პარლამენტის ახალი წევრი დავით დოლიძე გახდა

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2025
გამოწერა
დოლიძემ საკანონმდებლო ორგანოში გივი მიქანაძე ჩაანაცვლა.
თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სესიის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 74 ხმით დავით დოლიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა.
დოლიძემ საკანონმდებლო ორგანოში გივი მიქანაძე ჩაანაცვლა, რომლის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც იგი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 30 ივნისს გამოაცხადა.
როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა, პარლამენტის გამოკლებული წევრის, გივი მიქანაძის ადგილმონაცვლედ წარდგენილია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიის წევრი დავით დოლიძე.
მათიკაშვილის განცხადებით, ცესკოს მიერ წარმოდგენილია ყველა საჭირო დოკუმენტი.
მიქანაძემ პოსტზე ალექსანდრე წულაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია ორშაბათს, 30 ივნისს გაავრცელა.
რაც შეეხება დავით დოლიძეს, ის მანამდე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მზრუნველობის სააგენტოს დირექტორი იყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა დედაქალაქის სტრუქტურებში, მათ შორის — შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობაზე.
ყველა ახალი ამბავი
0