რუსთავი 2–ის გენერალური დირექტორი პოლიციას მიმართავს

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაპროტესტო აქცია „რუსთავი2“-თან
საპროტესტო აქცია „რუსთავი2“-თან - Sputnik საქართველო
გამოწერა
Yandex newsTelegram
ნიკა გვარამიას თქმით, „რუსთავის 2“–თან  მობილიზებული პოლიციის რაოდენობა კრიტიკულად მცირეა

თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და არხის წინ შექმნილ სიტუაციაზე მიუთითებს.

საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაპირისპირება თბილისში - ვიდეო >>

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან საპროტესტო აქცია, მიმდინარეობს, რომელზეც მომიტინგეები მოითხოვენ, დატოვოს ტელეკომპანია ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ და ასევე შეიცვალოს არხის მენეჯმენტი. იქვე მობილიზებულია პოლიციაც.

„სიტუაცია ჩვენი არხის წინ უკიდურესად დაძაბულია. ძალიან აგრესიული ადამიანები შეკრებილნი არიან რადიკალური მოთხოვნებით, რომლებიც, ცხადია, არ შესრულდება“, – წერს ნიკა გვარამია საკუთარ Facebook-გვერდზე.

საპროტესტო აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო
შსს აქციის ორგანიზატორებს უსაფრთხო დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს

მისი თქმით, პოლიციის რაოდენობა კრიტიკულად მცირეა და თუ აგრესიულმა ადამიანებმა მიიღეს შენობაში შემოჭრის გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, პოლიცია ვერ უზრუნველყოფს მათ დაცვას.

„ალაგმეთ თქვენი ბანდერლოგები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა ძალისმიერი სცენარის განვითარებისთვის გეკისრებათ თქვენ და საქართველოს მთელ ხელისუფლებას“, – წერს ნიკა გვარამია.

დაუდასტურებული ინფორმაციით, ტელეკომპანიის შენობის წინ შეკრებილებმა ახლახან რუსთაველის გამზირზე გადანაცვლების გადაწყვეტილება მიიღეს.

ამჟამად კი რუსთაველის გამზირზე ორი აქცია მიმდინარეობს.

პარლამენტის წინ ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა მიტინგი იმართება. ისინი ღირსების მარშის ჩატარებას აპროტესტებენ.

რამდენიმე ასეულ მეტრში, თავისუფლების მოედანზე მეორე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა თავი მოიყარეს შს მინისტრი გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით. ისინი სამი კვირის განმავლობაში მართავდნენ მიტინგებს პარლამენტთან, თუმცა დილიდან ეს ადგილი „ტრადიციებისათვის მებრძოლებმა“ დაიკავეს.

დაპირისპირებები და პოლიციის ჩარევა თბილისის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე - Sputnik საქართველო
დაპირისპირებები და პოლიციის ჩარევა თბილისის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე

პოლიცია ორი აქციის მონაწილეთა დაშორებას ცდილობს და მათ ერთმანეთთან პირდაპირი შეტაკების საშუალებას არ აძლევს.

7 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში საავტორო გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ კვირის გამოშვება დაიწყო გადაცემის წამყვანის მონოლოგით, რომელმაც უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამის შემდეგ ტელეკომპანიის შენობასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, გაატაროს ზომები დაძაბულობის ესკალაციის აღსაკვეთად.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, მკვეთრი ფორმით გამოხატეს რეაქცია „რუსთავი 2“-ის ეთერთან დაკავშირებით. პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გაბუნიას გამონათქვამები ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად და დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასა, ხოლო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტის გამოსვლას საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის შეტანის მცდელობა უწოდა.

ყველა ახალი ამბავი
0