https://sputnik-georgia.com/20250702/papuashvilma-ungretis-elchtan-shexvedra-gamarta-294022067.html
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უნგრეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უნგრეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
Sputnik საქართველო
შალვა პაპუაშვილმა ანა მარია შიკოსთან მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის კავშირების განმტკიცებისთვის და წარმატება უსურვა მის შემდგომ საქმიანობაში. 02.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-02T21:00+0400
2025-07-02T21:00+0400
2025-07-02T21:00+0400
საქართველო
უნგრეთი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0f/287929692_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_1711fe689a6bffd29646d2a8053a0aa5.jpg
თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ანა მარია შიკოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა, იუწყება პარლამენტის პრეს-სამსახური.შეხვედრაზე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა ელჩის გამორჩეულად წარმატებული საქმიანობა, რომელმაც მნიშვნელოვნად გააძლიერა საქართველოსა და უნგრეთს შორის მეგობრული ურთიერთობები.პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის კავშირების განმტკიცებისთვის და წარმატება უსურვა მის შემდგომ საქმიანობაში.საქართველო და უნგრეთისაქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.უკვე 2013 წელს შეიქმნა ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი კომისია, 2022 წელს კი ხელი მოეწერა დეკლარაციას სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.პარტნიორობის ფარგლებში უნგრეთის მთავრობამ პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწია საქართველოს, მათ შორის ევროკავშირის საბჭოში, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ. გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობის წევრები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს მთავრობის პოზიციას უკრაინისა და რუსეთის მიმართ.პრემიერ-მინისტრი ორბანი საჯაროდ ეწვია თბილისს 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რათა კიდევ ერთხელ ეთქვა ევროკავშირის სხვა ქვეყნებისა და "ქართული ოცნების" ოპონენტებისთვის, რომ ბუდაპეშტი სრულად აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ დაუშვებს, რომ ბრიუსელმა არამეგობრული ნაბიჯები გადადგას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0f/287929692_127:0:1948:1366_1920x0_80_0_0_9dc7f4f8c6a8235b5a30274b100fbaa4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უნგრეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველო, უნგრეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უნგრეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
შალვა პაპუაშვილმა ანა მარია შიკოსთან მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის კავშირების განმტკიცებისთვის და წარმატება უსურვა მის შემდგომ საქმიანობაში.
თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ანა მარია შიკოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა, იუწყება პარლამენტის პრეს-სამსახური.
შეხვედრაზე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა ელჩის გამორჩეულად წარმატებული საქმიანობა, რომელმაც მნიშვნელოვნად გააძლიერა საქართველოსა და უნგრეთს შორის მეგობრული ურთიერთობები.
„ხაზი გავუსვი ნაყოფიერ საპარლამენტო ურთიერთობებს და წლის დასაწყისში საქართველოს პარლამენტსა და უნგრეთის ეროვნულ ასამბლეას შორის ხელმოწერილ თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას”, - განაცხადა პაუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის კავშირების განმტკიცებისთვის და წარმატება უსურვა მის შემდგომ საქმიანობაში.
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
უკვე 2013 წელს შეიქმნა ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი კომისია, 2022 წელს კი ხელი მოეწერა დეკლარაციას სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.
პარტნიორობის ფარგლებში უნგრეთის მთავრობამ პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწია საქართველოს, მათ შორის ევროკავშირის საბჭოში, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ. გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობის წევრები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს მთავრობის პოზიციას უკრაინისა და რუსეთის მიმართ.
პრემიერ-მინისტრი ორბანი საჯაროდ ეწვია თბილისს 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რათა კიდევ ერთხელ ეთქვა ევროკავშირის სხვა ქვეყნებისა და "ქართული ოცნების" ოპონენტებისთვის, რომ ბუდაპეშტი სრულად აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ დაუშვებს, რომ ბრიუსელმა არამეგობრული ნაბიჯები გადადგას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.