საეკლესიო სკანდალი - მეუფე პეტრეს მრევლი მარტვილის ტაძარში ელოდება

© Sputnik / STRINGERღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მარტვილში
ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მარტვილში  - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარტვილის ტაძარში შეკრებილი მრევლი და სამღვდელოება აცხადებს, რომ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას არ შეეგუება

თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. მრევლის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი, სამღვდელოება და მონაზვნები შეკრებილი არიან მარტვილში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში და ელოდებიან თავის უკვე ყოფილ ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავას), იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

მეუფე პეტრე პატრიარქს უყვიროდა - სამღვდელოებამ სინოდზე მომხდარის შესახებ ისაუბრა >>

ხუთსაბათს გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრეს ჭყონდიდის მიტროპოლიტის წოდება და სინოდის წევრობა ჩამოერთვა და მოსანანიებლად მონასტერში გაიგზავნა. მიზეზი კი გახდა მამათმავლობის ბრალდება, რომელიც მან კათოლიკოს-პატრიარქს წაუყენა. პეტრე ცაავას თქმით, მან მოითხოვა დრო იმისათვის, რომ მოწმეები წარმოადგინოს, მაგრამ მას უარი ეთქვა.

როგორც მარტვილის ტაძარში შეკრებილები აცხადებენ, ისინი წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას არ შეეგუებიან და ახალ მიტროპოლიტს არ მიიღებენ. ამიერიდან ჭყონდიდის ეპარქიას სათავეში ჩაუდგება მეუფე გრიგოლ (კაცია), რომელიც აქამდე წალკელი ეპისკოპოსი იყო.

მეუფე პეტრეს აეკრძალა საღვთო მსახურებისა და საიდუმლოს აღსრულება.

ყველა ახალი ამბავი
0