ბოლო დროს ქართულ-რუსულ ურთიერთობებში დაძაბულობა თანდათან იზრდებოდა. სიტუაცია განსაკუთრებით გამწვავდა „რუსთავი2“-ის სკანდალური ეთერის შემდეგ. გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ უკიდურესად ბინძური ფორმით, უცენზურო ლექსიკის გამოყენებით მიაყენა შეურაცხყოფა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და მის განსვენებულ მშობლებს.
გაბუნიას მონოლოგის შემდეგ სოციალური ქსელი კრიტიკული კომენტარებით აივსო, დაიწყო საპროტესტო აქცია. გაბუნიას გამოსვლა გააკრიტიკეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თბილისის მერმა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი მომხდარი ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაძაბვის მცდელობად შეაფასა. ტელეკომპანიის თვითრეგულირების ორგანომ გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება ორი თვით შეუჩერა.
რეაქცია მოსკოვმაც გამოხატა. სამშაბათს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიიღო დეპუტატთა განცხადება, რომლებიც მთავრობას საქართველოს მიმართ შესაძლო დამატებითი სპეციალური ეკონომიკური ღონისძიებების დაწესების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვას სთავაზობდა. გარდა ამისა, დეპუტატები მთავრობას აძლევდნენ რეკომენდაციას, წარედგინა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის შესაბამისი წინადადებები.
პუტინი სანქციების დაწესების წინააღმდეგია, თუმცა დუმა განცხადებას არ გაიწვევს >>
საპასუხოდ პუტინმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხის პატივისცემის გამო მხარს არ უჭერს ქვეყნისთვის სანქციების დაწესებას.
გაბუნიას წინააღმდეგ რუსეთში სისხლის სამართლის საქმის აღძვრის წინადადების კომენტირებისას, პუტინმა განაცხადა, რომ „მისთვის ბევრი პატივია რაიმე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. დაე, ილაპარაკოს“.
პუტინის განცხადებამ სოციალური ქსელების ქართულ სეგმენტში ხმაურიანი რეაქცია გამოიწვია. აბსოლუტური უმრავლესობა რუსი ლიდერის გადაწყვეტილებას პოზიტიურად შეხვდა.
„აი ეს არის დიპლომატია, დედის გინება კი პროვოკაციაა“, - წერს Marina Qevxishvili.
„უფალმა გადმოგვხედა და ნუ ვიქნებით უმადურები, იქნებ მშვიდობამ უფრო მეტი სიკეთე მოგვიტანოს და ერთმანეთი დავინდოთ...“, - წერს Eka Gvelesiani.
„Kidev kargi es kaci mainc azrovnebs!!“, - წერს Nino Sardlishvili.
„ზუსტად ვიცოდი, რომ ამას იტყოდა“, - წერს Kakha Mujirishvili.
„ხომ ხედავთ, ხალხო, პუტინი ომს არ აპირებს და დაწყნარდით. ზოგიერთი უპასუხისმგებლო ჟურნალისტის გამო ერთმანეთი არ გავთელოთ და გვიყვარდეს ერთმანეთი. დამშვიდებულ და დაწყნარებულ საქართველოში მინდა ცხოვრება“, - წერს Shorena Utiashvili-qumsiashvili.