ეუთოს გენმდივანი: არჩევნების შედეგები ხალხის ნებას ასახავს, ოპოზიციის ბოიკოტი უსამართლოა

© facebook.com/GeorgianGovernmentПремьер-министр Грузии Ираклий Кобахидзе встретился с генеральным секретарем ОБСЕ Феридуном Синирлиоглу
Премьер-министр Грузии Ираклий Кобахидзе встретился с генеральным секретарем ОБСЕ Феридуном Синирлиоглу - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2025
გამოწერა
ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს უკვე რვა თვეა მართავს.
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნების შედეგები ხალხის ნებას ასახავდა, ხოლო ოპოზიცია, რომელმაც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში 40 პროცენტზე მეტი წარმომადგენლობა მიიღო, უსამართლოდ ეპყრობა თავის ამომრჩევლებს, ამის შესახებ ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, ფერიდუნ სინირლიოღლუმ განაცხადა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მიხედვით, ბარიერი შემდეგმა პარტიებმა გადალახეს: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „საქართველოსთვის“. ეს პარტიები არჩევნების შედეგებს გაყალბებულს უწოდებენ, ბოიკოტს უცხადებენ საპარლამენტო მუშაობას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
„არჩევნებზე, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია ეჭვქვეშ აყენებს, ოდირ-ის ანგარიშში ცალსახად წერია, რომ მისი შედეგები, გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, ამომრჩეველთა ნებას ასახავდა“, - განაცხადა სინირლიოღლუმ.
საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას 150 მანდატიდან 61 აქვს, ანუ პარლამენტის 40 პროცენტზე მეტი ოპოზიციით არის წარმოდგენილი, თუმცა, ეუთოს გენმდივნის თქმით, ის პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. სინირლიოღლუ მიიჩნევს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში მნიშვნელოვანია არსებობდეს სამოქალაქო სივრცე მოსაზრების გამოსახატად, თუმცა ასევე ეფექტიანად უნდა გამოიყენონ პარლამენტი როგორც ხალხის მიერ არჩეული ორგანო.
„პარლამენტში გქონდეს 40-პროცენტიანი წარმომადგენლობა და ამას არ იყენებდე, ნიშნავს, უსამართლოდ ეპყრობი ხალხს, ვინც აგირჩია. ეს არის საკითხი, რომელიც საქართველოზე საუბრისას უნდა შევისწავლოთ“, - განაცხადა გენმდივანმა.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩატარდა. ის ეყრდნობა ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშს, რომელიც არ აყენებს ეჭვქვეშ ხმის მიცემის შედეგებს, თუმცა აღნიშნავს რიგ დარღვევებს.
ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს უკვე რვა თვეა მართავს.
ყველა ახალი ამბავი
0