შსს აქციის ორგანიზატორებს უსაფრთხო დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს

© Sputnik / Shota Nozadzeსაპროტესტო აქცია რუსთაველზე
საპროტესტო აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციის მოთხოვნისადმი არდამორჩილების შემთხვევაში შსს პასუხისმგებლობას აქციის ორგანიზატორებს აკისრებს

თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვაჟა სირაძემ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ორი აქციის მიმდინარეობისას პოლიციის მიერ მიღებული უსაფრთხოების ზომების შესახებ განცხადება გააკეთა.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა მიტინგი იმართება. ისინი ღირსების მარშის ჩატარებას აპროტესტებენ.

საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაპირისპირება თბილისში - ვიდეო >>

რამდენიმე ასეულ მეტრში, თავისუფლების მოედანზე მეორე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა თავი მოიყარეს შს მინისტრი გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით. ისინი სამი კვირის განმავლობაში მართავდნენ მიტინგებს პარლამენტთან, თუმცა დილიდან ეს ადგილი „ტრადიციებისათვის მებრძოლებმა“ დაიკავეს.

პოლიცია ორი აქციის მონაწილეთა დაშორებას ცდილობს და მათ ერთმანეთთან პირდაპირი შეტაკების საშუალებას არ აძლევს.

„მოვუწოდეთ აქციის ორგანიზატორებს, ავუხსენით, რომ ორ სხვადასხვა შეკრებას შორის არ უნდა მოხდეს კონფრონტაცია. შესაბამისად, პოლიცია ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების ზომები და უსაფრთხო დისტანცია. მოვუწოდეთ აქციის ორგანიზატორებს, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ნუ გადაინაცვლებენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, ვუთხარით, რომ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას“, - აცხადებს სირაძე.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
რა შემთხვევაში დატოვებს „რუსთავი 2“–ს  ნიკა გვარამია

მისი თქმით, არასწორია, როდესაც რომელიმე აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ესა თუ ის ადგილი მათი საკუთრებაა. აქციის გამართვის უფლება ყველას აქვს, აცხადებს სირაძე.

„პროტესტის გამოხატვის უფლება მშვიდობიანი ფორმით აქვს ნებისმიერ პიროვნებას - ორივე აქციის მონაწილეებს, იქ სადაც მათ უნდათ. მაგრამ ცნება, რომ ეს ჩემი ადგილია, ამ შემთხვევაში არასწორია. ჩვენ ვერავის შევუზღუდავთ მშვიდობიანი ფორმით პროტესტის გამოხატვას, იქნება ეს ერთი აქციის, თუ მეორე აქციის წევრები. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, რომ დაიცვან უსაფრთხო დისტანცია და ასევე მოვუწოდე იმისკენ, რომ თუ ისინი არ დაგვემორჩილებიან და გადაინაცვლებენ პარლამენტის წინ, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

პარლამენტის წინ კი „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები. მათ ეს ტერიტორია დილიდან დაიკავეს. ორი აქციის მონაწილეებს ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი და ავტობუსები ჰყოფს.

მანამდე „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები და მხარდამჭერები შსს-თან შეიკრიბნენ. მათი თქმით, დაანონსებული „ღირსების მარში“ შედგა.

არჩილ თალაკვაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების მონაწილეებს მიმართავს >>

კიდევ ერთი, მესამე აქცია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ოფისთან მიმდინარეობს. აქ აქციის მონაწილეები კვირა საღამოს გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ ეთერში გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინისა და მისი მშობლების არაეთიკური ლექსიკით შეურაცხყოფას აპროტესტებენ. მომიტინგეები გიორგი გაბუნიასგან და რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.

ყველა ახალი ამბავი
0