ბოდბის ეპარქიის მიტროპოლიტ იაკობის სკანდალური განცხადებამ იმის თაობაზე, რომ ხელისუფლების წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გადაყენებას გეგმავდნენ, საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია. ხელისუფლებამ მსგავს ბრალდებებს სისულელე უწოდა, ოპოზიციამ კი გამოძიების ჩატარება მოითხოვა.
მეუფე იაკობის განცხადებით, შეხვედრაზე, რომელიც ექს-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, მას კვირიკაშვილი, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, გარდა ამისა, მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ ეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა იყო.
დეკანოზ მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის
კომისიის წევრები შედიან მხოლოდ იმ ტაძრებში, სადაც წინამძღვრებმა საკუთარი ნებით დატოვეს ეპარქია ან თანამდებობა
ამ ეტაპზე ეპარქიაში ინვენტარიზაცია და უძრავ-მოძრავი ქონების გადაბარების პროცესი მიმდინარეობს, რასაც, სასულიერო პირების განცხადებით, მინიმუმ ორი კვირა დასჭირდება
ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართველი ამჟამად კომისიას ელოდება, რომელსაც ეპარქიას გადააბარებს, რის შემდეგაც ის, სავარაუდოდ, თბილისში გაემგზავრება
წმინდა სინოდმა ხუთშაბათს მეუფე პეტრეს (ცაავა) ჩამოართვა მიტროპოლიტის წოდება, სინოდის წევრობა და მონანიებისთვის მონასტერში გაგზავნა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მამათმავლობის მფარველობაში დასდო ბრალი
საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ სინოდი დეკანოზს პრეზიდენტთან უშუამდგომლებს
ჭყონდიდის ყოფილი ეპისკოპოსი პეტრე (ცაავა) შიომღვიმის მონასტრის ნაცვლად, სადაც ის პატრიარქმა განაწესა, ინჩხურის მონასტრის დათმობას მოითხოვს
ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი შიომღვიმის მონასტერში განამწესეს. პატრიარქის შესაბამისი ბრძანება საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა
წმინდა სინოდმა ხუთშაბათს მამა პეტრეს (ცაავა) ჩამოართვა მიტროპოლიტის წოდება, სინოდის წევრობა და მონანიებისთვის მონასტერში გაგზავნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე საქართველოს საპატრიარქოში 31 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა
მღვდელმსახურები, რომლებმაც მამა პეტრეს (ცაავა) მხარი დაუჭირეს, ეპარქიის მიტროპოლიტის რეზიდენციაში განმარტებებს ელოდებიან
მამა პეტრე (ცაავა), რომელსაც გუშინ ჭყონდიდის მღვდელმთავრობა ჩამოართვეს, აცხადებს, რომ მან კათოლიკოს-პატრიარქს თავისი გულისტკივილი გაუზიარა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმსახურებს მოუწოდა, რომ ერთმანეთს ტვირთი კი არ დაუმძიმონ, არამედ შეუმსუბუქონ
წმინდა სინოდმა მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენა, რის შემდეგაც პეტრე ცაავამ სინოდის სხდომა დატოვა და ჟურნალისტებთან სკანდალური განცხადება გააკეთა
წმიდა სინოდის წევრებმა კათოლიკოს-პატრიარქის არაერთგზის შეურაცხყოფის გამო მეუფე პეტრეს სინანულისაკენ მოუწოდეს, მაგრამ მან უარი განაცხადა
მარტვილის ტაძარში შეკრებილი მრევლი და სამღვდელოება აცხადებს, რომ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას არ შეეგუება
წმიდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე მიტროპოლიტ პეტრე ცაავას აეკრძალა მღვდელმოქმედება, ის გათავისუფლდა ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს საპატრიარქოში შეხვდა
წმინდა სინოდის წევრებმა ისაუბრეს დღევანდელი სხდომის დეტალებზე, რომლებმაც მთელი საქართველო შოკში ჩააგდო
დღეს წმინდა სინოდის კრება გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა) განაცხადა, რომ მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. მისი თქმით, ილია მეორემ მღვდელმთავრობიდან ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო გადააყენა