„გამოდით და ბოდიში მოიხადეთ...“ – ნინი ქარსელაძე Rustavi 2-ის თანამშრომლებს მიმართავს

© courtesy of Nini Karseladzeნინი ქარსელაძე
ნინი ქარსელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალი ნინი ქარსელაძე გიორგი გაბუნიას განცხადებამ აღაშფოთა.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ტელეკომპანია Rustavi 2-ის ყველა თანამშრომელმა საზოგადოებას ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას განცხადებასთან დაკავშირებით ბოდიში უნდა მოუხადოს, წერს მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში.

გიორგი გაბუნია - Sputnik საქართველო
გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება ორი თვით შეუჩერდა

მომღერალი თვლის, რომ ტელეკომპანიის ბოლოდროინდელი ქმედებები მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, როგორ არ უყვართ მათ არც ქვეყანა და არც ქართველი ხალხი და მზად არიან ყველაფრისთვის, რათა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში კვლავ დაბრუნდეს. 

„ძალიან გახვედით თავს! დაუკრეფავში გადახვედით! გარდაცვლილი მშობლების საფლავის ხსენება მხოლოდ შენნაირ მშიშარა და კაცის არმსგავსს შეუძლია! გაბუნია შენ ვინ მოგცა ამდენის უფლება?! როგორ ბედავ ამხელა პასუხისმგებლობის აღებას, შენს უტვინო თავზე ? რამე რომ მოხდეს პირველს შენ გნახავ გაქცეულს, კურდღელივით!“ – წერს ქარსელაძე.

პუტინის გინება პირდაპირ ეთერში: რა ელოდება გაბუნიას ქართული კანონმდებლობით >>>

ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის თვითრეგულირების ორგანომ გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება ორი თვით შეუჩერა, რადგან არხის ეთერში საავტორო გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ კვირის გამოშვება დაიწყო გადაცემის წამყვანის მონოლოგით, რომელმაც უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამის შემდეგ ტელეკომპანიის შენობასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, გაატაროს ზომები დაძაბულობის ესკალაციის აღსაკვეთად.

ყველა ახალი ამბავი
0