მრევლის ემოციური დამშვიდობება მამა პეტრესთან – ყოფილმა მღვდელმთავარმა ცრემლები ვერ შეიკავა

© photo : Sputnik / Nika Latariaპეტრე ცაავა
პეტრე ცაავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი შიომღვიმის მონასტერში განამწესეს. პატრიარქის შესაბამისი ბრძანება საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) მარტვილში იმყოფება და მრევლს ემშვიდობება. სასულიერო პირი დღეს სალხინოს სკოლა-პანსიონში ჩავიდა და აღსაზრდელებს დაემშვიდობა.

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი შიომღვიმის მონასტერში განამწესეს. პატრიარქის შესაბამისი ბრძანება საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა.

წმინდა სინოდმა ხუთშაბათს მეუფე პეტრეს ჩამოართვა მიტროპოლიტის წოდება, სინოდის წევრობა და მონანიებისთვის მონასტერში გაგზავნა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მამათმავლობის მფარველობაში დასდო ბრალი. მამა პეტრეს განცხადებით, მან სინოდისგან მოწმეების წარდგენისთვის დრო მოითხოვა, თუმცა ამაზე უარი მიიღო. იმავე დღეს მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ ოფიციალური განმარტება გაავრცელა. წმინდა სინოდის წევრებმა განაცხადეს, რომ ქართულ ეკლესიას პატრიარქის ასეთი შეურაცხყოფა, როგორიც მას მამა პეტრემ მიაყენა, არ უნახავს. ილია მეორემ, თავის მხრივ, სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მამა პეტრე, რომელიც განსაკუთრებული მღვდელმსახური იყო, ასე შეიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0