საქართველოში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საკვირაო გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ გამოშვებამ - იგი დაიწყო გადაცემის წამყვანის გამოსვლით, რომელმაც უცენზურო ლექსიკის გამოყენებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეურაცხყოფა მიაყენა. გადაცემის ავტორი გიორგი გაბუნია პირდაპირ ეთერში დაახლოებით წუთნახევრის განმავლობაში რუსულ ენაზე იგინებოდა.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკვეთრი ფორმით გამოხატეს საკუთარი რეაქცია Rustavi2-ის ეთერთან დაკავშირებით. მამუკა ბახტაძემ გაბუნიას გამონათქვამები ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად და დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასა.