლოდ პარტიული შენატანებით, შემოწირულობებით და სახელმწიფოსგან, თუ პარტიას ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში.
საქართველოში პარტიებს ეკრძალებათ შემოწირულობების მიღება საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, იურიდიული პირებისგან ან გაერთიანებებისგან, ასევე სუბიექტებისგან, რომლებიც სახელმწიფო სისტემის ნაწილს წარმოადგენენ, ასევე იკრძალება ანონიმური შემოწირულობა.