მარგველაშვილი: პატრიარქმა „კაგებეს“ გაუძლო და ეს კოღოს ნაკბენები ვერ შეარყევენ

© photo: Sputnik / Stringerგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს საპატრიარქოში შეხვდა

თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს-კათოლიკოს-პატრიარქმა „კაგებეს“ გაუძლო და ეს კოღოს ნაკბენები ვერ შეარყევენ, განუცხადა საქართვერლოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს საპატრიარქოს დატოვების შემდეგ.

მეუფე პეტრე პატრიარქს უყვიროდა - სამღვდელოებამ სინოდზე მომხდარის შესახებ ისაუბრა >>

დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომლეზეც ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. თავად მეუფე პეტრეს განცხადებით, აღნიშნულის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ მან პატრიარქი მამათმავლობაში ამხილა. მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია „პედარასტიისა და მამათმავლობის ცოდვითაა შეპყრობილი".

„კაგებეს სპეცსამსახურები ცდილობდნენ, რომ მისი ღირებულებები შეეცვალათ, იმ ფონზე, როდესაც პატრიარქმა კაგებეს გაუძლო, ეს კოღოს ნაკბენები მისი რამენაირად შემრყევი არ არის“, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპატრიარქოს დატოვების შემდეგ.
მიტროპოლიტი დანიელი - Sputnik საქართველო
მიტროპოლიტი დანიელი: მამა პეტრე მონასტერში მოსანანიებლად გაიგზავნა

გიორგი მარგველაშვილი ილია მეორეს 31 ოქტომბრის საღამოს შეხვდა.

მისი განცხადებით, მას დახვდა კათოლიკოს-პატრიარქი, რომელსაც ბოლო 40 წელია იცნობს.

„მივხვდი, რომ მის უწმინდესობას გავლილი აქვს არაერთი მძიმე დღე ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლაში. ის მტკიცედ დგას შეთითხნილი, მარტივი ინტრიგების ზემოთ. მე დავინახე პატრიარქი, რომელიც ვერ გატეხა ვერც „კაგებემ“ და ვერც სხვა სპეცსამსახურებმა. პატრიარქი არის მხნედ, ხედვა აქვს ხვალინდელი დღის და პერსპექტივის. ჩვენზეც, საზოგადოებაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, რომ რაღაცნაირად თვითგანადგურება არ განვახორციელოთ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღეს წმინდა სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრეს ჭყონდიდის მიტროპოლიტის წოდება ჩამოერთვა და სინოდიდან გარიცხეს. პეტრე ცაავას ასევე აეკრძალა მსახურება ტაძარში, მაგრამ ის მაინც მღვდლად რჩება.

უსუფაშვილი: ეკლესია უნდა ასხივებდეს სიყვარულს და არა იმას, რასაც ვხედავთ ბოლო ხანებში >>

„მიტროპოლიტ პეტრეს... აეკრძალოს მღვდელმოქმედება, განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესებულ იქნას მონასტერში მოსანანიებლად“, - ნათქვამია სინოდის სხდომის ოქმში.

აღსანიშნავია, რომ სინოდზე უწმიდნესმა ბრძანა, რომ „მეუფე პეტრე იყო გამორჩეული მღვდელმთავარი, იგი იყო ახალშექმნილი ხევის პირველი ეპისკოპოსი და მეტად სამწუხაროა მისი ამგვარი ცვლილება“.

ყველა ახალი ამბავი
0